ანასტასია ზინოვკინა

12 Sep. 2025, 16:21

ჩასმით ჩამსვეს, მაგრამ ადამიანურად გასამართლებაც, კანონის შესაბამისად, ეზარებათ.
ჩვენ პატიმრები არ ვართ, ჩვენ მძევლები ვართ. ცოცხლად დამარხული მძევლები. ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ჩვენ ტყვეები ვართ. ათასი შუამდგომლობა გავაგზავნე და ვთქვი სასამართლოშიც. თავიდან მპასუხობდნენ და უარს მეუბნებოდნენ, დაუსაბუთებლად. მერე უბრალოდ დადუმდნენ. ესენი ტერორისტები არიან, რომლებიც აღარც ფარისევლობენ. დაგვხოცავენ, თუ დადუმდებით. თუ დაგვივიწყებთ. ჩვენ ვცოცხლობთ, სანამ გახსოვართ და ჩვენზე ლაპარაკობთ. ცოცხლები ვართ, სანამ რუსთაველზე დადიხართ. მხოლოდ სიყვარული გვეხმარება. თქვენი სიყვარული გვეხმარება და ახანგრძლივებს ცხოვრებას.

გთხოვთ დახმარებას, აჩვენოთ, რომ საზოგადოება, არა მთავრობა, არამედ საზოგადოება, ჰუმანურად გაზრდილია და იმსახურებს ევროკავშირში გაერთიანებას. ჰუმანიზმია, როცა ფასეულია თითოეული ადამიანის სიცოცხლე. როცა ზიზღი ჯალათების მიმართ არის, როგორც კამიუ იტყოდა.

ანტონ ჩეჩინისა და ჩვენი საქმე ლაკმუსის ქაღალდია თქვენი საზოგადოებისთვის. იმედი მაქვს, რომ ეს ისედაც გესმით და იმედი მაქვს, დაგვეხმარებით. განა იმიტომ, რომ მე მსურს ასე, უბრალოდ იმიტომ, რომ მინდა, თქვენ გაიმარჯვოთ. ჩვენი ჯალათების სახელები ცნობილია. ზოგიერთს დავასახელებ და ნუ დაივიწყებთ. რევოლუცია განწირულების შურისძიებაა. გესმით, რომ განწირულები ხართ? რომ დღეს ჩვენ გვკლავენ, მაგრამ მკვლელები არ გაჩერდებიან. ჩვენი სისხლი არ ეყოფათ. ყველაფერი ძალიან ცუდადაა. ახალი სისხლი სულ ენდომებათ. ჩვენი სიცოცხლე და თავისუფლება უკვე გავწირეთ ადამიანის უფლებისთვის, დარჩეს ადამიანად და საკუთარ თავად. მაგრამ ჩვენ გვაქციეს წამებულებად.

გპირდებით, რომ არ გავჩერდები, ვიბრძოლებ მთელი ძალით. ასეთი ამბების მერე, ძნელია რამის შეგეშინდეთ. არც სასოწარკვეთილი ვარ. მესმის, რომ ჩვენი საქმე უკანასკნელ წვეთად იქცეს და ჩვენმა ჯალათებმა აგონ პასუხი. მაპატიეთ, მაგრამ ამის გამო მე სიხარულს ვიგრძნობ. იმედი მაქვს, რომ თქვენც სძლევთ შიშს. მჯერა გამარჯვების და თქვენი.

განაცხადა პროევროპული აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა ანასტასია ზინოვკინამ განაჩენის გამოცხადებამდე. მას და არტემ გრიბულს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 8.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 1-ელი მარტიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში დასაქმება ეზღუდებათ
  2. მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პირი შეიწყალა
  3. ადამ კადიროვის ავარიის შემდეგ, ჩეჩნეთის ხელისუფლება დუმს
  4. გია ვოლსკი: მეუფე იაკობი სასულიერო პირია და პოლიტიკურ განცხადებებს ამ დონეზე არ უნდა აკეთებდეს
  5. რისთვის უნდა გაასამართლოთ ჩემი შვილი? 16 წლის გოგო შეცდა, რომ თქვა სექსუალურად მავიწროებენო? — გიგა ავალიანის საქმეში ფიგურანტი არასრულწლოვანი გოგოს დედა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სამხრეთის კარიბჭე: არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძეს, რომელსაც გოგოები სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ, სავარაუდოდ, მღვდელმოქმედება აღუდგინეს

ზარზმის მამათა მონასტრის ყოფილ წინამძღვარს, არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძეს, რომელსაც გოგოები სექსუალურ შევიწროებაში…