აშშ-ში ბავშვი წითელათი გარდაიცვალა — პაციენტი აცრილი არ ყოფილა
ამერიკაში, ტეხასის შტატის ქალაქ ლუბოკში სკოლის ასაკის არავაქცინირებული ბავშვი წითელას გართულებებით გარდაიცვალა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ABCNEWS-ის ცნობით, ესაა შტატის დასავლეთ ნაწილში წითელას აფეთქების შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევა. წითელათი აქ 100-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, მათგან 18-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. დაავადების თითქმის ყველა შემთხვევა მოდის არავაქცინირებულ ან ისეთ პაციენტებზე, რომელთა ვაქცინაციის სტატუსიც უცნობია.
რაც შეეხება გარდაცვლილ ბავშვს, ტეხასის ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბავშვი გასულ კვირაში იქნა ჰოსპიტალიზებული.
უწყების ცნობით, ინფიცირებულთა უმრავლესობა 5-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვები არიან, რაოდენობით მათ მოსდევენ 4 წლისა და უმცროსი ასაკის ბავშვები.
"ეს სიკვდილი ხაზს უსვამს წითელას რეალურ საშიშროებას. ესაა მძიმე დაავადება, რომელსაც შეუძლია ადამიანებისთვის სიცოცხლის წართმევა, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის საშუალებით მისი თავიდან არიდება შესაძლებელია. თითოეული ახალი შემთხვევა არის იმის შეხსენება, რატომ აქვს ვაქცინაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა. სამწუხაროდ, ასეთი მასშტაბის აფეთქების პირობებში გარდაცვალების ფაქტი, განსაკუთრებით აუცრელებში, მოულოდნელობა არ ყოფილა. იმის გათვალისწინებით, რამდენად გადამდებია წითელა, უახლოეს კვირებში შემთხვევების ზრდას ველოდებით", — განაცხადა ექიმმა ჯონ ბრაუნშტეინმა.
მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა რობერტ კენედი-უმცროსმა, წითელას აფეთქების თემაზე დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ ისინი ტეხასში არსებულ ვითარებას აკვირდებიან.
ამასთან, როგორც ABCNEWS-ი აღნიშნავს, კენედიმ აფეთქების მნიშვნელობა სათანადოდ არ შეაფასა და განაცხადა: "ამაში განსაკუთრებული არაფერია. წითელას აფეთქებები ყოველ წელს გვაქვს." მისივე თქმით, ბავშვები კარანტინის გამო იქნენ ჰოსპიტალიზებულები, რაზეც პედიატრმა ლორა ჯონსონმა უპასუხა, რომ ბავშვებს კარანტინის გამო კლინიკაში არავინ აწვენს.
წითელა ძალიან გადამდები ინფექციაა. როგორც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი აღნიშნავს, ერთ ინფიცირებულ პაციენტს შეუძლია 10-დან 9 ადამიანი დააინფიციროს. სპეციალისტები არავაქცინირებულ ადამიანებს ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებენ.
ამერიკაში არსებულ ვითარებას ქართველი სპეციალისტები ეხმაურებიან. ჯანდაცვის საკითხების ექსპერტი ზვიად კირტავა სოციალურ ქსელში წერს:
"2015 წლის შემდეგ ეს წითელას პირველი მსხვერპლია აშშ-ში. ბავშვი წინა კვირაში იყო ჰოსპიტალიზებული, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შეერთებულმა შტატებმა წითელა დამარცხებულად გამოაცხადა 2000 წელს. თუმცა, ვაქცინირების პროგრამებით მოსახლეობის მოცვის შემცირების გამო წითელას შემთხვევებმა იმატა. კოვიდპანდემიის ფონზე ანტივაქსერული განწყობებმა, სამწუხაროდ, ისეთი სავალდებულო ვაქცინირების მოცულობაც კი შეამცირა, როგორიც წითელაა. მცირე აფეთქებები დაფიქსირდა 2019 და 2024 წელს. ახლა ტეხასში 124 შემთხვევა, ხოლო ნიუ-მექსიკოში 9 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფიცირებულთა უმრავლესობა არავაქცინირებული პირებია".
ინფექციონისტი ალექანდრე გოგინავა კი აღნიშნავს: "წითელას ვაქცინაციის კუთხით ჩვენთანაც არასახარბიელო მდგომარეობაა, რასაც ბოლო ორი წლის განმავლობაში შემთხვევების მატებაც მიუთითებს."
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები