ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ თორნიკე რიჟვაძის დაჭრის დღეს სახლში მამუკა მდინარაძე და გეკა გელაძეც იყვნენ
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის დაჭრის დღეს, საგარეჯოს სახლში ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე და შსს-ის მინისტრი გეკა გელაძეც იყვნენ. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, 50 დღის შემდეგაც არავის წარმოუდგენია ექსპერტიზის დასკვნა, "თორნიკე რიჟვაძემ თავად ისროლა, ესროლეს, თუ მაგალითად ზურგიდან ესროლეს".
"ეს კაცი თავისუფალი რატომ დადის? ჩემს სახლში რომ მომხდარიყო მსგავსი რამე, თქვენი აზრით გარეთ ვიქნებოდი?" — განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა ალექსი ახვლედიანთან დაკავშირებით, რომლის სახლშიც და რომლის კუთვნილი იარაღითაც განახორციელა გასროლა, პროკურატურის ვერსიით, აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა.
"50 დღეზე მეტი გავიდა თორნიკე რიჟვაძის მკვლელობის მცდელობიდან. არსებობს უმნიშვნელოვანესი კითხვები, რაზეც ამ დრომდე არ არსებობს. 50 დღეში არავის არ წარმოუდგენია ექსპერტიზის დასკვნა — თორნიკე რიჟვაძემ თავად ისროლა, ესროლეს თუ ზურგიდან ესროლეს, ამას არ სჭირდება 50 დღე, მაქსიმუმ პირველ 3-5 დღეში აბსოლუტურად თავისუფლად ექსპერტს შეეძლო, პირველადი დასკვნა დაედო და 50 დღეში უკვე სრულყოფილად უნდა არსებობდეს პასუხი, თავად ისროლა, ზურგში ესროლეს თუ როგორ მოხდა და რა ტრაექტორიით მოხდა გასროლა. ამ დრომდე პასუხი არ არსებობს, არავის არ გვინახავს, გარდა კონკრეტული "ქოცების" სპიკერების ბოდვებისა.
მეორე, ვინ იყო ადგილზე მკვლელობის მცდელობის დღეს თორნიკე რიჟვაძესთან საგარეჯოში? ამ დრომდე ოფიციალური ვერსია პროკურატურას არ უთქვამს, ათას სისულელეზე მეტი მოვისმინეთ, მაგრამ 50 დღეზე მეტი გავიდა და ამ დრომდე არ ვიცით იმ დღეს იმ სახლში ვინ იმყოფებოდა, არსებობს ეჭვი იყო თუ არა მამუკა მდინარაძე და გეკა გელაძე შს მინისტრად წოდებული იმ დღეს იმ სახლში. ვიღაცები რომ კომენტარს აკეთებენ, რომ მამუკა მდინარაძე არ იყო, ეგრე არა. ოფიციალური ვერსიით პროკურატურას არ უთქვამს იყო იმ დღეს იმ სახლში თუ არ იყო, არც ე.წ შს მინისტრზე არ უთქვამთ გეკა იყო თუ არა იქ, კომენტარები არ გვაინტერესებს ზარქუა ან ვოლსკი რას იტყვის ან ტროლბოტობას რას დაავალებენ. ჩემს სახლში რომ ყოფილიყო ეს 50 დღეში მეზობლებიდან დაწყებული ყველას გაგაცნობდათ პროკურატურა.
და მესამე, 50 დღეზე მეტი გავიდა და არც ვიდეო ჩანაწერი არ გაუსაჯაროებია
პროკურატურას, არ უჩვენებია რა მანქანებით მივიდნენ, ვინ იყვნენ სახლში, ეს კამერები ხომ არსებობს ამ მდიდარი ადამიანის სახლში.
ეს სამი ძირითადი შეკითხვა გვაქვს გამოძიებასთან და ყველას უნდა ესმოდეს, რომ ვინც ახლა ამ საქმის შეკერვითაა დაკავებული, სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადიხართ. ასევე, ახვლედიანი, რომლის სახლშიც მოხდა და რომლის იარაღითაც მოხდა, ეს კაცი თავისუფალი რატომ დადის? ჩემს სახლში რომ მომხდარიყო მსგავსი რამე, "ქოცმა" მინდა, რომ კარგად გაიგოს, ჩემს სახლში, ჩემი იარაღით მკვლელობის მცდელობა რომ ყოფილიყო თქვენი აზრით გარეთ ვიქნებოდი? ეს კაცი რომ დაბოდიალებს და ამ დრომდე არ ვიცით თვითმკვლელობის მცდელობა იყო თუ რა იყო, არ ვიცი, ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოუდგენია არავის. ეს კაცი, ახვლედიანი თავისუფლად როგორ გადაადგილებდა? კომენტარებს რასაც იძლევა, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვთქვათ, რომ თავისუფლების სანაცვლოდ ლაპარაკობს ეს ადამიანი.
და მეხუთე, ამ 50 დღის განმავლობაში გამოიკითხა თუ არა თავად თორნიკე რიჟვაძე? ახლა არ დაიწყოთ, რომ საავადმყოფოში იყო და რაღაც, ერთი თვეა ეს კაცი აბსოლუტურად თავისუფლად გადაადგილდება, თუ გაინტერესებთ მითხარით და გეტყვით სად შეიძლება მისი ნახვა.
ეს არის ლეგიტიმური შეკითხვები, რომლებიც 50 დღის თავზე აქვს საზოგადოებას, ამიტომ ნება იბოძეთ და პასუხები გაეცით," — განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
პროკურატურის ინფორმაციით, 7 ივლისს, თორნიკე რიჟვაძემ საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, თვითმკვლელობა ალექსი ახვლედიანის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით მიიყენა. გამოძიება სსკ-ის კოდექსით 115-ე მუხლით არის აღძრული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი სსკ-ის 238-ე მუხლით დააკავეს, მოგვიანებით კი 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ასევე იხილეთ:
- შსს: თორნიკე რიჟვაძე კლინიკაში გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით გადაიყვანეს
- IPN: თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ალექსი ახვლედიანია დაკავებული
- "პრაიმ ტაიმი" თორნიკე რიჟვაძის მიერ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერილი წერილის შინაარს ასაჯაროებს
- პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის თქმით, თორნიკე რიჟვაძე მართვით სუნთქვაზე იმყოფება
- მიხეილ სააკაშვილი: რაღაც მკარნახობს, რომ რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს, როგორც თავის დროზე თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა
- პროკურატურამ ალექსი ახვლედიანს "ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის" ბრალი წარუდგინა
- ალექსი ახვლედიანს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
- ზურაბ ჯაფარიძე: "[რიჟვაძე] 99% თავს იკლავდა — სთხოვდნენ, სავარაუდოდ, ფულს და საკუთარი გარემოცვიდან ხალხის "ჩაშვებას"
- "ოცნების" ლიდერები თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობას ეხმაურებიან
- თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს
- დაუნიშნეს 2-თვიანი საკმაოდ მკაცრი ფსიქოლოგიური მკურნალობა, კვირის ბოლოს გაუკეთებენ თვალის ოპერაციას — ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძეზე
- ადვოკატი: კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნით, თორნიკე რიჟვაძის პიჯაკიდან ამოღებული წერილი მისი დაწერილია
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები