თინა ბოკუჩავა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს შეხვდა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს და საგარეო მინისტრს მიჰაი პოპსოის შეხვდნენ. ამის შესახებ პარტიის ოფიციალურ ინფორმაციაშია აღნიშნული.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, აუცილებელია ძალისხმევის გაორმაგება საგარეო ფრონტზე იმისთვის, რომ საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგიდან არ მოიხსნას.
"ჩვენ შევხვდით, როგორც მაია სანდუს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრს. მოლდოვის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად და ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად აქ, კიშინიოვში იმყოფებიან ვაიმარის სამკუთხედის სამივე ლიდერები — პრეზიდენტი მაკრონი, პრემიერმინისტრი დონლად ტუსკი და კანცლერი მერცი, რაც ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირი ყველა ძალისხმევას დებს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებაში, რომელიც არის მთავარი გარანტი მშვიდობის, თავისუფლების და ევროპული კეთილდღეობის ევროპულ სივრცეში. ჩვენ დღეს ამ შესაძლებლობას გვართმევს ივანიშვილის კრიმინალური ბანდა მაშინ, როდესაც ევროპაში ჩვენც გველოდებიან, ქართველ ხალხსაც ელოდებიან და ეს შესაძლებლობა ხელის გულზე დევს, ამიტომაც აუცილებელია გავაორმაგოთ ძალისხმევა საგარეო ფრონტზე იმისთვის, რომ საქართველო არ მოიხსნას საერთაშორისო დღის წესრიგიდან და ასევე ქვეყნის შიგნით და ამ პროცესების სინქრონიზაციით მოვიტანოთ რეჟიმის ცვლილება და დავაბრუნოთ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე," — განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
გიორგი ბარამიძის განცხადებით, "რაც შეუძლია მოლდოვას, შეუძლია საქართველოსაც, თუმცა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს ხელს უშლის პუტინის მეხუთე კოლონა და ივანიშვილის კრიმინალური ბანდა"
"ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავასთან ერთად 2 დღეა ვართ მოლდოვაში. გუშინ, დავესწარით ისტორიულ მოვლენას, როდესაც ვაიმარის სამეულის ლიდერები ულოცავდნენ მოლდოველ ხალხს ევროპულ გზაზე პროგრესს. დღეს გვქონდა პატივი შევხვედროდით მოლდოვის პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობარი მოლდოვისთვის. რაც შეუძლია მოლდოვას, რა თქმა უნდა, შეუძლია საქართველოს, მაგრამ, სამწუხაროდ, რასაც ახერხებს მოლდოვა საქართველო ვერ
ახერხებს იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყანა, პრაქტიკულად, ხელში აქვს ჩაგდებული
პუტინის მეხუთე კოლონას მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდას, რომელიც ცდილობს
ნაცვლად ევროკავშირში ინტეგრაციისა საქართველო დააბრუნოს რუსეთის
ექსკლუზიური გავლენის ორბიტაზე, რასაც ქართველი ხალხი, დარწმუნებული ვარ, არ
მოითმენს, ამიტომ ჩვენი ამოცანაა ყველამ ერთად ამ მოღალატეთა და კრიმინალთა
ბანდისგან ჩვენი სამშობლო — საქართველო გავათავისუფლოთ," — განაცხადა გიორგი
ბარამიძემ
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
-
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
-
სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
კომენტარები