ოსკარის ნომინანტი ტრანსგენდერი მსახიობი ძველი პოსტების გამო სკანდალში გაეხვა
ფოტო: Medios Y Media / Getty Images
ოსკარზე ნომინირებული პირველი ტრანსგენდერი მსახიობი კარლა სოფია გასკონი კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა. სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც ინტერნეტსივრცეში ესპანელი ტელევარსკვლავის ძველი პოსტები გავრცელდა.
X-ზე (ყოფილ ტვიტერზე) გამოქვეყნებულ პოსტებში გასკონი საკამათოდ მიჩნეულ შეხედულებებს გამოთქვამს მუსლიმებზე, ჯორჯ ფლოიდსა და ოსკარის ინკლუზიურობაზე. პოსტების უმრავლესობა პლატფორმიდან მალევე გაქრა, მაგრამ სხვადასხვა მედიაში მათი შინაარსი მაინც ვრცელდება. მაგალითად, 2020 წლის ნოემბრით დათარიღებულ პოსტში გასკონი წერს, რომ ესპანეთში "იმაზე მეტი მუსლიმია, ვიდრე ოდესმე ყოფილა".
"ყოველ ჯერზე, როცა ჩემს შვილს სკოლაში ვაკითხავ, წინანდელზე მეტი ქალი მხვდება თავსაბურავით და ქუსლებამდე კაბით შემოსილი. მომავალ წელს ინგლისურის ნაცვლად არაბულს ასწავლიან", — დაწერა მსახიობმა, რომელიც წლევანდელ ოსკარზე ჟაკ ოდიარის ფილმ Emilia Pérez-ში შესრულებული მთავარი როლისთვისაა წარდგენილი.
ისლამთან ერთად, გასკონის ძველი პოსტები შეეხება ჯორჯ ფლოიდსაც, შავკანიან ამერიკელს, რომელიც 2020 წელს პოლიციელის მხრიდან ძალადობას ემსხვერპლა. ფლოიდის მკვლელობას მაშინ აშშ-ში მასობრივი დემონსტრაციები მოჰყვა.
"ვფიქრობ, ძალიან ცოტა ადამიანს ანაღვლებს ჯორჯ ფლოიდი, თაღლითი ნარკომანი, მაგრამ მისმა სიკვდილმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ისევ არსებობს ხალხი, რომელიც შავკანიან ადამიანებს უუფლებო მაიმუნებად თვლის, პოლიციელებს კი — მკვლელებად. ყველანი ცდებიან", — წერდა გასკონი.
ტრანსგენდერი მსახიობი, რომელმაც სულ ახლახან ისტორიული პრეცედენტი შექმნა თავისი წარმატებით, წინათ ოსკარსაც აკრიტიკებდა.
"ოსკარი სულ უფრო და უფრო მეტად ემსგავსება დამოუკიდებელი და საპროტესტო ფილმებისთვის მიძღვნილ ცერემონიას. ვერ ვხვდებოდი, აფრო-კორეულ ფესტივალს ვუყურებდი თუ 'შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია' მოძრაობის დემონსტრაციას", — ასე გამოეხმაურა მსახიობი კინოაკადემიის დაჯილდოებას 2021 წელს.
ისლამოფობიასა და რასიზმში დადანაშაულებული გასკონი ბოლო დღეებში ისეთი მასშტაბური და მწვავე განხილვის თემად იქცა, რომ ნეტფლიქსმა, რომელიც Emilia Pérez-ის უკან დგას, მსახიობისგან დისტანცირება ამჯობინა. გასკონმა კი ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ პოსტების შინაარსი კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.
"ჩემთვის, როგორ თავადაც მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლისთვის, ეს სირთულეები ძალზედ ნაცნობია და დიდ ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ტკივილი მივაყენე", — აცხადებს მსახიობი, — "მთელი ჩემი ცხოვრება უკეთესი სამყაროსთვის ვიბრძოდი და მჯერა, რომ სინათლე ყოველთვის გაიმარჯვებს ბნელეთზე".
სიტუაციის უკეთ ასახსნელად, ტელევარსკვლავმა ესპანურენოვან CNN-თან ერთსაათიანი ინტერვიუც ჩაწერა, მაგრამ, როგორც ცნობილია, ეს ყველაფერი ფილმის PR-გუნდთან შეუთანხმებლად მოხდა. გამოცემა Variety-ის ცნობით, ნეტფლიქსმა გასკონთან პირდაპირი კომუნიკაციაც შეწყვიტა და მას მხოლოდ აგენტის მეშვეობით ეკონტაქტება; ამასთან, აღარ ანაზღაურებს მსახიობის მგზავრობის ხარჯებს სხვადასხვა ღონისძიებაზე დასასწრებად. ამდენად, გასაკვირი არაა, რომ გასკონმა არაერთი დაჯილდოება გამოტოვა. უცნობია ისიც, დაესწრება თუ არა მსახიობი ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას 2 მარტს. ტელევარსკვლავი, რომელიც წინათ Emilia Pérez-ის პრომომასალაში ფილმის ერთ-ერთი სახე იყო, სარეკლამო პოსტერებზეც ნაკლებად ჩნდება.
ფოტო: Shanna Besson / Page 114 / Why Not Productions / Pathé Films / France 2 Cinéma
Emilia Pérez კი წლევანდელ ოსკარზე ყველაზე მეტ, 13 ნომინაციაშია წარდგენილი. ამერიკული კინოინსტიტუტის მიერ 2024 წლის 10 საუკეთესო ფილმს შორის დასახელებული ნაწარმოები გვიყვება გასკონის პერსონაჟზე, ნარკობარონზე, რომელიც ადვოკატის დახმარებით თავისი სიკვდილის გათამაშებასა და ტრანზიციის გავლას გეგმავს.
- ოსკარი 2025-ის ნომინანტები დასახელდნენ — ნახეთ სრული სია
- კარლა სოფია გასკონი ოსკარზე ნომინირებული პირველი ტრანსგენდერი მსახიობი გახდა
ფილმი ოქროს გლობუსის წლევანდელ დაჯილდოებაზეც იყო წარდგენილი 10 ნომინაციაში, საიდანაც ოთხი მოიგო კიდეც.
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები