ბექა მაისურაძე — კინოს ხმა ქართულ მედიაში
ფოტო: ბექა მაისურაძე
კინო და სერიალები ის თემებია, რომლებიც მედიასა და საზოგადოებრივ დისკურსში მუდმივი ინტერესის თემაა. ამ ინტერესის გაღრმავებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კინოჟურნალისტიკა — სფერო, რომელიც მკითხველს აწვდის, როგორც ახალ ამბებს, ისე ანალიტიკურ მასალებს კინოსამყაროზე. პირველი, ვინც ამ მიმართულებას ქართულ ონლაინ მედიაში საფუძველი ჩაუყარა და განავითარა, ბექა მაისურაძეა. მისი ინიციატივით საქართველოში გაჩნდა და გაძლიერდა ინთერთაიმენთ ჟურნალისტიკის კულტურა, რომელიც დღეს მედიასივრცის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს.
- როგორ და როდის გაჩნდა თქვენში კინემატოგრაფიისადმი ინტერესები და როგორ წარიმართა თქვენი პროფესიული გზა?
კინემატოგრაფიით ბავშვობიდან ვიყავი გატაცებული. ყოველთვის, როდესაც ფილმებსა და სერიალებს ვუყურებდი, საინტერესო იყო არა მხოლოდ სიუჟეტი, არამედ მისი შემქმნელების შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიება. სამწუხაროდ, მაშინ არ იყო ბევრი სანდო წყარო, სადაც ასეთი მასალა ხელმისაწვდომი იქნებოდა. ამიტომ, როდესაც უმაღლესი განათლების მიღების დრო დადგა, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ფსიქოლოგიის სწავლა დავიწყე, მალე მივხვდი, რომ ჩემი ნამდვილი ინტერესის სფერო ჟურნალისტიკა იყო. საბედნიეროდ, მაშინ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა კინომცოდნეობის ფაკულტეტი და პირველივე სტუდენტად დავრეგისტრირდი. ამ არჩევანმა მთლიანად განსაზღვრა ჩემი პროფესიული მომავალი. შევხვდი არაერთ გამორჩეულ ლექტორს, რომლებიც მაქსიმალურად მეხმარებოდნენ ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებაშიც.
ფოტო: ბექა მაისურაძე
- თქვენი კარიერული გზა საკმაოდ ადრეულ ეტაპზე დაიწყო. როგორ მოახერხეთ კინოჟურნალისტიკის პრაქტიკაში გადატანა და პოპულარიზაცია?
პირველი მნიშვნელოვანი პროფესიული ნაბიჯი ჩემთვის იყო თანამშრომლობა ჟურნალ ცხელი შოკოლადთან, სადაც პირველად მომეცა საშუალება კინოზე დამეწერა. ამ შესაძლებლობისთვის მადლობის გადახდა მინდა ჩემი ლექტორის, ანა კორძაია-სამადაშვილისთვის, რომელმაც შემახვედრა რედაქციას და რეკომენდაციაც გამიწია. ამ გამოცდილების შემდეგ სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე ვმუშაობდი, მათ შორის ტელევიზიაში, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემი მუშაობა ონლაინ მედიაში, კონკრეტულად კი On.ge-ში. თავდაპირველად გასართობი შინაარსის სტატიების წერა შემომთავაზეს, თუმცა, მალევე დავინახეთ, რომ მკითხველისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ჰოლივუდის ახალი ამბების სანდო წყაროებზე დაფუძნებული გაშუქება. რამდენიმე კვირაში მკვეთრად გაიზარდა მნახველების რაოდენობა, რამაც პლატფორმაზე ახალი სექციების — ჟურნალის, კულტურისა და შემდგომში კინოსა და სერიალების განყოფილებების განთავსების საფუძველი შექმნა. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ დაწერილი და გავრცელებული სიახლეები სხვა ქართული ონლაინ მედიის წარმომადგენლებისთვისაც ძირითად წყაროდ იქცა. იმ დროს, როდესაც ამ თემებზე წერაზე გარკვეული სტიგმა ვრცელდებოდა, თითქოს ეს არ იყო სერიოზული ჟურნალისტიკა, ჩვენ შევძელით გაგვეაზრებინა, რომ ხარისხიანი და სანდო კონტენტი ნებისმიერ თემატიკაზე შეიძლება წარმატებული და საჭირო გახდეს.
- თქვენ ასევე დაესწარით მსოფლიოს წამყვან კინოფესტივალებს. როგორ აღმოჩნდით კანისა და ბერლინის ფესტივალებზე და რა გამოცდილება ჩამოიტანეთ ?
