გიორგი სიორიძე

გიორგი სიორიძე

28 Feb. 2025, 12:04

"თოვა შეწყდა თუმცა, ახლა არის ყინული და მომდევნო დღეებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყინული გაიწმინდოს. მამუკა ხაზარაძის ინიციატივით დამატებითი სპეცტექნიკა ჩამოვიდა და მუშაობს. იმედს ვიტოვებთ, რომ სტიქია უახლეს დღეებში დასრულდება.

მეოთხე დღეა კოალიცია ძლიერი საქართველოს შტაბი მუშაობს ოზურგეთის რაიონებში. 27 თებერვალს სპეციალური მძიმე ტექნიკა შემოვიყვანეთ, რომლებმაც რამდენიმე სოფელში ინტენსიურ რეჟიმში იმუშავეს, მათ შორის სოფელ — მერიაში, ციხისფერდში, დაბა ურეკში... მინდა გითხრათ, რომ კურორტი ურეკი პრაქტიკულად განადგურებულია, სავალალო მდგომარეობაა. ღამით კი, დამატებითი მძიმე ტექნიკა შემოვიდა და დილით დაიწყო სამუშაოები. ვმუშაობთ სოფლის გზებზე, სპეცტექნიკა კი მუდმივ რეჟიმში იმუშავებს.

ალეკო ელისაშვილი თავის გუნდთან ერთად წასულია სოფელ მთისპირში და ადამიანებს ფიზიკურად ეხმარება გადათოვლის პროცესში. ასევე ვატო სურგულაძემ გაჭირვებული ადამიანებისათვის პირველადი სამედიცინო დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა დაიწყო. არ წყდება ზარები ჩვენ ცხელ ხაზზე. დღეს გვაქვს დაგეგმილი ინტენსიური გრაფიკით გასვლები, სადაც შესაძლებელია მისვლა მივდივართ, სპეცტექნიკა კი, როდესაც გაწმენდს გზებს მივალთ ყველა იმ ადამიანებთან ვისაც დახმარება სჭირდება."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  2. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  3. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  4. თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ
  5. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა

თიბისის მობაილბანკში ორთვიანი გემიფიკაციის კამპანია — "საგანძურის მარათონი" წარმატებით დასრულდა. თამაშმა ნახევარ…