ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლლობელის პროცესზე დასაკითხად გრიგოლ ბესელია და ირაკლი დგებუაძე მივიდნენ
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დირექტორისა და თანამდამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პროცესზე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია და ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მივიდნენ.
მათ სასამართლოს შენობაში შესვლას ხმაური მოჰყვა. ფოიეში შეკრებილი მზია ამაღლობელის მხარდამჭერები სკანდირებდნენ: "ცრუ მოწმე", "ლოყა წითელი გაქვთ?"
გრიგოლ ბესელია და ირაკლი დგებუაძე პროკურატურის მიერ წარდგენილი მოწმეები არიან, რომლებსაც დღევანდელ პროცესზე დაკითხავენ.
როგორც ნეტგაზეთი წერს, 12 იანვარს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან მეორე დღეს, ირაკლი დგებუაძეს დაკითხვის ოქმი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა, ანზორ ფუტკარაძემ შეადგინა. ოქმის მიხევდით, დგებუაძის გამოკითხვა საათსა და 15 წუთს გაგრძელდა, თუმცა მის მიერ გამომძიებლისთვის მიწოდებული ინფორმაცია მხოლოდ 1,5 გვერდია.
"განვიცადე ტკივილი და თანახმა ვარ, ჩამიტარდეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა" — ირაკლი დგებუაძე
დგებუაძეს ჩვენება საქმეში დაკითხული ოთხი პოლიციელის ჩვენებას იდენტურად ემთხვევა. ოქმის მიხედვით, პოლიციელი 11 იანვარს, დღის მეორე ნახევარში, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდა “საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით”. შემდეგ აქციის მონაწილეები მარშით გაემართნენ აჭარის პოლიციის დეპარტამენტისკენ.
ის ამტკიცებს, რომ პოლიციის შენობის შესასვლელთან მყოფი მოქალაქეების ნაწილის ქმედება "გასცდა პროტესტის გამოხატვის სამართლებრივ ჩარჩოებს", რის გამოც რამდენიმე მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მათ შორის, მზია ამაღლობელი. სილის გაწვნასაც დგებუაძე ამ ადმინისტრაციულ დაკავებას უკავშირებს.
"ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგ ის შეუერთდა ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე #11ა-ში მდებარე აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან გამართულ საპროტესტო აქციას. 2025 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 00:30 საათზე, აქციის მიმდინარეობისას, პოლიციის თანამშრომლების შეურაცხყოფისა და მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე დაკავებულ იქნა ორი პირი. აღნიშნული პირების დაკავების შესახებ განმარტებას ითხოვდნენ იქ შეკრებილი აქციის მონაწილეები, მათ შორის, ჩემ, ჩვენ მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული და შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებული მზია ამაღლობელი.
მე მათ განვუმარტე, რომ ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა პოლიციის თანამშრომლებს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ამ ქმედების გამო იყვნენ ისინი დაკავებული ადმინისტრაციული წესით. მას შემდეგ, რაც დავასრულე მზია ამაღლობელთან და მის გვერდით მყოფ ქალბატონთან საუბარი, შევბრუნდი აქციის მონაწილეების მიმართულებით, რა დროსაც მზია ამაღლობელმა მომქაჩა პოლიციის ქურთუკზე. მივბრუნდი მისკენ, რა დროსაც მან მოულოდნელად დამარტყა მარცხენა ხელი მარჯვენა სახეში, ლოყისა და ყურის არეში. ამ დროს ჩემ გვერდით იდგა შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, ბერდია ფერაძე და ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილე – გიორგი ბჟალავა, რომლებმაც მოახდინეს მზია ამაღლობელის დაკავება და სამმართველოს ეზოში შეყვანა," — ვკითხულობთ დგებუაძის ჩვენებაში.
ოქმში ასევე ვკითხულობთ, თუ როგორ ითხოვს დგებუაძე სამედიცინო ექსპერტიზას, რადგან მან სილის გაწვნისგან ფიზიკური ტკივილი განიცადა.
შეგახსენებთ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად სტიკერის გაკვრისთვის, რომელსაც ეწერა: "იფიცება საქართველო 15 იანვარს 15:00 საათზე". რამდენიმე საათში ჟურნალისტი გაათავისუფლეს. მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს ორ სხვა პირთან ერთად.
ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
12 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ჟურნალისტის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით შუამდგომლობა წარადგინეს, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა და ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.
საია-მ უკანონო პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის სახელით სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით მიმართა
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები