ლევან ცუცქირიძე: "ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში" მონაწილეობაზე უარის თქმა ახლაც კი დიდ ზიანს მიაყენებს რეჟიმს"
ფოტო: Levan Tsutskiridze / FB
"სწორი გადაწყვეტილების მიღება არასდროსაა გვიანი — "ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში" მონაწილეობაზე უარის თქმა ახლაც კი დიდ ზიანს მიაყენებს რეჟიმს და გააძლიერებს სახალხო, ეროვნულ წინააღმდეგობას," — ამის შესახებ პარტია თავისუფლების მოედნის ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ერთადერთი სწორი არჩევანი ახლა "ამ ე.წ. "არჩევნებში" მონაწილეობაზე უარის თქმაა".
მან მხარდამჭერებს მოუწოდა კიდევ უფრო აქტიური მონაწილეობისკენ პროტესტსა და წინააღმდეგობაში, რადგან ცუცქირიძის განცხადებით, "სწორედ აქ გადის უსამართლო რეჟიმთან ბრძოლის ნამდვილი ხაზი".
"ვულოცავ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ისევე როგორც მათ ოჯახებს თავისუფლებას. ისინი, ისევე როგორც სხვა პოლიტპატიმრები, ციხეში უსამართლოდ იმყოფებოდნენ.
არ ვცდებოდით, როდესაც ვამბობდით, რომ ძლიერი საქართველოს გადაწყვეტილება მონაწილეობა მიეღო "ადგილობრივ არჩევნებად" წოდებულ სპეცოპერაციაში მძიმე პოლიტიკური შეცდომა იქნებოდა და ახლა კიდევ უფრო ცხადად ჩანს, რომ ეს ასეა.
ერთადერთი სწორი არჩევანი ახლა ამ ე.წ. "არჩევნებში" მონაწილეობაზე უარის თქმაა. სწორი გადაწყვეტილების მიღება არასდროსაა გვიანი — "ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში" მონაწილეობაზე უარის თქმა ახლაც კი დიდ ზიანს მიაყენებს რეჟიმს და გააძლიერებს სახალხო, ეროვნულ წინააღმდეგობას.
თავისუფლების მოედანი ვაგრძელებთ პრინციპულ და თანმიმდევრულ ბრძოლას ივანიშვილის ავტორიტარიზმის წინააღმდეგ. გვჯერა, რომ ამ რეჟიმის დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ მორალური უპირატესობითა და სიცხადით და არა მათ თვალთმაქცურ თამაშებში ჩაბმით.
კვლავ მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს კიდევ უფრო აქტიური მონაწილეობისკენ პროტესტსა და წინააღმდეგობაში, რადგანაც სწორედ აქ გადის უსამართლო რეჟიმთან ბრძოლის ნამდვილი ხაზი.
გამარჯვება ჩვენი იქნება. წინ საქართველო!" — წერს ლევან ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.
ლელო — ძლიერი საქართველოს ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ რუსთავის მე-12 დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვეს. ოპოზიციის ლიდერებმა რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადეს, რომ სხვა ლიდერების მოწოდების მიუხედავად, ლელო — ძლიერი საქართველო 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების შესახებ განცხადება ოცნების არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა დღეს, 5 სექტემბერს გაავრცელა.
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები