მსოფლიოში 40 მილიონი ადამიანი მონურ პირობებში ცხოვრობს
ფოტო: buzzkenya.com
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 25 მილიონი ადამიანი იძულებით შრომის პირობებში ცხოვრობს ხოლო, 15 მილიონი კი საკუთარი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ქორწინებაში იმყოფება.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ავსტრალიური არასამთავრობო ორგანიზაცია Walk Free Foundation-ის ერთობლივ ანგრაშში დიდი ყურადღება დაეთმო იძულებით ქორწინების საკითხს. ორგანიზაციების შეფასებით, იძულებითი ქორწინებები თანამედროვე მონობის ძირითადი ფორმაა.
თემაზე მომუშავე ექსპერტების შეფასებით, 15,4 მილიონ ადამიანს იძულებით ქორწინების პირობებში უწევთ ცხოვრება. ამასთანავე აღნიშნულია, რომ 2012 დან 2016 წლამდე, სულ, იძულებით ქორწინების 6,5 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა.
აღნიშნული ორგანიზაციების ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლნი იძულებითი ქორწინების შედეგად კარგავენ სექსუალურ ავტონომიას და პრაქტიკულად, უფასო მუშახელის ფუნქცია იძენენ.
როგორც აღმოჩნდა, იძულებითი ქორწინების მსხვერპლებად კაცებიც გვევლინებიან, თუმცა საკმაოდ მცირე პროცენტით. იძულებით ქორწინებების მხოლოდ 12 პროცენტი წარმოადგენს კაცზე ძალადობას, დანარჩენი 88 პროცენტ შემთხვევებში ძალადობის მსხვერპლი ქალია.
ქალზე განხორციელებული ძალადობის მთელი მოცულობის 37 პროცენტი 18 წლამდე ასაკის გოგონებზე მოდის. არასრულწლოვანი გოგონების 44 პროცენტი, ქორწინების გაფორმების დროისთვის, არ აღემატება 15 წლის ასაკს.
იძულებითი ქორწინების ყველაზე მეტი შემთხვევა აფრიკაში ხდება, განსაკუთრებით კი კონტინენტის არაბულ სახელმწიფოებში. ორგანიზაციების ინფორმაციით, ასეთი შემთხვევების შესახებ ისინი სრულ ინფორმაციას ვერ ფლობენ, თუმცა აფრიკაში იძულებითი ქორწინების დაახლოებით 4,8 შემთხვევა ფიქსირდება ყოველ 100 მოსახლეზე.
ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოში 25 მილიონი ადამიანი იძულებითი შრომის პირობებში ცხოვრობს. აქედან დაახლოებით 4,1 მილიონ ადამიანს სახელმწიფო ავალდებულებს შრომას. 16 მილიონი ადამიანი კერძო პირებისა თუ კომპანიების მსხვერპლია. დაახლოებით 4,8 მილიონი ადამიანი, რომელთა 99 პროცენტი ქალია, ტრეფიკინგის მსხვერპლია და იძულებითაა ჩართული სექსმომსახურების ინდუსტრიაში.
ორგანიზაციების ინფორმაციით, შრომითი იძულების მსხვერპლებზე ძალადობენ როგორც ფიზიკურად, ისე - ფსიქოლოგიურად. მონურ პირობებში მომუშავე ადამიანების მიერ შექმნილი პროდუქცია ჩვენამდე ხშირად კანონიერი კომერციული არხებით აღწევს. იმ პროდუქციის საკმაოდ დიდი ნაწილი, რასაც ჩვენ ყოველდღიურად მოვიხმართ, სწორედ მონურ პირობებში მომუშავე ადამიანების მიერ არის წარმოებული.
უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, ორგანიზაციის შეფასებით, თანამედროვე მონობა, პირდაპირი თუ ირიბი ფორმით, დაახლოებით 90 მილიონმა ადამიანმა გამოსცადა.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები