პაატა ბურჭულაძე: ვინ დაიჯერებს, რომ ადამიანი, რომელიც ჩემი ცხოვრება ბავშვებს ვეხმარებოდი, მოვუწოდებდი ვინმეს, რომ მიდით, დაარტყით დანა და მოკალით
ფოტო: სახელმწიფო ხალხისთვის
"სანამ ჩავედით იმ სასახლესთან უკვე ჯებირი მოტეხილი იყო და როცა დავინახე, რომ შეტაკება იწყება, გადავძვერი და მივედი პოლიციასთან — "ბიჭებო, არ გინდათ". მე აქეთ ვაჩერებდი, მურთაზი იქით", — ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა, პაატა ბურჭულაძემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
ბურჭულაძემ თქვა, რომ "4 ოქტომბერს პირველად საქართველოს ისტორიაში შეიკრიბა მთელი საქართველოდან წარმომადგენლები, რადგან საქართველო იყო საფრთხეში".
"4 ოქტომბერს პირველად საქართველოს ისტორიაში შეიკრიბა მთელი საქართველოდან წარმომადგენლები, რადგან ჩვენ ვიგრძენით, რომ ჩვენი საქართველო იყო საფრთხეში და ჩავატარეთ ეროვნული კრება, სოფელი არ დარჩა საიდანაც წარმომადგენელი არ იყო, გალიდან და სამაჩაბლოდან იყვნენ სპეციალურად ჩამოსულები... ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს საქართველო არის დაღუპვის გზაზე და არის გადასარჩენი.. ცოტა დრო დასჭირდება, როცა მეცნიერები, იურისტები, კონსტიტუციონალისტები დაჯდებიან და აღნიშნავენ ამ დღეს, როგორც ისტორიულ თარიღს".
"რომ არ მცოდნოდა ვინ ვარ, ვიფიქრებდი, რომ ტერორისტი ვარ...ქართულ ოცნებას უნდა წარმოადგინოს, რომ აქ ზიან ტერორისტები, ვინ დაიჯერებს, რომ ადამიანი, რომელიც ჩემი ცხოვრება ბავშვებს ვეხმარებოდი, მოვუწოდებდი ვინმეს, რომ მიდით, დაარტყით დანა და მოკალით, დაიჯერებთ? მე ვეხმარებოდი ყოველთვის ბავშვებს, მომაძახეს სხვა ქვეყანაშიო, დიახ სხვა ქვეყანაში, მტრის ბავშვებს ვეხმარებოდი, რადგან ბავშვები იყვნენ...
სანამ ჩავედით იმ სასახლესთან უკვე ჯებირი მოტეხილი იყო და როცა დავინახე, რომ შეტაკება იწყება, გადავძვერი და მივედი პოლიციასთან — "ბიჭებო, არ გინდათ". მე აქეთ ვაჩერებდი, მურთაზი იქით და ამათ ეძახიან, რომ ჩვენ მოვუწოდებდით ხალხს...
ერთხელ მომასხეს სპრეი, მეორედ სპრეი და რომ წამოვედი, მე გავხდი ცუდად, გადავყლაპე და მეწვოდა ყველაფერი, მომათავსეს საავადმყოფოში, შემოვიდა პოლიციის უფროსი 8 თანხმლები პირით, 7 ავტომატით დამადგნენ თავზე, კარგით რააა... მერე იტყვით, რატომ არ უყვარს პოლიცია ხალხს", — განაცხადა 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა, პაატა ბურჭულაძემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე (ტექსტი "რადიო თავისუფლების" ლაივ-ბლოგიდან).
პაატა ბურჭულაძეს და 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის კიდევ 4 წევრს: ირაკლი ნადირაძეს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძესა და პაატა მანჯგალაძეს ბრალი გუშინ, 6 ოქტომბერს წაუყენეს.
მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა.
უფრო კონკრეტულად, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს 3 მუხლით წაუყენებს ბრალი: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდება და ბლოკირების მცდელობის ჩადენილი ჯგუფურად; ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა და მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.
ლაშა ბერიძეს 2 მუხლით წაუყენებს ბრალი: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდება და ბლოკირების მცდელობის ჩადენილი ჯგუფურად; ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის წარედგინა.
აღნიშნული დანაშაულები 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
- 4 ოქტომბრის საქმეს 2017-2023 წლებში "ოცნების" ყოფილი წარმომადგენელი, მოსამართლე ლელა მარიდაშვილი განიხილავს
- მიხეილ სააკაშვილი: პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძის დაპატიმრება, მათი გმირობა შევა ისტორიაში.
- პროკურატურამ 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს ბრალი წაუყენა
- პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე დააკავეს
- პაატა ბურჭულაძის ადვოკატი: იმის თქმა შეგვიძლია, რომ ბატონი პაატა მხნედ გრძნობს თავს... ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია
- პაატა ბურჭულაძე კლინიკაში გადაიყვანეს
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები