სომხური წარმოშობის რუსი მილიარდერი სამველ კარაპეტიანი სომხეთში დააკავეს
ფოტო: OC Media
სომხეთის ხელისუფლებამ სომხური წარმოშობის რუსი მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის, სახლში ჩხრეკა ჩაატარა მას შემდეგ, რაც მან სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დასაცავად განცხადებები გააკეთა საპატრიარქოსა და მთავრობას შორის არსებული დაძაბულობის ფონზე.
"თუ პოლიტიკოსები ვერ შეძლებენ, მაშინ ჩვენც ჩვენი გზით მივიღებთ მონაწილეობას ამ ყველაფერში" — განაცხადა კარაპეტიანმა სამშაბათს News.am-თან ინტერვიუში.
რამდენიმე საათის შემდეგ, ხელისუფლებამ ერევანში, მის სასახლეში ჩხრეკა ჩაატარა, საიდანაც პოლიციის თანხლებით წაიყვანეს კარაპეტიანი. მას ბრალი წაუყენეს "ხელისუფლების უზურპაციის, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ან კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხობისკენ საჯარო მოწოდებაში". ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, არმენ ფეროიანმა, სისხლის სამართლის საქმეს "უკანონო" უწოდა და განაცხადა, რომ კარაპეტიანი თავს უდანაშაულოდ თვლის.
ცნობისთვის, სომხური წარმოშობის რუსი მილიარდერი "ტაშირის ჯგუფის" ხელმძღვანელია, რომელიც სომხეთის მთავარ ენერგოკომპანიას, "სომხეთის ელექტრო ქსელებს" (ENA) მართავს.
პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტები, სადაც შეურაცხყოფა მიაყენა როგორც ეკლესიას, ასევე კარაპეტიანს და პირობა დადო, რომ "ისევ და სამუდამოდ გააუქმებდა მათ".
სამშაბათს, სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ CivilNet-ს განუცხადა, რომ "დააკავეს ადამიანთა ჯგუფი". ოთხშაბათს, კარაპეტიანის ერთ-ერთმა ადვოკატმა, რუბენ ჰაკობიანმა, განაცხადა, რომ კარაპეტიანის სახლთან 50-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და დადგენილ ვადაზე მეტხანს იმყოფებოდნენ პატიმრობაში.
ფაშინიანსა და ეკლესიას შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია მას შემდეგ, რაც ფაშინიანმა მაისის ბოლოს განაცხადა, რომ ეკლესიები "საკუჭნაოდ" გადაიქცა და სასულიერო პირები ცელიბატის აღთქმას არღვევდნენ. ფაშინიანმა ასევე გარეგინ II შვილის ყოლაში დაადანაშაულა.
ფაშინიანი, მისი მეუღლე, ანა ჰაკობიანი და მისი "სამოქალაქო კონტრაქტის" პარტიის სხვა წევრები რეგულარულად ესხმიან თავს ეკლესიას და სასულიერო პირებს. ფაშინიანმა ინიციატივით გამოვიდა ახალი კათოლიკოსის ასარჩევად შეიქმნას საბჭო, რომლის ზოგიერთ წევრსაც ის პირადად დანიშნავს.
"არავის შეუძლია სომხეთის დაშინება"
ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ფაშინიანმა კარაპეტიანის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მაგნატის განცხადება ეკლესიას კი არა, სომხეთს ეხებოდა.
"მცდელობა იყო შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთი ადამიანი ზოგიერთი ადგილიდან შეიძლება ჩამოვიდეს […] სომხეთში და, როგორც ამბობენ, რაღაც "თავისებურად" გააკეთოს", — თქვა ფაშინიანმა და დასძინა, რომ სომხეთს "კონკრეტული ბერკეტები აქვს რეაგირებისთვის".
როგორც მან აღნიშნა, სომხეთი დემოკრატიული ქვეყანაა. ფაშინიანმა დასძინა, რომ არავის "არ შეუძლია სომხეთის დაშინება, მე ასეთ შემთხვევაში ყველაზე მკაცრ ზომებს მივიღებ".
ოთხშაბათს, ფაშინიანმა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის (NSS) დირექტორი არმენ აბაზიანი გაათავისუფლა. მედიასთან კომენტარის გაკეთებისას ფაშინიანმა განაცხადა, რომ აბაზიანი NSS-ის უფროსი ყველაზე ხანგრძლივი ვადით იყო.
"აბაზიანის მოღვაწეობა ძალიან რთული იყო და ვფიქრობ, რომ ის ცოტა დასვენებას იმსახურებს," — განაცხადა ფაშინიანმა.
მან ასევე დაადასტურა, რომ აბაზიანის გათავისუფლება კარაპეტიანის საქმეს უკავშირდებოდა და თქვა, რომ "საერთო ჯამში, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის მუშაობა პრაქტიკულად ყველაფერს ეხება, განსაკუთრებით უსაფრთხოებასთან დაკავშირებულს და მათ შორის ჰიბრიდულ უსაფრთხოებას".
ფაშინიანმა უარყო ჭორები, რომ აბაზიანი მისი ბრძანებების შესრულებაზე უარის თქმის გამო გაათავისუფლეს.
სომხეთი კარაპეტიანის ბიზნესებს ამოწმებს და აჯარიმებს.
კარაპეტიანმა დაკავების დროს, სამშაბათს საღამოს კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ეკლესიის მიმართ და დასძინა, რომ მას "არ აინტერესებს ისინი ან მათი ელექტრო ქსელი".
პასუხად, ფაშინიანმა პირობა დადო, რომ "სწრაფად" მოახდენდა კარაპეტიანის ENA-ს ნაციონალიზაციას და ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ ამის შესახებ კანონპროექტი უკვე წარდგენილია პარლამენტში. თუმცა მან განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი არ იყო დაკავშირებული კარაპეტიანის მიერ ეკლესიის მხარდასაჭერად გაკეთებულ განცხადებებთან.
ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერთი თვის წინ მან თავისი კაბინეტის წევრებს დაავალა "მკაფიო მექანიზმების შემოღება [ელექტროენერგიის გათიშვის გამო] ხალხისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ENA-ს ნაციონალიზაცია უნდა მოხდეს". ოთხშაბათს მან განაცხადა, რომ მისი მითითებების შესრულების ბოლო ვადა 21 ივნისი იყო.
"მრავალი რეგიონული ვიზიტის დროს, გაკვირვებითა და გაბრაზებით აღვნიშნე, რომ სინამდვილეში, ENA-მ თავისი საქმიანობის შედეგად, თითქმის ენერგეტიკული კრიზისი შექმნა სომხეთში. ანალიზი იძლევა იმის საფუძველს, რომ ვიფიქროთ […] რომ ეს ყველაფერი გაკეთდა და კეთდება სომხეთში შიდა საზოგადოებრივი უკმაყოფილების გამოსაწვევად," — თქვა ფაშინიანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ "ეკლესია ამ შემთხვევაში მხოლოდ კვამლია, რომელიც ENA-ს მალე უკვე ყოფილი მფლობელების დასაფარავად გამოიყენება"
იმავე დღეს, საზოგადოებრივი მომსახურების მარეგულირებელმა კომისიამ განაცხადა, რომ სომხეთმა ENA 10 მილიონი აშშ დოლარით (26,000 აშშ დოლარი) დააჯარიმა "ტექნიკური და კომერციული დარღვევებისთვის".
სურსათის უვნებლობის ინსპექტირების ორგანომ ასევე ჩაატარა ჩხრეკა კარაპეტიანის კუთვნილი პოპულარული პიცერიების ქსელის, "ტაშირ პიცის" 30-ვე ფილიალში, დახურა რამდენიმე ფილიალი "სანიტარული და ჰიგიენური სტანდარტების უხეში დარღვევისთვის"
რუსეთი "მკაცრად აკვირდება"
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA-ს განუცხადა, რომ ისინი "მკაცრად აკვირდებიან" სიტუაციას და დასძინა, რომ კარაპეტიანს "ერევანში უცნაური საბაბით თითქმის დაპატიმრებით ემუქრებიან".
ზახაროვამ ასევე განაცხადა, რომ ისინი მას "საჭირო დახმარებას გაუწევენ, რათა მისი ყველა კანონიერი უფლება დაცული იყოს".
კიდევ ერთი რუსული სახელმწიფო სააგენტოს, TASS-ის მიმართვის საპასუხოდ, რუსეთის საელჩომ ამ ეტაპზე თავი შეიკავა ამ ტემაზე კომენტარისგან.
სამშაბათს, რუსულ RT-სთან ინტერვიუში კარაპეტიანმა განაცხადა, რომ სომხეთის ხელისუფლებას "ნიღბებით შოუს დადგმა და მისი დაპატიმრება სურდა", მაგრამ ეზოში შეკრებილმა უბრალო ადამიანებმა წინააღმდეგობა გაუწიეს.
ჩხრეკის მიმდინარეობისას, კარაპეტიანის სასახლის მახლობლად შეიკრიბა ხალხის ჯგუფი, რომელთა შორის იყვნენ ოპოზიციონერი პარლამენტის წევრები. ოთხშაბათს, სომხეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ENA-ს თანამშრომლები "ერევანში ხალხს კარაპეტიანის მხარდასაჭერად მიტინგში მონაწილეობისკენ უბიძგებენ".
ეკლესია "მკაცრად გმობს" კარაპეტიანის დევნას და მას "აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულს" უწოდებს. მან ასევე მოუწოდა ხელისუფლებას, "დაუყოვნებლივ შეწყვიტონ უკანონო ქმედებები". ოპოზიციურმა "სომხეთის ალიანსმა", რესპუბლიკურმა პარტიამ და სხვებმაც დაგმეს კარაპეტიანის წინააღმდეგ "რეპრესიები".
TASS-ის ცნობით, კარაპეტიანის ქონება "თითქმის სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტის ნახევარს უტოლდება" და 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
ასევე იხილეთ:
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის ელექტროქსელები სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა
-
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
-
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO? დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO?
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა
გადახედვა
-
4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა 4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა
გადახედვა
-
რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა
გადახედვა
-
ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
-
ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ? ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ?
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო
გადახედვა
-
"მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო
გადახედვა
-
Moderna-ს თქმით, მელანომის ვაქცინამ მასშტაბურ კვლევაში წარმატებას მიაღწია Moderna-ს თქმით, მელანომის ვაქცინამ მასშტაბურ კვლევაში წარმატებას მიაღწია
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს — ჯაზი და ღვინო კახეთი თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს — ჯაზი და ღვინო კახეთი
-
ირაკლი კობახიძე ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია ირაკლი კობახიძე ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
გადახედვა
კომენტარები