Tegeta Construction Equipment JCB 80 TOP დილერს შორის მოხვდა — ბრიტანულმა ბრენდმა 80 წლის იუბილე აღნიშნა
ფოტო: თეგეტა
- Tegeta Construction Equipment-ის სერვისცენტრი საუკეთესო პრაქტიკის მაგალითად დასახელდა
ბრიტანულმა კომპანიამ JCB-მ დაარსებიდან 80 წლის აღსანიშნავად ინდოეთში გამართულ შეკრებაზე 800 დილერიდან მხოლოდ 80 საუკეთესო გამოარჩია. მათ შორის იყო თეგეტა ჰოლდინგის კომპანია Construction Equipment, რომლის სერვისცენტრიც საუკეთესო პრაქტიკის მაგალითად დასახელდა. კომპანიის რეგიონულ ლიდერობას კიდევ უფრო ამყარებს მაღალკვალიფიციური გუნდი, მოწინავე ინფრასტრუქტურა და ეფექტური ბიზნესპროცესები. სწორედ გასული წლის შედეგები შეჯამდა ინდოეთში გამართულ შეხვედრაზე.
ფოტო: თეგეტა
ღონისძიების მიზანი, საუკეთესო პარტნიორების აღიარებასთან ერთად, ბრენდის ხუთწლიანი განვითარების სტრატეგიის წარდგენა იყო. გეგმა ითვალისწინებს პარტნიორებთან კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციას, ინოვაციური პროდუქტების, ციფრული ინსტრუმენტების, CRM სისტემების დანერგვასა და სამომავლო ოპერაციული მხარდაჭერის გაძლიერებას, ოპერაციების ერთობლივ მართვას, ასევე გაყიდვების შემდგომი მომსახურების გაუმჯობესებას.
ფოტო: თეგეტა
გიორგი ბერიძე: თეგეტა ჰოლდინგის სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულების მთავარი ოფიცერი: “კონფერენციაში მონაწილეობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თეგეტა ჰოლდინგის სტატუსს, როგორც JCB-ს გლობალური სტრატეგიის მნიშვნელოვანი პარტნიორის, და ადასტურებს კავკასიის მზარდ როლს ბრენდის საერთაშორისო განვითარებაში. განსაკუთრებით საამაყოა, რომ Tegeta Construction Equipment-ის სერვისცენტრი საუკეთესო პრაქტიკის მაგალითად დასახელდა. ჩვენ სრულად ვიზიარებთ JCB-ს ამბიციურ ხედვას და მზად ვართ, რეგიონში მომხმარებლებს მივაწოდოთ ინოვაციური, მდგრადი და მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები.
ღონისძიებაზე გვქონდა შესაძლებლობა, გაგვეზიარებინა სტრატეგიული ხედვები და გავცნობოდით ინოვაციებს. კონფერენციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა იყო სწორედ გაყიდვების შემდგომი მომსახურების გაძლიერება. პრიორიტეტად რჩება სერვისის რეაგირების სისწრაფე, მომხმარებლის კმაყოფილების ამაღლება და ოპერაციული ეფექტურობის გაუმჯობესება, რაც ახლა უკვე შესაძლებელია ინოვაციური ტელემატიკ გადაწყვეტილებებით, მათ შორის, დისტანციური დიაგნოსტიკა, ტექნიკის პარკის მართვის ციფრული სისტემები — “Livelink“-ის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მაქსიმალური სარგებელი მიიღონ“.
JCB-მ საუკეთესო დილერებს განახლებული მოდელების სრული სპექტრი წარუდგინა. მათ შორის არის ექსკავატორ-დამტვირთველები, ფრონტალური დამტვირთველები, მუხლუხა ექსკავატორების ახალი და უფრო მრავალფეროვანი სამოდელო ხაზი, ტელესკოპური დამტვირთველები და პლატფორმები.
ფოტო: თეგეტა
გიორგი ბერიძე, თეგეტა ჰოლდინგის სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულების მთავარი ოფიცერი: “კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების განვითარება იყო. დილერებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ როგორც ელექტრო ტექნიკის განახლებულ სერიას, ისე JCB-ს წყალბადზე მომუშავე ძრავებით აღჭურვილ ინოვაციურ პროექტებს. ის სრულად ნულოვანი ემისიით უზრუნველყოფს მძიმე ტექნიკისთვის აუცილებელ სიმძლავრეს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბრენდის მოწინავე როლს ინდუსტრიაში. როგორც ყოველთვის, JCB ინოვაციების წინა ხაზზეა.“
ფოტო: თეგეტა
ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეული დელეგაციები JCB-ს ქარხნებსაც ესტუმრნენ. ინდოეთი ბრიტანული ბრენდისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, სწრაფად მზარდი და პერსპექტიული ბაზარია. კომპანიას იქ ხუთი ქარხანა აქვს, მათგან ორი ცოტა ხნის წინ აშენდა.
ბრიტანულ უმსხვილეს სამშენებლო ტექნიკის ბრენდს საქართველოსა და კავკასიის სხვა ქვეყნებში 2007 წლიდან თეგეტა ჰოლდინგის კომპანია — Tegeta Construction Equipment-ია. კომპანია შედეგებსა და სერვისის ხარისხს ყოველწლიურად აუმჯობესებს. რეკორდული იყო გასული წელიც. რეგიონში ჯამურად 500-ზე მეტი ერთეული ტექნიკის რეალიზაცია მოხდა.
თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. ის ბრიტანული უმსხვილესი სამშენებლო ტექნიკის ბრენდის, JCB-ს ოფიციალური იმპორტიორია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო და საგზაო ტექნიკას სრული საგარანტიო მომსახურებით, ასევე ნებისმიერი სამშენებლო ტექნიკის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს.
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
-
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
კომენტარები