სტივ კოენი: "ვფიქრობ, იქნება დამატებითი სანქციები და სანქციების განიხილება იმ ოფიციალური პირების მიმართაც, ვინც ჩართულია დემოკრატიის საზიანო მოქმედებებში
ფოტო: Politico
აშშ-ს ჰელსინკის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა სტივ კოენმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში Megobari act-ის განმარტებისას თქვა, რომ ყველა, ვინც კორუფციაში ან საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრაშია მხილებული, დასანქცირდება.
"გვაქვს მეგობარი აქტი, პირველი აქტი, რომელიც ავალდებულებს სანქციების გადახედვას ყველა ქართველი ოფიციალური პირის მიმართ - “ოცნების გუნდის” მიმართ, რასაც მე "კოშმარულ გუნდს" ვუწოდებ – ოცნებას, რომელიც კოშმარად იქცა. ყველა, ვინც კორუფციაში ან საქართველოს სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრაშია მხილებული, დასანქცირდება. ის ასევე ცდილობს დასახოს ის გზები, რომლითაც ქვეყანას შეუძლია ჩვენთან [ურთიერთობას] დაუბრუნდეს, იქნება ეს სავაჭრო პოლიტიკა თუ სხვა," – განაცხადა სტივ კოენმა.
ახლახან წარდგენილი კანონპროექტის შესახებ საუბრისას, რომელიც ქართული ოცნების მთავრობის ლეგიტიმურობის არაღიარებას ეხება კონგრესმენმა თქვა, რომ ძალიან რთულია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის იმ მთავრობის ლეგიტიმურობის აღიარება, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს ეფუძნება.
"ძალიან რთულია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის იმ მთავრობის ლეგიტიმურობის აღიარება, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს ეფუძნება. და, აი, აქამდე მოვედით.
გვაქვს კიდევ ერთი აქტი რომელიც ქართული რეჟიმის არაღიარებას გულისხმობს. იმ ფაქტის გამო, რომ არჩევნები არ იყო სათანადო და სამართლიანი. ეს მეორე აქტი ამერიკას უკრძალავს ივანიშვილის რეჟიმის აღიარებას, ის აღიარებს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ეს საშინელი ვითარებაა," — თქვა კონგრესმენმა.
აშშ-ს მიერ ივანიშვილისთვის დაწესებულ სანქციებზე საუბრისას, მან თქვა, რომ იქნება დამატებითი სანქციები, და სანქციების დაწესება განიხილება იმ ოფიციალური პირების მიმართაც, ვინც ჩართულია დემოკრატიის საზიანო მოქმედებებში.
"ვფიქრობ, იქნება დამატებითი სანქციები, და სანქციების საკითხი განიხილება იმ სხვა ოფიციალური პირების მიმართაც, ვინც ჩართულია დემოკრატიის საზიანო მოქმედებებში. ჩვენ ადმინისტრაციის [მუშაობის] მიწურულში ვართ და ვფიქრობ მათ სურდათ ივანიშვილის მიზანში ამოღება, რადგან ისაა ამ ყველაფრის თავი, მნიშვნელოვანი იყო მისით დაწყება. ისაა ყველაზე გავლენიანი პირი მთელ მთავრობაში მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პოზიცია არ უკავია, ისაა ტახტის უკან მდგომი ძალა, ის აკონტროლებს ყველაფერს. სხვა ადამიანების დრო შეიძლება მოგვიანებით დადგეს... სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ბევრი რამის გაკეთებას ცდილობს მანამ, სანამ ჯერ კიდევ ამ პოზიციაზეა," — განაცხადა სტივ კოენმა.
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
-
რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს რუსეთი სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალურ საკონსულოს ხურავს
გადახედვა
-
2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია 2026 წლის II კვარტალში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთია
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება
გადახედვა
-
დედამიწის ატმოსფეროში მეტეოროიდი შემოიჭრა — ის რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს დედამიწის ატმოსფეროში მეტეოროიდი შემოიჭრა — ის რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს
გადახედვა
-
ChatGPT-ს დაწერილ მეილებს ჩვენისგან ვეღარ გავარჩევთ? — ჩატბოტში ახალ ფუნქციას ტესტავენ ChatGPT-ს დაწერილ მეილებს ჩვენისგან ვეღარ გავარჩევთ? — ჩატბოტში ახალ ფუნქციას ტესტავენ
გადახედვა
-
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინა
გადახედვა
-
"ერთი მიმართულებით მოძრაობენ" — თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილსა და ოპოზიციაზე "ერთი მიმართულებით მოძრაობენ" — თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილსა და ოპოზიციაზე
გადახედვა
-
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა 500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
-
ატომის 2500-წლიანი ისტორია — დემოკრიტედან თანამედროვე ფიზიკამდე ატომის 2500-წლიანი ისტორია — დემოკრიტედან თანამედროვე ფიზიკამდე
გადახედვა
-
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია ქართული რძის პროდუქტები წარმოებას აფართოებს საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით, კომპანია ქართული რძის პროდუქტები წარმოებას აფართოებს
-
ოთარ ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად დანაყოფი "გეორგიევსკი" შექმნა ოთარ ფარცხალაძემ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად დანაყოფი "გეორგიევსკი" შექმნა
გადახედვა
-
საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
კომენტარები