ტრამპის თქმით, თეთრი სახლიდან ნაგვის სროლის ვიდეო ხელოვნური ინტელექტის შექმნილია
პრეზიდენტმა ტრამპმა ხელოვნურ ინტელექტს დააბრალა გავრცელებული ვიდეო, სადაც თეთრი სახლის ფანჯრიდან ნაგვის სროლა ჩანს. თუმცა ვიდეოს ნამდვილობა თეთრ სახლს უკვე დადასტურებული ჰქონდა.
რადგან ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ყალბი ვიდეოები ინტერნეტში ხშირად ტრიალებს, სოციალური მედიის ბევრ მომხმარებელს სულ უფრო უჭირს სიმართლისა და გამოგონილის გარჩევა — ამაზე ტრამპმა ერთდროულად უკმაყოფილებაც გამოხატა და თქვა, რომ შესაძლოა ეს საკუთარი სარგებლისთვისაც გამოიყენოს.
"ერთი პრობლემა, რაც ხელოვნურ ინტელექტთან გვაქვს, არის ის, რომ ის როგორც კარგი, ასევე ცუდია", — თქვა მან — "თუ რაღაც მოხდება, მართლაც ცუდი, უბრალოდ დააბრალე ხელოვნურ ინტელექტს. მაგრამ ისინი ასევე ქმნიან რაღაცებს. ხედავთ, ორივე მხარეს მუშაობს. თუ რამე მოხდება, მართლაც ცუდი, შეიძლება უბრალოდ მომიწიოს ხელოვნურ ინტელექტს დავაბრალო".
თემა მაშინ წამოიჭრა, როცა ტრამპი საკუთარ პრესსამსახურთან წინააღმდეგობაში მოვიდა და განაცხადა, რომ ვიდეო, რომელიც შაბათ-კვირას გავრცელდა — მასში თითქოსდა შავი ნაგვის პაკეტი თეთრი სახლის ფანჯრიდან ისროლეს — შესაძლოა ყალბი იყო.
კომენტატორებმა ვიდეოს სხვადასხვა თეორიებით უპასუხეს, ზოგმა სახალისოდ, ზოგმა კი შეთქმულებით. იმისთვის, რომ სპეკულაციები ჩაეხშო, თეთრი სახლის პრესსამსახურმა ორშაბათს დაადასტურა, რომ ვიდეო ნამდვილი იყო, მაგრამ თქვა, რომ არაფერი საეჭვო არ ხდებოდა. "ეს უბრალოდ კონტრაქტორი იყო, რომელიც რეგულარულ ტექნიკურ სამუშაოებს ასრულებდა პრეზიდენტის არყოფნისას", — ეწერა განცხადებაში.
Fox News-ის პიტერ დუსიმ სამშაბათს ოვალურ კაბინეტში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ტრამპს ვიდეოზე ჰკითხა. მას შემდეგ, რაც ტრამპმა თქვა, რომ ვიდეო არ უნახავს, დუსიმ კლიპი ტელეფონში აჩვენა.
"ალბათ ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული", — თქვა ტრამპმა, შემდეგ კი აღწერა, რამდენად მძიმეა თეთრი სახლის ფანჯრები და როგორი რთულია მათი გაღება. "ჩემმა ცოლმა რამდენიმე დღის წინ დაიჩივლა ამაზე", — თქვა ტრამპმა — "მითხრა: 'მინდოდა ცოტა სუფთა ჰაერი შემოსულიყო,' მაგრამ არ შეგიძლია — ისინი ტყვიაგაუმტარია. პირველი, დალუქულია. მეორე, თითოეული ფანჯარი დაახლოებით 600 ფუნტს იწონის. საკმაოდ ძლიერი უნდა იყო, რომ ისინი გააღო.“
ტრამპს უკვე აქვს გამოცდილება ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში. ივლისში მან ხელახლა გააზიარა ყალბი ვიდეო, სადაც ოვალურ კაბინეტში ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას დაკავებას აჩვენებდნენ. და პრეზიდენტს დიდი ხანია სჩვევია სიმართლისა და გამოგონილის ერთმანეთში არევა, როცა სიმართლე მისთვის სასურველი არ არის — მაგალითად, მისი მუდმივი მცდარი განცხადებები 2020 წლის არჩევნების შედეგებზე.
თუმცა ხელოვნურად გენერირებული სურათები და ვიდეოები ზოგჯერ პრაქტიკულად განუყოფელია ნამდვილისგან და უკვე ხელს უწყობს ისეთი სამყაროს შექმნას, სადაც სიმართლე კიდევ უფრო საფრთხეშია — მოვლენას, რომელიც, ტრამპის თქმით, შემაშფოთებელია.
პრეზიდენტმა აღწერა, როგორ უყურებდა ვიდეოს, სადაც თითქოს მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპები იყო გამოსახული და ბოლოს გაიგო, რომ ნამდვილი არ ყოფილა.
"მე იმდენ ფალსიფიცირებულ რამეს ვხედავ", — თქვა ტრამპმა — "ვნახე რაღაც, თითქოს ბავშვობიდან დღემდე მთელი ჩემი ცხოვრება იყო ნაჩვენები. ვთქვი: 'ვინ გააკეთა ეს?' ხელოვნური ინტელექტით იყო გენერირებული. ცოტა შემაშფოთებელია, სიმართლე გითხრათ".
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
"ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
გადახედვა
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
-
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
-
ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
კომენტარები