ქართული ოცნების ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის, მირიან ქათამაძის საარჩევნო პლაკატი ჩაქვში, სოფელ ჩაისუბანში, სამლოცველოს შენობაზეა გაკრული. ეკლესიაზე გაკრული პლაკატების სურათებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მათ აქტივისტებს ეკლესიაზე პლაკატები არ გაუკრავთ და ფაქტს პროვოკაციად აფასებენ.

ფოტო: აჭარის ტელევიზია

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლით, აკრძალულია სააგიტაციო მასალის საკულტო ნაგებობებზე გაკვრა.