არ გაჩერდე | Go Goga. Go.
ფოტო: საქართველოს ბანკი
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
ერთ დროს ფართოდ განხილვადი, ახლა კი ნაკლებად აქტუალური ამბავია — 2019 წელს გადაღებული ცნობილი ფოტო გავიხსენოთ, სადაც დრაფტის პირველ პიკს, ზაიონ უილიამსონს, თავს უამრავი ჟურნალისტი ახვევია, გოგა ბითაძეს კი ყველა აიგნორებს.
ამ ფოტომ ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია და სოციალური ქსელები მოიცვა. მეტიც, შემდგარმა ვარსკვლავებმა — დუეინ უეიდმა და დრეიმონდ გრინმა, გოგას მიმართ გამამხნევებელი სიტყვები არ დაიშურეს: “გამოიყენე, როგორც საწვავი”, — ასეთი კომენტარი გააკეთა უეიდმა. გრინმა კი აღნიშნა, ეს ფოტო ბითაძემ ჩარჩოში უნდა ჩასვას და მას ყოველდღე შეხედოსო.
დრეიმონდ გრინს გოგა არ დაეთანხმა, რამაც კალათბურთისადმი მისი მიდგომა და დამოკიდებულება სხვა კუთხით დაგვანახა. მანამდე, 2019 წლის “ევროლიგის ამომავალ ვარსკვლავად” დაასახელეს და რამდენიმეწლიანი ევროპული კარიერის შემდეგ, პირდაპირ NBA-ში მოხვდა — აბსოლუტურად განსხვავებულ, ვარსკვლავებით სავსე გარემოში, სადაც მას არავინ იცნობდა. რთული მისია ჰქონდა შესასრულებელი: მისი ფეხის კვალი პარკეტს უნდა დასტყობოდა, ნატყორცნს ქულები, დაფარებებს — გამარჯვებები, შრომას კი აღიარება უნდა მოეტანა.
თვითდამკვიდრების იმდენად მძლავრი, ჯანსაღი ამბიცია ჰქონდა, რომ ზაიონთან ფოტო საწვავად აღარ გამოდგებოდა — ისედაც მოტივაციით იყო სავსე. ფოტოს გავრცელებიდან მალევე, კომენტარი გააკეთა: ვიცი, რომ ზაიონი ძალიან მაგარი კალათბურთელია და მომხდარი საერთოდ არ მაწუხებსო. ამ თავმდაბლურ სიტყვებში, ქვეტექსტად, მიზანზე ორიენტირებულობა იკითხებოდა.
“ინდიანაში” ყოფნისას, მე-18 პიკად არჩეულ გოგას, ნიჭისა და უნარების გამოსავლენად სათანადო დრო და ნდობა არ მისცემია. 3 სეზონის განმავლობაში მისი საშუალო სათამაშო დრო 15 წუთზე მაღლა არასდროს ასულა და ბოლო სეზონში, 57 მატჩში, მოედანზე მხოლოდ 21-ჯერ ვიხილეთ.
შემდეგ, გამოჩნდა "ორლანდო მეჯიქი" — პირველ წელს, მოედანზე 62-ჯერ გავიდა (33 შემთხვევაში, სტარტერი იყო), 2024/25 წლების სეზონში კი — 70-ჯერ (42-ჯერ იყო სასტარტო ხუთეულში). თვალსაჩინო პროგრესის ფონზე, გაჩნდა იმის რეალური საფუძველი, რომ გოგამ კიდევ უფრო მაღალ საფეხურებზე აინაცვლოს.
გოგა მიზანმიმართული მებრძოლია. არ ნებდება და აღიარების გამომუშავების სტადიაზე იმყოფება. არის ტრადიციული ცენტრის ტიპის კალათბურთელი, შესანიშნავია ფარქვეშ, თუმცა იცის, რომ სროლა მისთვის ჯერ კიდევ დასახვეწი კომპონენტია: "მთავარია, საკუთარი შესაძლებლობების ვირწმუნო და მუშაობა გავაგრძელო", — თქვა მან.
არ ჩერდება და ესაა მისი საწვავი, მისი ჩარჩოში ჩამოკიდებული ფოტო. არის 26 წლის და წინ ძალიან ბევრი გამოცდა ელოდება, რომელიც ყველაფერს გასცემს პასუხს. სულ მალე, საქართველოს ნაკრებთან ერთად, ევრობასკეტზე ითამაშებს — ტურნირზე, სადაც 25 საუკეთესო ვარსკვლავს შორის, FIBA-მ ის სანდრო მამუკელაშვილთან ერთად გამოარჩია. ჩვენ ის დაგვრჩენია, თამაშებს დაველოდოთ და ნაკრებს გულმხურვალედ ვუქომაგოთ, გოგა კი თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის.
არ გაჩერდე,
Go Goga. Go.
საქართველოს ბანკი — საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
კომენტარები