სინამდვილეში ვინ გადაიღო ეს ცნობილი ფოტო? — დავა გრძელდება
კვლავ სადავოა მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოს — "ნაპალმის გოგოს" ავტორის ვინაობა.
ფოტო: AP
ახლახანს, World Press Photo-მ ეჭვქვეშ დააყენა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ამავე დროს მტკივნეული ფოტოს — "ომის ტერორის" (უფრო მეტად ცნობილია, როგორც ნაპალმის გოგო) ავტორობა. ეს იმის ფონზე, როცა მეოცე საუკუნის ამ ერთ-ერთ სიმბოლურ გამოსახულებაზე დავა გრძელდება.
"ომის ტერორი"
შიშველი გოგონა გარბის ნაპალმის შეტევის შემდეგ, ვიეტნამის ომის პერიოდში, 1972 წლის 8 ივნისი.
ფოტო: AP
ორგანიზაციამ, რომელმაც ეს ფოტო 1973 წელს წლის საუკეთესო ფოტოდ დაასახელა, პარასკევს გამოაცხადა, რომ დროებით აჩერებს ავტორობის მიჩენას Associated Press-ის (AP) ფოტოგრაფისთვის ნიკ უტისთვის, რომელიც ამჟამად პენსიაზეა გასული. თანდართული ანგარიშის თანახმად, "ვიზუალური და ტექნიკური მტკიცებულებები მიანიშნებს", რომ ფოტოს ავტორი შესაძლოა იყოს ვიეტნამელი ფრილანსერი ფოტოგრაფი, ნგუენ ტან ნგე.
ეს უახლესი ცვლილებაა სენსაციით სავსე დებატებში, რომელიც დაიწყო დოკუმენტური ფილმით The Stringer. ფილმი იანვარში, Sundance-ის კინოფესტივალზე აჩვენეს და ის ამტკიცებს, რომ სწორედ ვიეატნამელი ფოტოგრაფი, ნგე იყო ის, ვინც გადაიღო ლეგენდარული ფოტო — შიშველი გოგონა გარბის ნაპალმის შეტევის შემდეგ, ვიეტნამის ომის პერიოდში.
ნგე ერთ-ერთი იყო იმ ათზე მეტ ადამიანთაგან, რომლებიც 1972 წლის 8 ივნისს ვიეტნამის სოფლის სიახლოვეს, გზის საკონტროლო პუნქტზე იმყოფებოდნენ, როდესაც ცხრა წლის ფან თი კიმ ფუკი და სხვა ადგილობრივები სამხრეთვიეტნამური ავიაციით მტრად აღიქვეს და დაბომბეს.
ერთი წლის შემდეგ, ნიკ უტმა სწორედ ამ ფოტოთი მოიგო პულიცერის პრემია.
ფილმში არგუმენტად მოყვანილია, თითქოს ნგემ თავდაპირველად ფოტო მიყიდა AP-ს, შემდეგ კი, რედაქტორების ჩარევით, ავტორად უტი მიუთითეს — ის იმ პერიოდში სააგენტოს შტატიანი ფოტოგრაფი იყო საიგონში, ვიეტნამში.
ფოტოგრაფი ნგუენ ტან ნგე ფილმ The Stringer-ის პრემიერაზე 2025 წელს, Sundance-ის კინოფესტივალზე.
ფოტო: Getty Images
ნიკ უტმა არაერთხელ უარყო ბრალდება, რომ ფოტო არა მან, არამედ სხვამ გადაიღო. მისი ადვოკატის, ჯიმ ჰორნსტინის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ World Press Photo-ს გადაწყვეტილება "სამწუხარო და არაპროფესიონალურია".
მათივე თქმით, ნგეს მიერ მოყვანილი ვერსია "არ ეფუძნება არც ერთ მტკიცებულებას ან მოწმის ჩვენებას".
ამ თვის დასაწყისში Associated Press-მა გამოაქვეყნა 96-გვერდიანი ანგარიში, რომელიც ეფუძნება თვითმხილველთა ინტერვიუებს, ფოტოაპარატების ანალიზს, 3D რეკონსტრუქციას და გადარჩენილი ფოტონეგატივების შესწავლას. დასკვნაში ნათქვამია, რომ "არცერთი დამაჯერებელი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც ავტორობის შეცვლას გაამართლებს".
მიუხედავად ამისა, სააგენტო აღიარებს, რომ დროთა განმავლობაში დაკარგული მასალების გამო, რთულია 100%-ით დამტკიცდეს, ნამდვილად უტმა გადაიღო თუ არა ფოტო. თუმცა ნგესთვის ავტორობის მინიჭება რამდენიმე "სარწმუნო მტკიცებულების გარეშე დარჩენილ ჰიპოთეზას" ეყრდნობა.
World Press Photo-ს აღმასრულებელი დირექტორი ორგანიზაციის ვებგვერდზე წერს:
ეჭვის დონე უკვე იმდენად მაღალია, რომ ძველი ავტორობის შენარჩუნება აღარ შეგვიძლია
თუმცა, იქვე დასძენს, რომ რადგანაც არ არსებობს საბოლოო მტკიცებულება, რომელიც კონკრეტულად სხვა ფოტოგრაფს დაასახელებს ავტორად, ისინი ავტორობას დროებით აჩერებენ: "ეს შეჩერება ძალაში დარჩება მანამ, სანამ რაიმე მტკიცებულება საბოლოოდ არ დაადასტურებს ან არ უარყოფს ორიგინალურ ავტორობას".
