"საერთაშორისო დემოკრატიულმა კავშირმა" საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო — რა წერია დოკუმენტში?
ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ქავთარაძე 14-16 მაისს ბრიუსელში საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის (IDU) ფორუმში იღებენ მონაწილეობას.
ირაკლი ქავთარაძის განცხადებით, "სამიტმა სულ რამდენიმე წუთის წინ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია საქართველოს შესახებ. ამ სამიტს ესწრებიან ლიდერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აღნიშნული რეზოლუცია გამოხატავს ცალსახა მხარდაჭერას ჩვენი საზოგადოების, პოლიტპატიმრების მიმართ, რომლებიც იბრძვიან რეჟიმის წინააღმდეგ. რეზოლუცია გამოხატავს მხარდაჭერას მიხეილ სააკაშვილის მიმართ და ნათქვამია, რომ ის არის პუტინის პატიმარი, შესაბამისად რეზოლუცია მოითხოვს მის გათავისუფლებას და რაც მთავარია, ყველა აცნობიერებს რომ ოცნებამ ქვეყანაში დაამყარა დიქტატურა და რეზოლუცია მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ამისთვის ოცნებამ უნდა გადაიხადოს ფასი, კონკრეტულად უნდა დაუწესდეთ სანქციები. მათ უღალატეს საქართველოს ევროპულ მომავალს, შესაბამისად ისინი უნდა დაისაჯონ, ეს არის აქ მყოფთა ლიდერების ძალიან დიდი ნაწილის აზრი. ნაციონალური მოძრაობა აგრძელებს ბრძოლას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რათა ქართველი ხალხის ხმა მიტანილი იყოს ყველგან, იქნება ეს ბრიუსელი, ვაშინგტონი თუ ნებისმიერი სხვა დედაქალაქი," — განაცხადა ირაკლი ქავთარაძემ.
ტექსტის შინაარს ზურაბ ჭიაბერაშვილი ავრცელებს:
"ვინაიდან საქართველო 2024 წლის 26 ოქტომბრის ფუნდამენტურად ხარვეზიანი საპარლამენტო არჩევნებისა და საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის განცხადების შემდეგ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეწყვეტის შესახებ სრულ კონსტიტუციურ, პოლიტიკურ და ადამიანის უფლებების კრიზისშია ჩაძირული;
ვინაიდან მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობა ხდება სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ტერორით;
ვინაიდან საქართველოს ერთპარტიულმა "პარლამენტმა" შექმნა "საგამოძიებო კომისია" სამართლებრივი მექანიზმების დემოკრატიული ძალების, კონკრეტულად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, დევნის იარაღად გამოყენების მიზნით;
ვინაიდან მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გამოიყენა პრაქტიკიდან ამოღებული ღონისძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელიც სამ წელიწადზე მეტია, პოლიტპატიმარია, ახალი 12,5 წლიანი პატიმრობის მისასჯელად.
ვინაიდან რამდენიმე ქვეყანამ დააწესა ორმხრივი სანქციები ქართველ ოფიციალურ პირებზე; და ევროპულმა საბჭომ შეაჩერა ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილები [უვიზო რეჟიმის შეზღუდვა დიპლომატიურ პასპორტებზე];
საერთაშორისო დემოკრატიის კავშირი:
1. კვლავ ადასტურებს თავის სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ მათ ბრძოლაში ლეგიტიმური დემოკრატიული უფლებების და ევროპული მომავლისთვის, და რუსეთის ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ;
2. გმობს ქართული ოცნების ქმედებებს, მის განგრძობით სვლას ავტორიტარიზმისა და რუსული ორბიტისკენ, და მოითხოვს ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას; მოუწოდებს ქართულ ოცნებას, დაუყოვნებლივ შეაჩეროს რეპრესიული კანონმდებლობა და შეწყვიტოს ტერორი საკუთარი მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ;
3. მოითხოვს, სამართლებრივ პასუხისგებაში იქნან მიცემული მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სისასტიკესა და გადამეტებული ძალის გამოყენებაში დამნაშავე პირები;
4. მოუწოდებს ქართულ ოცნებას, დანიშნოს კონკრეტული თარიღი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისია, პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფლად იმოქმედებენ;
5. მოუწოდებს დემოკრატიულ მთავრობებს, საქართველოსთან მიმართებაში განახორციელონ მკაფიო პოლიტიკა, რომელიც იხელმძღვანელებს ორი ძირითადი პრინციპით: (ა) შეწყდეს რეჟიმის ფინანსური დახმარება, მათ შორის, მოეთხოვოთ ფინანსურ ინსტიტუტებს, შეაჩერონ ფინანსური თანამშრომლობა არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან ახალი საპარლამენტო არჩევნების გამართვამდე; და (ბ) დასანქცირდეს რეჟიმის მმართველი ელიტა, რომელიც პასუხისმგებელია დემოკრატიულ უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე;
6. მოუწოდებს დემოკრატიულ მთავრობებს, დაუყოვნებლივ დაუწესონ კოორდინირებული სანქციები ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, კომპანიებს და ხელშემწყობებს, და გაყინონ ივანიშვილის ყველა ქონება; მოუწოდებს დემოკრატიულ მთავრობებს, მიიღონ ზომები ივანიშვილის "ქართუ ბანკის" SWIFT და Visa/MasterCard ქსელებიდან გასათიშად და დაუწესონ სექტორული სანქციები ბიზნესებს, რომლებიც მხარს უჭერენ რეჟიმს, განსაკუთრებით სპილენძის მადნებისა და ფერადი ლითონების სფეროში.
* განხილვის შედეგად დაემატა კიდევ ერთი პუნქტი:
მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოძიებულ იქნას ყველა მოხელისა და პოლიციელის ქმედება სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ", — წერს ჭიაბერაშვილი.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები