ირაკლი ზარქუა

1 Feb. 2025, 18:44

ეს არის სახელმწიფო, საქართველო, რომელიც მოქმედებს კანონებით. კანონის მიხედვით, როდესაც შენ პოლიციელს ხელს არტყამ, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ასე ვუყურებთ და ეს ასე არის. ყოველთვის გვექნება შესაბამისი რეაგირება. ჯანმრთელობას ვუსურვებ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, შესაბამისი სტრუქტურების პასუხისმგებლობა ის არის, რომ სამედიცინო სერვისი დროულად და ხარისხიანი გაუწიოს მსჯავრდებულს. დანარჩენი, მსჯავრდებულის გადასაწყვეტია იშიმშილებს თუ არა. ეს ერთი, და მეორე, მინდა გავიხსენო ის პარალელები, გახსოვთ სააკაშვილთან დაკავშირებით როდესაც ევროპარლამენტიდან, ევროსტრუქტურებიდან, სენატიდან, კონგრესმენები, მთელი მდიდარი "ენჯეოშნიკები" ჩართულები რომ იყვნენ და გვეუბნებოდნენ, თურმე ვკლავდით, ვწამლავდით, ვაშიმშილებდით, გახსოვთ ეს მუქარები და შანტაჟები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. როგორ დამთავრდა? — ჩვენ მაშინაც ვამბობდით, უბრალოდ იკვებოს და კარგად იქნება. რაც შეეხება სამედიცინო სერვისს, როგორც სააკაშვილს უწევდა მაშინ იუსტიციის სამინისტრო, ზუსტად ანალოგიურად, ახლაც, ყოველდღე არის მონიტორინგის ქვეშ. კიდევ ერთხელ ვამბობთ, შიმშილობა არ იქნება ინდულგენცია, რომ პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდეს რომელიმე პირი. დააშავებ? — ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო და იქნება მსჯელობა და მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას. ხოლო ის ბულინგი და მცდელობა, ეს კინო ნანახი გვაქვს და ამით ვერც შეგვაშინებთ და ვერც დააჩოქებთ ქართულ საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  2. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  3. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  4. თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ
  5. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა

თიბისის მობაილბანკში ორთვიანი გემიფიკაციის კამპანია — "საგანძურის მარათონი" წარმატებით დასრულდა. თამაშმა ნახევარ…