ორგანიზაცია, რომლის დასკვნა ეფუძნება AP-ის გამოძიებას და The Stringer-ში მოყვანილ ანალიზს (რომელიც პარიზში დაფუძნებულმა კვლევითმა ჯგუფმა Index-მა აწარმოა), აცხადებს, რომ არსებობს „არსებითი და სანდო საფუძვლები“, რომ ეჭვი შეიტანოს ავტორობაში.
მათ მიერ წარმოდგენილი ძირითადი საკითხებია:
- რომელი კამერით გადაიღეს ფოტო;
- როგორ შეესაბამება უტის პოზიცია ფოტოს გადაღების ადგილს.
Index-ის რეკონსტრუქცია, რომელიც ეყრდნობა გეოლოკაციურ ქრონოლოგიას, აჩვენებს, რომ ნიკ უტს ამ ფოტოს გადაღება რომ მოესწრო, რამდენიმე წამში 60 მეტრის გავლისა და დაბრუნების დრო უნდა ჰქონოდა. World Press Photo ამას "ძალიან არარეალისტურს" უწოდებს — თუმცა არა შეუძლებელს.
AP კი უარყოფს 60 მეტრის დისტანციას და აცხადებს, რომ უტის სავარაუდო პოზიცია ფოტოს გადაღების წერტილიდან შესაძლოა მხოლოდ 32.8 მეტრის დაშორებითაც ყოფილიყო. სააგენტოს განცხადებით, "ფოტოგრაფი ნამდვილად შეიძლებოდა ყოფილიყო ფოტოს გადაღებისთვის საჭირო პოზიციაში".
კიმ ფუკ ფან თი, ფოტოზე გამოსახული გადარჩენილი გოგონა, 2023 წელს გადაღებული ნიკ უტთან ერთად
ფოტო: Getty Images
კამერების გაურკვეველი ისტორია
World Press Photo აღნიშნავს, რომ კამერის ტიპიც სადავოა. AP-მ წარსულში განაცხადა, რომ ფოტო, სავარაუდოდ, Pentax-ის კამერით გადაიღეს — კამერა, რომელიც ნგეს ხელში ხშირად იყო. თავის მხრივ, ნიკ უტი მუდამ აცხადებდა, რომ მუშაობდა Leica-სა და Nikon-ის კამერებით.
თუმცა, AP-ის ახალი გამოძიებისას, უტმა სააგენტოს უთხრა, რომ მას Pentax-იც ჰქონდა გამოყენებული. დამატებით, სააგენტომ იპოვა ვიეტნამში გადაღებული ნეგატივები, რომლებიც Pentax-ის მახასიათებლებს ასახავდა და რომლებიც, მათი თქმით, უტმა გადაიღო.
ამ თვეში, ნიკ უტმა მხარი დაუჭირა AP-ის ანგარიშს და განცხადებაში აღნიშნა:
დამტკიცდა ის, რაც ყოველთვის სიმართლე იყო — ფოტოს ავტორად სწორად ვიყავი მიჩნეული. ეს ჩემთვის ძალიან მძიმე პროცესი იყო და დიდი ტკივილი მომაყენა
ომის ტერორი — ნაპალმის გოგო
ფოტო 1972 წლის 9 ივნისს გამოჩნდა მსოფლიოს გაზეთების პირველ გვერდებზე და ვიეტნამის ომის წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა.
დროთა განმავლობაში, ნიკ უტი ფოტოს გმირთან, კიმ ფუკთან ერთად აქტიურ კამპანიას ატარებდა მშვიდობისთვის. კიმი გადარჩა და 1992 წელს კანადამ მას პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა.
2022 წელს, ფოტოს 50 წლის იუბილზე, უტი CNN-ს საკუთარ ვერსიაზე ესაუბრა: "ვხედავდი როგორ გარბოდა კიმი და ყვიროდა: "ძალიან ცხელა! ძალიან ცხელა!", როდესაც მისი ფოტო გადავიღე, დავინახე, რომ სხეული საშინლად ჰქონდა დამწვარი და მაშინვე დახმარება გადავწყვიტე. კამერის აღჭურვილობა გზაზე დავდე და წყალი შევასხი".
მისი თქმით, ბავშვები მანქანაში ჩასვა და უახლოეს კლინიკაში წაიყვანა.
როცა ოფისში დავბრუნდი, ბნელ ოთახში ფოტო დაამუშავეს და ყველამ მითხრა, რომ ეს იყო ძალიან ძლიერი კადრი და რომ ის აუცილებლად პულიცერს მოიგებდა.
პულიცერის პრემიის ორგანიზატორებმა CNN-ს განუცხადეს, რომ ნიკ უტის ჯილდოს სტატუსის შეცვლას არ გეგმავენ:
"პულიცერის პრემიის მინიჭება დამოკიდებულია იმ მედიაორგანიზაციებზე, ვინც ფოტოს წარადგენს. AP-ის გრძელვადიანი გამოძიება მიუთითებს, რომ ავტორობის შესაცვლელად მტკიცებულება არასაკმარისია."
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები