კარგი კონტაქტებით მეტი #შეგიძლია — ალტე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამები
ფოტო: ალტე უნივერსიტეტი
კარიერულ გზაზე წარმატების მისაღწევად კავშირებს დიდი მნიშვნელობა აქვს. მხოლოდ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები პროფესიაში თავის დამკვიდრებისთვის საკმარისი აღარ არის. თუ ახალი ადამიანები არ გაიცანი და სანაცნობო წრის გაფართოებაზე არ იზრუნე, ბევრ შესაძლებლობას გაუშვებ ხელიდან და გაგიჭირდება, ფეხი აუწყო შენს სფეროში მიმდინარე მოვლენებს.
სწორედ ამიტომ, ალტე უნივერსიტეტი დიდ ყურადღებას აქცევს პროფესიული კონტაქტების შეძენის საკითხს. სტუდენტები სალექციო პროცესის მიღმა უამრავ საგანმანათლებლო პროექტსა და არაფორმალურ აქტივობაში არიან ჩართული. მსგავსი ღონისძიებები პოტენციური დამსაქმებლებისა და კოლეგების უკეთ გაცნობისა და მათთან სწორი კომუნიკაციის სწავლის საუკეთესო შესაძლებლობაა.
დღევანდელ ბლოგში დაწვრილებით მოგიყვებით ალტე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე, კარიერული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობებზე და საჭირო კონტაქტების შეძენის გზებსა და მნიშვნელობაზე.
სამაგისტრო პროგრამები ალტე უნივერსიტეტში
წელს ალტე უნივერსიტეტი სტუდენტებს სამაგისტრო პროგრამებს ორი მიმართულებით სთავაზობს — სამართალი და ბიზნესის ადმინისტრირება (MBA). კურიკულუმი ითვალისწინებს სტუდენტის ინდივიდუალურ ინტერესებს და მორგებულია პრაქტიკაზე ორიენტირებულ, თანამედროვე სწავლების მეთოდებს. ალტეს კურსდამთავრებულები კონკურენტუნარიანი, საჭირო ცოდნასად და უნარ-ჩვევებს დაუფლებული პროფესიონალები არიან. მათ აქვთ ლიდერობისა და მეწარმეობის, ციფრული და კოგნიტური უნარები, შეუძლიათ ჯანსაღი კომუნიკაცია, ახალი კონტაქტების შეძენა, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე დასაქმება და საკუთარი Start-up იდეების განხორციელება.
სამართლის სამაგისტრო პროგრამა
ალტე უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა სტუდენტებს თანამედროვე იურიდიული განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს. მათ შეუძლიათ, სწავლის პროცესშივე აირჩიონ კონცენტრაცია, როგორც კერძო, ისე სისხლის ან საჯარო სამართლის მიმართულებით. ამ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, იურისტები სამომავლო პროფილის შექმნას საწყის ეტაპზევე შეუდგებიან.
პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს:
- მიიღონ იურიდიული განათლება ეროვნული და უცხოური სამართლის ტენდენციების გათვალისწინებით;
- შეძლონ მიღებული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში ეფექტურად გამოყენება;
ინტერესების გათვალისწინებით, ჩაერთონ აქტიურ პრაქტიკაში იურისტის პოზიციაზე; - გაიარონ პრაქტიკა უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციებიდან მათთვის სასურველ სექტორებში;
- გაიფართოვონ კონტაქტების წრე და წარმატებით დასაქმდნენ კერძო თუ საჯარო სექტორში;
- განივითარონ და გაიუმჯობესონ გლობალური — ციფრული, კოგნიტური, ინტერპერსონალური და ლიდერული უნარები;
- მიიღონ მონაწილეობა იმიტირებულ პროცესებში;
- გამოცადონ სწავლების ინდივიდუალური მიდგომისა და მენტორინგის უპირატესობები.
ბიზნესის ადმინისტრირება (MBA) პროგრამა
ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა სწავლების თანამედროვე, პრაქტიკულ მეთოდებს ეფუძნება. პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, გაიცნონ და გაიზიარონ წარმატებული, საერთაშორისო გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი ლექტორების ცოდნა და გამოცდილება, რომლებიც ქართული და საერთაშორისო კომპანიების ტოპ-მენეჯმნეტს წარმოადგენენ. სწავლების პარალელურად სტუდენტებს შეუძლიათ, ისარგებლონ ინდივიდუალური მენტორშიპის სერვისით, როგორც კარიერული, ისე ბიზნეს მიმართულებით და რეალობად აქციონ თავიანთი ბიზნეს იდეები.
პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს:
- თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებულ და ინდივიდუალურ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო პროცესს;
- ახალი პროფესიის შეძენის, არსებულ პროფესიაში განვითარებისა და კონცენტრაციის არჩევის შესაძლებლობას.
- კონტაქტების ქსელის გაფართოების უნიკალურ შესაძლებლობას;
- დასაქმების ან კარიერული წინსვლის ხელშეწყობას უნივერსიტეტის დამფუძნებლების, პერსონალისა და 200-ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაციის კონტაქტების ქსელის საშუალებით;
- საკუთარი Start-up იდეის განვითარებას პროფესიონალების მხარდაჭერითა და ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის სერვისების გამოყენებით;
- გაცვლით პროგრამებს ევროპის, აზიისა და ამერიკის მასშტაბით;
- მაღალი რანგის ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებსა და სადისკუსიო ფორუმებში მონაწილეობას, მათ შორის, სპიკერის და/ან მოდერატორის რანგში;
კონტაქტების შეძენის გზები და საერთაშორისო კავშირები
განათლების ამ საფეხურზე თითოეული მაგისტრანტისთვის მნიშვნელოვანია კონტაქტების ქსელის გაფართოება და ახალი კავშირების შექმნა. ამას ალტე უნივერსიტეტი თავისი ადმინისტრაციული, აკადემიური თუ მოწვეული პერსონალითა და 200-ზე მეტ პარტნიორ კერძო და საჯარო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით უზრუნველყოფს.
მაგისტრანტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საკუთარი ბიზნეს იდეების განხორციელებით, უნივერსიტეტში არსებული ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრი, თავისი სერვისების, კამპუსში შეძენილი კონტაქტებისა და მენტორების მხარდაჭერით დაეხმარება საჭირო რესურსების მობილიზებასა და თავიანთი ინოვაციური Start-up იდეების რეალობად ქცევაში.
ადგილობრივი კონტაქტებისა და მხარდაჭერის გარდა, მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს გლობალურ ბაზარზე კავშირების დამყარებაც შეუძლიათ. ამისთვის მოქმედებს სპეციალური გაცვლითი პროგრამები ალტე უნივერსიტეტის პარტნიორ ევროპის, ამერიკისა და აზიის უნივერსიტეტებთან: Northeastern University აშშ, Lanzhou-ს უნივერსიტეტი (ჩინეთი), Universita di Roma Tor Vergata (იტალია), INTELI (ბრაზილია), Deggendorf University (გერმანია), ALBA Business School (საბერძნეთი), Mykolas Romeris University (ლიტვა), Lanzhou-ს უნივერსიტეტი (ჩინეთი), Universita di Roma Tor Vergata (იტალია), Universität Marburg (გერმანია) და სხვ.
გაცვლითი პროგრამები ქვეყნის ფარგლებს გარეთ კონტაქტების შეძენის საუკეთესო საშუალებაა.
რატომ უნდა აირჩიო ალტე უნივერსიტეტი?
ალტე უნივერსიტეტი სტუდენტებს კარიერული და პიროვნული განვითარების მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს. სწავლების ფორმა მორგებულია თანამედროვე გამოწვევებსა და ბაზრის მოთხოვნებს. უნივერსიტეტში სწავლის განმავლობაში მაგისტრანტებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაიცნონ თავიანთ სფეროში მოღვაწე წარმატებული და გამოცდილი პროფესიონალები. გარდა ამისა, სტუდენტების მხარდასაჭერად იმართება NETWORK შეხვედრები და მოქმედებს სხვადასხვა სასწავლო ცენტრი და კლუბი, რომლებიც პერიოდულად განსხვავებული ინტერესის მქონე ინდივიდებზე მორგებულ ღონისძიებებს აორგანიზებენ. მსგავსი შეხვედრები ახალი ადამიანების გაცნობისა და კონტაქტების წრის გაფართოების საუკეთესო შესაძლებლობაა.
შეჯამება
სამაგისტრო საფეხურზე ალტე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება შესაძლებელია ორი მიმართულებით — სამართლისა და ბიზნესის ადმინისტრირების განხრით. ფორმალური განათლების მიღმა უნივერსიტეტი სხვადასხვა კლასგარეშე აქტივობას, ფორუმებსა და პროგრამებს აორგანიზებს, რომელთა ფარგლებშიც მაგისტრანტები ახალ კონტაქტებს იძენენ და პროფესიულად ვითარდებიან. კონტაქტების წრის გაფართოება კარიერულ გზაზე წინსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
გახსოვდეს — კარგი კონტაქტებით მეტი შეგიძლია!
შემოგვიერთდი: https://shorturl.at/8KyQL
დამატებითი ინფორმაცია სამაგისტრო პროგრამების შესახებ:
ბიზნესის სამაგისტრო პროგრამა (MBA)
მისაღები ადგილების რაოდენობა: 30
სწავლის წლიური საფასური: 2900 GEL
სამართლის სამაგისტრო პროგრამა
მისაღები ადგილების რაოდენობა: 30
სწავლის წლიური საფასური: 2900 GEL
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
-
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
-
სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება
გადახედვა
კომენტარები