2017 წელს პირველად მივიღე აკრედიტაცია კანის კინოფესტივალზე. ეს იყო ერთგვარი გაგრძელება იმ პროფესიული განვითარების გზისა, რომელიც On.ge-ში დავიწყე. მივხვდით, რომ კულტურის მიმართულებით უფრო სიღრმისეულად მუშაობა იყო საჭირო და გადავწყვიტეთ, ფესტივალის გაშუქება პრიორიტეტად გვექცია. ამის შემდეგ მივიღე მოწვევა ბერლინის კინოფესტივალზე (Berlinale), სადაც მიწვეულ ჟურნალისტთა შორის ერთ-ერთი ვიყავი და თვითონ ფესტივალმა სრულად დააფინანსა ჩემი მივლინება. ორივე ფესტივალი დაუვიწყარი გამოცდილება იყო. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მსოფლიო დონის რეჟისორებთან და მსახიობებთან ურთიერთობის საშუალება მომეცა, არამედ დავრწმუნდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო კულტურული პროცესების თვალყურის დევნება და ამ გამოცდილების გადმოტანა ქართულ მედიაში.
- თქვენი მუშაობის პროცესში, როგორია სიახლის წყაროს მოძიების და შერჩევის სტრატეგია?
სიახლეების მოძიებისას ვეყრდნობი რამდენიმე პრინციპს: პირველია სანდოობა. ყოველთვის ვამოწმებ ინფორმაციას პირველწყაროზე, რაც შეიძლება იყოს ოფიციალური პრესრელიზი, ინტერვიუ ან ცნობილი გამოცემის მასალა. მეორე კი თემის აქტუალობა. მიზნად ვისახავ, არა მხოლოდ ფაქტის გადმოცემას, არამედ მის სოციალურ და კულტურულ მნიშვნელობაზე ყურადღების გამახვილებას. და მესამე, ქართული კონტექსტისთვის შესაბამისობის შეფასება. ვცდილობ, სტატიები ქართულ რეალობასთანაც იყოს დაკავშირებული და მკითხველისთვის ღირებული.
ფოტო: ბექა მაისურაძე
- როგორ ფიქრობთ, როგორ შეიცვალა ქართველი აუდიტორიის მოლოდინები გასართობი კონტენტის მიმართ ბოლო წლებში?
აუდიტორია გაცილებით მომთხოვნი გახდა. თუ წარსულში ზედაპირული ჭორები კმაყოფილებას იწვევდა, ახლა მკითხველი ითხოვს სიღრმისეულ ანალიზს, დეტალურ ინფორმაციას, კონტექსტსა და წყაროზე დაფუძნებულ სტატიებს. ამის კარგი მაგალითი იყო ჩვენი მუშაობა On.ge-ში, როდესაც მკითხველს წარვუდგინეთ ახალი ფორმატი, რომელსაც საფუძვლად ჟურნალისტური სტანდარტები დაედო, ძალიან მალე მივიღეთ გამოხმაურება და მაღალი ჩართულობა. ეს გვაჩვენებს, რომ ხარისხს ყოველთვის ჰყავს თავისი აუდიტორია.
- მუშაობისას, რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი მოტივაცია?
მოტივაციას მაძლევს ის, რომ ჩემი შრომა კონკრეტული გავლენით აისახება, როგორც მედიაგარემოზე, ისე საზოგადოებრივ ცნობიერებაზე. ასევე — ახალგაზრდა მკითხველების გამოხმაურება, რომლებიც ხშირად მწერენ, რომ ჩემი სტატიები მათ დაეხმარა ახალი მიმართულებების აღმოჩენაში. როცა ხვდები, რომ შენი ნამუშევარი შთააგონებს და ავითარებს სხვას — ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო.
- სოციალური მედია ძალიან დიდ როლს თამაშობს თანამედროვე ჟურნალისტიკაში. თქვენთვის ის უფრო იარაღია თუ სირთულე?
ორივე. იარაღია, რადგან შეგიძლია პირდაპირი კონტაქტი დაამყარო აუდიტორიასთან, დაუყოვნებლივ გააზიარო შენი სტატია, გაიგო ფიდბექი და მიხვდე, რა აინტერესებს მკითხველს. იმავდროულად, სირთულეცაა, რადგან ყოველდღიური ინფორმაციული ქაოსი ხშირად განაპირობებს ზედაპირულობას და სწრაფი გავრცელების სანაცვლოდ, ხარისხზე უარის თქმას. მე მუდმივად ვცდილობ ბალანსის დაცვას — არ ვწერ მხოლოდ იმიტომ, რომ ტრენდულია. ჩემთვის მთავარია, ღირებული კონტენტის შექმნა.
- რამდენად მნიშვნელოვანია კინოს გააზრება ადგილობრივ კონტექსტში, როდესაც საერთაშორისო ფილმებზე წერ?
ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მკითხველისთვის კინოს რელევანტურობა იზრდება მაშინ, როცა ის ხედავს მსგავსებებს საკუთარ გამოცდილებასთან. როდესაც მაგალითად, სოციალური ან კულტურული თემატიკით დატვირთულ ფილმს განვიხილავთ, ყოველთვის ვცდილობ გავავლო პარალელები ქართულ რეალობასთან. ეს საშუალებას აძლევს აუდიტორიას არა მხოლოდ მიჰყვეს კინოს ნარატივს, არამედ ჩაფიქრდეს საკუთარ გარემოზე — ეს კი უკვე ჟურნალისტიკის სოციალური ფუნქციის შესრულებაა.
- ყოფილხართ კინოფესტივალების ჟიურის შემადგენლობაშიც, მათ შორის თბილისისა და ქუთაისის ფესტივალებზე. როგორია ამ როლში ყოფნა და რას გაძლევთ ეს გამოცდილება?
ჟიურის წევრობა ჩემთვის ყოველთვის იყო, არა მხოლოდ პროფესიული გამოწვევა, არამედ, შინაგანი პასუხისმგებლობაც, ისეთი, რომელიც მოითხოვს ღრმა დაკვირვებასა და სიფაქიზეს. როდესაც შენს გადაწყვეტილებას შეუძლია შეცვალოს ფილმის ბედი, საჭიროა გაიაზრო, არა მარტო მისი ვიზუალური ან თხრობითი ფორმა, არამედ ის იდეები, რომლებიც გატარებულია სფილმში. ხშირად, ეკრანზე გაცილებით მეტია, ვიდრე სიუჟეტი, ეს არის ავტორის ხედვა, მისი სოციალური წარსული, კულტურული კონტექსტი და პირადი განცდები. იმავდროულად, ჟიურიში შეხვედრები ისეთ პროფესიონალებთან, რომლებიც სხვადასხვა კულტურული გამოცდილებიდან მოდიან, ხაზს უსვამს დიალოგის მნიშვნელობას. ხშირად ჩვენი შეხედულებები არ ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ სწორედ ამ მრავალხმიანობაში იბადება ყველაზე ღირებული მსჯელობა.
- გარდა სტატიებისა და ანალიტიკური მასალის მომზადების, თქვენ ტელევიზიაში კინორუბრიკის წამყვანიც იყავით. როგორ ფიქრობთ, რა როლი ითამაშა ამ ფორმატმა კინოჟურნალისტიკის განვითარებასა და აუდიტორიის ინტერესის გაღრმავებაში?
კინორუბრიკის წამყვანობა ჩემთვის სრულიად ახალი სივრცის აღმოჩენა იყო — ტექსტური ჟურნალისტიკიდან გადავინაცვლე ფორმატში, სადაც აუდიტორიასთან უშუალო კავშირი და ემოციური ტონი სულ სხვანაირ გავლენას ახდენს. გადაცემა გაძლევს შესაძლებლობას, არა მხოლოდ მიაწოდო ინფორმაცია, არამედ ხმა, ტემპი, ინტონაცია და ვიზუალი აქციო შინაარსის ნაწილად. მაყურებელთან მსუბუქ, გასაგებ ენაზე საუბარი ისეთ თემებზე, რომლებიც მანამდე სერიოზული მედიასივრცისთვის თითქოს ზედმეტად გასართობად ითვლებოდა, ექსპერიმენტივით იყო. თუმცა სწორედ ამ ფორმატმა დაგვანახა, რომ ხარისხიანი კონტენტი ვიზუალურ თუ აუდიო სივრცეშიც ისევე ღრმად მოქმედებს, როგორც სტატიებში. გადაცემაში ყოველთვის ვცდილობდი, კინო მხოლოდ ფაქტებისგან კი არა, კონტექსტებისგან შემდგარ მოვლენად მეჩვენებინა. მაყურებლის თანამონაწილეობა ამ პროცესში ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო. ამას კი მაყურებლის რეაქციაც ადასტურებდა: მწერდნენ იმაზე, როგორ დაეხმარა კონკრეტული ფილმის განხილვა მის უკეთ აღქმაში, როგორ გახსნა ერთი რეჟისორის ხედვამ მათში ახალი ინტერესები ან უბრალოდ, როგორ მოეწონათ, რომ კინოზე ვსაუბრობდით ისე, როგორც ყოველდღიურ ამბებზე.
ფოტო: ბექა მაისურაძე
- და ბოლოს, რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც კინოჟურნალისტიკის სფეროთი ინტერესდებიან?
პირველ რიგში, არ უნდა ეშინოდეთ გამოწვევების. მიუხედავად იმისა, რომ კინოჟურნალისტიკა საქართველოში შედარებით ახალი მიმართულებაა და ნაკლებად პოპულარულ სპეციალობადაც შეიძლება ჩაითვალოს, ის უზარმაზარ შესაძლებლობას იძლევა მათთვის, ვისაც ეს სფერო გულწრფელად უყვარს. უნდა იკითხონ, უყურონ ფილმებს და რაც მთავარია — წერონ. ცოდნა, პრაქტიკა და ვნება ამ სფეროს მთავარი კომპონენტებია. ქართულ მედიას სჭირდება ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ გართობას, არამედ ხარისხიან ანალიზსა და ახალ სტანდარტებს შესთავაზებს მკითხველს.
-
არქეოლოგებმა ეგვიპტეში იდუმალი სტრუქტურა აღმოაჩინეს არქეოლოგებმა ეგვიპტეში იდუმალი სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ჩინეთის გზა ზესახელმწიფოებრიობისკენ და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან ჩინეთის გზა ზესახელმწიფოებრიობისკენ და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან
გადახედვა
-
საირმეს რეკრეაციულ ფერმაში ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები საირმეს რეკრეაციულ ფერმაში ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
-
2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი შემოწირულობა მმართველმა პარტიამ მიიღო 2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი შემოწირულობა მმართველმა პარტიამ მიიღო
გადახედვა
-
ლეგენდა სცენას უბრუნდება — სელინ დიონმა ახალი კონცერტები დააანონსა ლეგენდა სცენას უბრუნდება — სელინ დიონმა ახალი კონცერტები დააანონსა
-
ევროკავშირის დელეგაცია ბუჩას ტრაგედიის მეოთხე წლისთავზე კიევს ეწვია ევროკავშირის დელეგაცია ბუჩას ტრაგედიის მეოთხე წლისთავზე კიევს ეწვია
გადახედვა
-
BBC: ისრაელში პალესტინელების სიკვდილით დასჯის შესახებ კანონი მიიღეს BBC: ისრაელში პალესტინელების სიკვდილით დასჯის შესახებ კანონი მიიღეს
გადახედვა
-
Skynews: ერთი ბარელი ნავთობი 113$ გახდა Skynews: ერთი ბარელი ნავთობი 113$ გახდა
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან მიგვაჩნია სრულიად შეუძლებლად ანდრია ჯაღმაიძე: ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან მიგვაჩნია სრულიად შეუძლებლად
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სტიპენდიატები STEM სკოლაში ცნობილია საქართველოს ბანკის სტიპენდიატები STEM სკოლაში ცნობილია
-
გრეის ანატომიას 23-ე სეზონი დაუმტკიცდა გრეის ანატომიას 23-ე სეზონი დაუმტკიცდა
გადახედვა
-
ტეხასელ კაცს, რომელმაც ლეკვი აეროპორტში მიატოვა, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისთვის ბრალი წაუყენეს ტეხასელ კაცს, რომელმაც ლეკვი აეროპორტში მიატოვა, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისთვის ბრალი წაუყენეს
გადახედვა
-
როგორ ვმართოთ შიმშილის მძაფრი შემოტევა? როგორ ვმართოთ შიმშილის მძაფრი შემოტევა?
-
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 70-მდე მასწავლებელი დაესწრო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 70-მდე მასწავლებელი დაესწრო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
რუსეთის საგარეო დაზვერვა: ბართლომე საქართველოს პატრიარქის კანდიდატებად მიტროპოლიტებს აბრაამს და გრიგოლს განიხილავს რუსეთის საგარეო დაზვერვა: ბართლომე საქართველოს პატრიარქის კანდიდატებად მიტროპოლიტებს აბრაამს და გრიგოლს განიხილავს
გადახედვა
-
ისტორიები საქართველოდან — გაეცანით არჩილ ქიქოძის ლიტერატურულ ჩანახატებს ისტორიები საქართველოდან — გაეცანით არჩილ ქიქოძის ლიტერატურულ ჩანახატებს
-
ქეთევან ბაკარაძე: დენის ტარიფის ზრდა ბიძინა ივანიშვილის კრიპტომაინინგის ბიზნესს უკავშირდება ქეთევან ბაკარაძე: დენის ტარიფის ზრდა ბიძინა ივანიშვილის კრიპტომაინინგის ბიზნესს უკავშირდება
გადახედვა
-
წყალს მეხსიერება მართლა აქვს? — რას გვეუბნება მეცნიერება წყალს მეხსიერება მართლა აქვს? — რას გვეუბნება მეცნიერება
-
TI: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ოჯახი ტენდერებით 5 მილიონამდე გამდიდრდა TI: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ოჯახი ტენდერებით 5 მილიონამდე გამდიდრდა
გადახედვა
-
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ოპოზიციის ალიანსი აქციას გამართავს 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ოპოზიციის ალიანსი აქციას გამართავს
გადახედვა
-
ტეილორ სვიფტს ახალი ალბომის სახელწოდებისთვის უჩივიან ტეილორ სვიფტს ახალი ალბომის სახელწოდებისთვის უჩივიან
გადახედვა
კომენტარები