500 Global in Eurasia — აქსელერაციის პროგრამის მერვე ნაკადი დაიწყო
ფოტო: საქართველოს ბანკი
500 Global in Eurasia-ს ფარგლებში, მერვე ნაკადის გადამზადება დაიწყო. 500 Global-ის, საქართველოს ბანკისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით განხორციელებული აქსელერაციის პროგრამა წელს თბილისში ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან 8 სტარტაპს უმასპინძლებს.
12 კვირიანი პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გამოიმუშავებენ ყველა საჭირო უნარს და შეიძენენ იმ ინსტრუმენტებს, რომელიც მათ სწრაფ ზრდაში დაეხმარება.
500 Global in Eurasia-ს ფარგლებში, ორი კვირის განმავლობაში, სტარტაპები გაივლიან კურსებს ზრდის მარკეტინგის, პროდუქტის დიზაინისა და სხვა ფუნდამენტური ბიზნეს-პრინციპების შესახებ. შემდეგ, 8 კვირის განმავლობაში დისტანციურად, მენტორებთან ერთად შეიმუშავებენ მათი ბიზნესის ზრდისთვის საჭირო მეტრიკებს, ზრდის სტრატეგიებს, მასშტაბირების მეთოდოლოგიასა და ექსპერიმენტულ მიდგომებს. პროგრამის მიწურულს კი, ორი კვირის განმავლობაში, თბილისში, ფონდებისა და ინვესტორების მოზიდვის ეფექტურ გზებს ისწავლიან. ამასთან, სტარტაპები საკუთარი იდეების წარდგენაზე იმუშავებენ და სამთვიანი პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებაზე — Demo Day-ზე საკუთარ სტარტაპებს ფართო აუდიტორიას გააცნობენ.
500 Global in Eurasia მიზნად ისახავს, შექმნას სტარტაპების ქსელი და 12 კვირიანი გადამზადების პროგრამის შემდეგაც მხარი დაუჭიროს მათ განვითარებას, ბაზარზე მასშტაბირებასა და ზრდას.
500 Global in Eurasia-ს ფარგლებში უკვე 80-ზე მეტმა სტარტაპმა აღმოსავლეთ ევროპიდან, კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან გადამზადების კურსი საქართველოში გაიარა.
მერვე ნაკადში მონაწილე სტარტაპები არიან:
cuid — ხელს უწყობს დანაშაულის პრევენციას და დაცვის სისტემის ხელმისაწვდომობის ზრდას როგორც სახლებისთვის, ისე ბიზნესებისთვის.
Evolve — ამარტივებს ბიზნესებისთვის გადამზადების პროცესს და შესაძლებლობას აძლევს მათ, შექმნან ტრენინგები თუ კურსები, სულ რაღაც 24 საათში. პლატფორმა სხვადასხვა მასალას დოკუმენტად, პრეზენტაციად და საინტერესო ვიდეოებად გარდაქმნის, რაც ხელს უწყობს ონბორდინგის 40%-ით დაჩქარებას, ამცირებს ბრუნვას 15%-ით და ხელს უწყობს ჩართულობის ზრდას. AI-ს ხელსაწყოების გამოყენებით, ეხმარება კომპანიებს 90%-ით დაზოგონ კურსის შექმნის დრო, 50%-ით შეამცირონ დანახარჯები და, იმავდროულად, გაზარდონ სწავლების ეფექტურობა, გააანალიზონ განვლილი კურსების შედეგები და შექმნან ანგარიში 2024 წლის საუკეთესო სასწავლო მენეჯმენტის სისტემის მეშვეობით.
TrustExam.ai — უზრუნველყოფს გამოცდების სამართლიანობას უნივერსიტეტებისთვის, კორპორაციებისთვის, HR-ებისა და მთავრობებისთვის შექმნილი AI ხელსაწყოს გამოყენებით.
Aspis — ეს არის DeFAI Powerhouse AI-Agent-ებით ვაჭრობისთვის.
Quissly — ჩატზე დაფუძნებული პროდუქტების საძიებო სისტემა ეხმარება ონლაინ მოვაჭრეებს, შექმნან მომხმარებელზე მორგებული გამოცდილება და გაზარდონ გაყიდვები.
Aino — prompt-ზე დაფუძნებული მდებარეობის დაზვერვის პლატფორმა, რომელიც გეო-მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების მეშვეობით, ეხმარება მონაცემთა ანალიტიკოსებს, არქიტექტორებს, ურბანულ დამგეგმარებლებს და სხვა დარგის წარმომადგენლებს, იმუშაონ სივრცით მონაცემებზე გლობალურად, სპეციფიკური GIS უნარების საჭიროების გარეშე.
Faqtor — იყიდე ახლა, გადაიხადე მერე ბიზნესებისთვის.
Alaqan — ჩვენ ვქმნით მომავალს, სადაც ხელის გულის დასკანერების შედეგად შეძლებთ, გაიაროთ ავტორიზაცია, მიიღოთ წვდომა ადგილებზე, ფიზიკური და ციფრული ბარათის გამოყენების გარეშე და უპრობლემოდ გადაიხადოთ.
ინფორმაციისთვის, 2022 წელს 500 Global-მა, საქართველოს ბანკთან და GITA-სთან ოთხწლიანი პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა. რომლის ფარგლებში, 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამა საქართველოში, თბილისში წელიწადში ორჯერ იმართება, რაც ხელს უწყობს საქართველოს, პოზიციონირდეს ინოვაციების რეგიონულ ჰაბად.
500 Global-ის შესახებ:
500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც, 2.4 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნის სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნება სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2 900-ზე მეტ კომპანიას, 80+ ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 35-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 160+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 25 ქვეყნიდან, 150+ წევრს აერთიანებს, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები