ანასტასია ზინოვკინა

28 Sep. 2025, 13:50

"ეს წერილი დახმარების ძახილია.

მე მქვია ანასტასია ზინოვკინა და ტყვედ ვარ აყვანილი რუსთავში, ქალთა №5 კოლონიაში.
12 სექტემბერს 12:00 საათზე მე და არტემ გრიბულს განაჩენი გამოგვიტანეს. 8 წელი 6 თვე.
ისევე, როგორც ანტონ ჩეჩინს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს საქმეებში განსხვავებებიცაა, ბევრი საერთოც გვაქვს.
მაგალითად, პოლიცია, ერთმა და იმავე ხალხმა ჩაგვიდო ნარკოტიკი მასაც და ჩვენც.
მაგალითად, "თარჯიმნები".

მაგალითად, სასჯელაღსრულების სისტემის იგივე ქცევა: ჩვენ არ გვიწევენ სამედიცინო დახმარებას, რომელიც გვჭირდება.

იმის გამო, რომ რუსთაველზე დაზარალებულ ადამიანებს სამედიცინო დახმარებას ჩვენ ვუწევდით.

ციხეში გვკლავენ.

ჩვენთან არ მოდიან ექიმები.

გთხოვთ, დარეკოთ ციხეებში, სადაც ვიმყოფებით, სახალხო დამცველთან, ყველა ინსტანციაში, ჯანდაცვის სამინისტროში.

დარეკეთ, უთხარით ჩვენი გვარები, მოსთხოვეთ პასუხი, თუ რატომ ბედავენ ასე თავხედურად პოლიტიკური პატიმრების მოკვლას.

ზინოვკინა ანასტასია.

არტემ გრიბული.

ანტონ ჩეჩინი.

რეჟიმის ძაღლების თავხედობა გასაოცარია.

გთხოვთ — არ მისცეთ მათ ჩვენი მოკვლის უფლება.
გთხოვთ — გამოიჩინეთ სოლიდარობა.
გთხოვთ — არ დაივიწყოთ პოლიტიკური პატიმრები, დაეხმარეთ ყველა მათგანს ციხეებში საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლაში."

წერს ანასტასია ზინოვკინა საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში. 

ცნობისთვის, 12 სექტემბერს, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების პერიოდში სისხლის სამართლის წესით დაკავებულ რუსეთის ორი მოქალაქეს – ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს 8.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.

მათ პროკურატურა გასაღების მიზნით 16 გრამი ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ის ფლობას ედავებოდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 1-ელი მარტიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში დასაქმება ეზღუდებათ
  2. მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პირი შეიწყალა
  3. გია ვოლსკი: მეუფე იაკობი სასულიერო პირია და პოლიტიკურ განცხადებებს ამ დონეზე არ უნდა აკეთებდეს
  4. ადამ კადიროვის ავარიის შემდეგ, ჩეჩნეთის ხელისუფლება დუმს
  5. სამხრეთის კარიბჭე: არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძეს, რომელსაც გოგოები სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ, სავარაუდოდ, მღვდელმოქმედება აღუდგინეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