სამი აქცია, რომელთა ზრდასაც უოლ სტრიტის ტოპ ანალიტიკოსები ელოდებიან
ინვესტორები ყოველთვის ყურადღებით აკვირდებიან ანალიტიკოსების შეფასებებს, რომლებიც კომპანიების საშუალო და გრძელვადიანი პროგნოზების შეფასებით არიან დაკავებულები. უნდა ითქვას, რომ ახლა, კომპანიების ფინანსური შედეგების გამოქვეყნების პერიოდში, ანალიტიკოსების პროგნოზები და შეფასებები განსაკუთრებით აქტუალურია.
ამ სტატიაში იმ სამი კომპანიის შესახებ გიყვებით, რომლეbსაც TipRanks პლატფორმაზე წამყვანი ანალიტიკოსები ანიჭებენ უპირატესობას.
Uber Technologies (UBER)
ამ სიაში პირველ ადგილს Uber Technologies იკავებს, რომელიც სატრანსპორტო კომპანიაც არის და მიწოდების სერვისთან ერთად სხვადასხვა სახის ბიზნესსაც აერთიანებს. Uber-ის შედეგების წინასწარ მიმოხილვაში, Evercore-ის ანალიტიკოსი მარკ მაჰეინი აღნიშნავს, რომ მისი პროგნოზით კომპანია შეკვეთების 17%-იან წლიურ ზრდას მიაღწევს, რაც ჯამში $46.8 მილიარდი იქნება. ამასთან, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ კომპანიის შემოსავლები წლიურად 18%-ით გაიზრდება.
კომპანიის აქციების ფასი წლის დასაწყისთან შედარებით 50,23%-ით არის გაზრდილი, რაც მომხმარებლების ზრდითა და მიტანის სერვისის გააქტიურებით არის გამოწვეული. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა მათი მხრიდან დადებით შეფასებებშიც აისახა. ამასთან, Uber-მა ქსელში გაუშვა ავტომატურად მართვადი Waymo-ს ელექტრომობილები, რამაც ინვესტორების მხრიდან მის აქციებზე ინტერესი გაზარდა.
ამჟამად კომპანიის ერთი აქცია 90.43 დოლარად ივაჭრება. ეს მაჩვენებელი წლიურად 43,18%-ით არის გაზრდილი. Uber Technologies-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 190 მილიარდი დოლარია.
Alphabet (GOOGL)
კიდევ ერთი კომპანია, რომლის აქციების ზრდასაც ანალიტიკოსები ვარაუდობენ Google-ის მშობელი Alphabet-ია. JPMorgan-ის ანალიტიკოსი დაგ ენმუთი კომპანიის აქციების შეძენის რეკომენდაციას გასცემს და ერთი აქციის შესყიდვის მიზნობირვ ფასს 195-დან 200 დოლარამდე ზრდის.
აღსანიშნავია, რომ Alphabet-ის ერთ აქციაზე მოგების 2026 წლის პროგნოზი 9,89 დოლარია. რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი აქციის არსებული ფასი ამ მაჩვენებელს 20-ჯერ აღემატება. ეს რიცხვი პოზიტიურ ფინანსურ მაჩვენებლად არის მიჩნეული, რაც ანალიტიკოსებს აფიქრებინებს, რომ კომპანიის ფასიანი ქაღალდების ღირებულება სამომავლოდ გაიზრდება. მათი შეფასებით, Alphabet მყარი ფინანსური ფუნდამენტის მქონე კომპანიაა, რაც მას სამომავლოდაც მისცემს საშუალებას, რომ ციფრული ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალად დარჩეს.
ანალიტიკოსები იმასაც ამბობენ, რომ Alphabet სიახლეებზე კონცენტრირებული კომპანიაა. მათი შეფასებით, ძიების სისტემისა და იუთუბის რეკლამების მიმართულებით კომპანია მნიშვნელოვან ზრდას ინარჩუნებს. ისინი ამბობენ, რომ კომპანიის არასარეკლამო მიმართულებებს, როგორებიცაა Cloud და Youtube გამოწერის სერვისები, სტაბილური ზრდის პოტენციალი აქვთ.
მთლიანობაში ანალიტიკოსები კომპანიის სამომავლო განვითარების პერსპექტივებს ოპტიმისტურად უყურებენ. ისინი თვლიან, რომ კომპანია ხარჯების გაკონტროლებასა და შემოსავლის შთამბეჭდავად გაზრდასაც შეძლებს.
აჟამად კომპანიის ერთი აქციის შეძენას 192.07 დოლარად შეძლებ. მისი ფასიანი ქაღალდების ღირებულება წლიურად 13.95%-ით არის გაზრდილი. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.33 ტრილიონი დოლარია.
Meta Platforms (META)
გასაკვირი ნამდვილად არ არის, რომ მორიგი კომპანია, რომლის ზრდასაც ტოპ ანალიტიკოსები ელოდებიან Meta Platforms-ია. JPMorgan-ის ანალიტიკოსმა დაგ ენმუთმა მისი აქციის მიზნობრივი ფასი 735 დოლარიდან 795-მდე გაზარდა. მისი შეფასებით, კომპანიის ფასიანი ქაღალდები ეგრეთ წოდებულ შეძენის რეიტინს ინარჩუნებს.
Meta Platforms-ის ერთ აქციაზე მისაღები მოგების პროგნოზირებული მაჩვენებელი 29,53 დოლარია, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი აქციის არსებული ფასი ამ რიცხვს 27-ჯერ აღემატება. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს გამოწვეულია ინვესტორების მხრიდან კომპანიის მიმართ მაღალი ნდობით და შემოსავლების სტაბილური ზრდის მოლოდინით.
სპეციალისტები ელოდებიან, რომ კომპანია მნიშვნელოვან ინვესტიციას განახორციელებს AI-სა და მეტავერსში. ამასთან, მათივე შეფასებით, Meta-ს მთავარი მზანი ხარჯების დისციპლინურად განაწილება იქნება. პროგნოზების მიხედვით, მიუხედავად მოსალოდნელი ინფრასტრუქტურული ხარჯებისა, კომპანია 2026 წელს მაღალ შემოსავალსა და გაზრდილ მოგებას მიიღებს.
არსებული მდგომარეობით, Meta-ს ერთი აქციის შეძენა 714.42 დოლარად არის შესაძლებელი. მისი ფასიანი ქაღალდები წლიურად 53%-ით არის გაძვირებული. ამჟამად კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 1.80 ტრილიონი დოლარია.
თუ ინვესტირებით დაინტერესებული ხარ, გეტყვით, რომ ამ და სხვა კომპანიების აქციების შეძენა თიბისის მობაილბანკში არის შესაძლებელი. ამასთან, უნდა გაითვალისწინო, რომ საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე სიღრმისეული კვლევის ჩატარება არის რეკომენდებული.
გახსენი საინვესტიციო ანგარიში თიბისის მობაილბანკში და შეიძინე ამერიკული აქციები და ფონდები საკომისიოს გარეშე. გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
კომენტარები