ქონებრივი დეკლარაციები მეოთხე თვეა დახურულია - სადაა გამჭვირვალობა?
ანტიკორუფციულ ბიუროს ჩვენც მივმართეთ შეკითხვით, რატომ ვეღარ ვხედავთ თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებს საჯაროდ?
უკვე მეოთხე თვეა, რაც თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები საჯაროდ ხელმისაწვდომი აღარ არის. ამის შესახებ თებერვალში წერდა IDFI (ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტი) და, ცოტა ხნის წინ, რეპორტაჟი მოამზადა სტუდია მონიტორმაც.
IDFI ანტიკორუფციულ ბიუროსთან, რომელსაც კანონის მიხედვით ევალება თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების საჯაროობის უზრუნველყოფა, მიმოწერის ქრონოლოგიასაც აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც დეკემბერში ანტიკორუფციულმა ბიურომ რამდენიმე განსხვავებული პასუხი დააბრუნა შეკითხვაზე: რატომ აღარ არის დეკლარაციები ხელმისაწვდომი საჯაროდ?
თავდაპირველად ანტიკორუფციულმა ბიურომ "ტექნიკური ხარვეზი" მოიშველია, და პირობა გასცა, რომ ეს ხარვეზი მალე აღმოიფხვრება. დეკლარაციების ასლების მოთხოვნის შემდეგ, კი იმავე ბიურომ პასუხად დააბრუნა, რომ დეკლარაციებს ასლებს ვერ გასცემს, ვინაიდან დეკლარაციები საჯაროდაა ხელმისაწვდომი მათსავე ვებ-გვერდზე. თუმცა ცხადზე ცხადია, რომ ეს ასე არ არის. გადასამოწმებლად შეგიძლიათ თავად ეწვიოთ ამ ვებ-გვერდს.
იგივე ურთიერთგამომრიცხავი პასუხები მიიღო სტუდია მონიტორმაც ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილისგან, თითქოსდა დეკლარაციები საჯაროდ ხელმისაწვდომია, უბრალოდ ვებ-გვერდს აქვს ხარვეზი, რის გამოც დეკლარაციები საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა გამოთხოვის შემთხვევაში, ბიურო დეკლარაციების ასლებს ვერ გასცემს, იმიტომ, რომ ეს დეკლარაციები უკვე საჯაროდ ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო, ხელმისაწვდომი არ არის და ა.შ.
ანტიკორუფციულ ბიუროს ჩვენც მივმართეთ შეკითხვით, რატომ ვეღარ ვხედავთ თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებს საჯაროდ? პასუხად ტექნიკური ხარვეზიც არ უხსენებიათ, უბრალოდ მოგვწერეს, რომ ქონებრივი დეკლარაციები ამა და ამ კანონის მიხედვით, ნამდვილად ხელმისაწვდომია ყველასთვის. თუმცა, უკვე ბავშვმაც კი იცის, რომ ეს ასე ნამდვილად არ არის. ამის გადასამოწმებლად, კიდევ ერთხელ გთავაზობთ, გადახვიდეთ დეკლარაციების სანახავად ამ ბმულზე.
ანტიკორუფიული ბიუროს პასუხი
ფოტო: On.ge
აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გასული წლის გაზაფხულზე პარლამენტმა დეკლარაციების გამოქვეყნების გაჯანჯლებას დაუჭირა მხარი, თუ მანამდე თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები შევსებიდან 48 საათში უნდა გამოქვეყნებულიყო, პარლამენტმა ეს წესი შეცვალა, და ვადა 60 დღემდე გაზარდა. ასევე მიუთითა, რომ იმ პერიოდში, როცა თანამდებობის პირი შევსებულ დეკლარაციაში აღმოჩენილ "ხარვეზს" ასწორებს, დეკლარაცია არ უნდა გამოქვეყნდეს. ასეთი პერიოდი მაქსიმუმ 2 თვეა.
სექტემბრის შემდეგ, ანტიკორუფიული ბიუროს ვებ-გვერდზე აღარ გამოქვეყნებულა არცერთი ახალი დეკლარაცია. დეკემბრის შემდეგ კი ყველა დეკლარაცია დაიხურა.
ქონებრივი დეკლარაციების საჯაროობა უზრუნველყოფს თანამდებობის პირების ფინანსურ გამჭვირვალობას და მოქალაქეებს საშუალებას გვაძლევს, ვაკონტროლოთ საჯარო მოხელეების ქონებრივი და ფინანსური ინტერესები, გამოვავლინოთ ინტერესთა კონფლიქტი და კორუფციული სქემები. უკვე ოთხი თვეა ამის საშუალება არ გვეძლევა, რაჟდენ კუპრაშვილის აზრით კი, არც სავარაუდო დრო ვიცით, როდის მოგვეცემა.
და ისე, რა არის ცუდი გამჭვირვალობაში?
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები