ღამით რუსეთმა კიევზე დრონებითა და რაკეტებით განახორციელა იერიში — დაიღუპა 14 ადამიანი და დაშავდა 55
ფოტო: Andrii Sybiha
კიევში რუსული სარაკეტო და დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დაშავდა 55. დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია მუნიციპალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.
"სახლები დანგრეულია, ადამიანური ტკივილი და შფოთვაა. ნანგრევების ქვეშ გადარჩენილების ძებნა მიმდინარეობს. ახლა ერთ-ერთი დარტყმის ადგილზე ვარ. მაშველები, მედიკოსები, პოლიცია, მოხალისეები. ყველა მაქსიმალურად კოორდინირებულად მოქმედებს დაზარალებულების დასახმარებლად და გადასარჩენად", — Ukrinform-ის ცნობით, განაცხადა ადმინისტრაციის უფროსმა ტიმურ ტკაჩენკომ.
BBC წერს, რომ სამშაბათს ღამით განხორციელებული თავდასხმა კიევზე რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დაბომბვა იყო.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ ქვეყნის მიმართულებით სულ 440 დრონი და 32 რაკეტა იქნა გაშვებული.
ამასობაში, მოსკოვის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა ღამით 147 უკრაინული დრონი გაანადგურეს.
მედიის ცნობით, კიევზე დარტყმები ცხრა საათზე მეტხანს გაგრძელდა — მაცხოვრებლები მზის ამოსვლამდე მიწისქვეშა თავშესაფრებში გაიქცნენ. ოფიციალური პირების თქმით, ბალისტიკური რაკეტა ერთ რაიონში ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, ქალაქის 27 რაიონი კი ცეცხლის ქვეშ მოექცა.
"ნამდვილ კოშმარში ვიღვიძებ: ნანგრევების ქვეშ მოქცეული ხალხი და სავსე შენობები ჩამოინგრა", — წერს უკრაინის პარლამენტის წევრი ლესია ვასილენკო X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ბოლო დარტყმების ტალღას "წმინდა ტერორიზმი" უწოდა. მან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაადანაშაულა მასშტაბური დარტყმების განხორციელებაში.
როგორც მან აღნიშნა, "ტკივილი ტერორისტებმა უნდა იგრძნონ და არა ნორმალურმა, მშვიდობიანმა ადამიანებმა".
შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ კლიმენკოს განცხადებით, დრონებით დარტყმები განხორციელდა ასევე სამხრეთ უკრაინის ქალაქ ოდესაში, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 10 დაშავდა.
BBC-ის ცნობით, ზელენსკი იმედოვნებდა, რომ სამშაბათს კანადაში დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბარი შედგებოდა, მაგრამ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში კრიზისის ესკალაციის გამო შეწყვიტა ვიზიტი.
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები