უკრაინის შს მინისტრი: სისხლი არ დაღვრილა, მაგრამ საფასური იყო მაღალი
ფოტო: Reuters
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა ფეისბუკზე დაწერა, რომ მცდელობის მიუხედავად, უკრაინის საზღვარზე პროვოკაცია მაინც მოხდა, სისხლი არ დაღვრილა, მაგრამ "საფასური იყო მაღალი":
"უკრაინის მხრიდან აქტივისტების მიერ საზღვრის გარღვევის დამამცირებელი "სურათი". უკრაინის საზღვარზე მდგარი ახალგაზრდა მესაზღვრისთვის ყელში წვდომა სიბნელეა. საქმე არაა პიროვნებებსა და კონფლიქტის არსში. ეს ინსტიტუციონალიზმის განადგურებაა. ეს ფუნდამენტების რღვევაა, რომელზეც დგას ქვეყანა... და თუ ეს ფუნდამენტები დაირღვევა, ნებისმიერი მიზეზით - ჩვენ არა სახელმწიფო, არამედ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი უღიმღამო ადამიანების მასა ვართ."
მისივე თქმით, მან მესაზღვრეებსა და პოლიციელებს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იარაღი გამოყენება აუკრძალა.
როგორც უკრაინის შს მინისტრი წერს, უკრაინის საზღვრის გადაკვეთა იყო სახელმწიფოს საბაზო ინსტიტუციებზე თავდასხმა:
"არ გადაცვალოთ უკრაინა საკუთარ პოლიტიკურ მიზნებზე. მე და თქვენ დიდი ქვეყნის ისტორიის პატარა ნაწილები ვართ."
ავაკოვის თქმით, ყველა ის ადამიანი, რომელმაც საზღვრის გადაკვეთასა და მესაზღვრეებზე "თავდასხმაში" მიიღო მონაწილეობა, "კანონით დაისჯება":
"სააკაშვილმა და ყველა იმ ადამიანმა, ვინც საზღვარი გადაკვეთა, დაუყოვნებლივ უნდა აირჩიოს ორი ვარიანტიდან ერთი: შეგენის პუნქტში მისვლა და გაფორმების პროცედურების გავლა ან საიმიგრაციო სამსახურში გამოცხადება."
გუშინ, 10 სექტემბერს, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთი-უკრაინის საზღვარი გადაკვეთა. ამ ფაქტზე ლვოვის ოლქის პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.
სამართალდამცავების წინააღმდეგობის მიუხედავად, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტში შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა პრეზიდენტ პოროშენკოს გადაწყვეტილებით 26 ივლისს, ამერიკაში ვიზიტისას ჩამოერთვა. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ სააკაშვილი პოლონეთში, ლიტვასა და ბრიუსელში იმყოფებოდა. როგორც უკრაინის იუსტიციის მინისტრი იუწყება, საქართველომ უკვე მესამედ მიმართა უკრაინულ მხარეს სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნით.
-
"მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში? "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით? ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
-
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO? დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა — რატომ ამოიღეს მოხმარებიდან პოპულარული ინგრედიენტი TPO?
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში სიცხეს 7 300 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა
გადახედვა
-
ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
-
ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ? ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ?
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
"მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო
გადახედვა
კომენტარები