"საერთაშორისო გამჭვირვალობა": როგორ ებრძვიან აქტივისტურ ჯგუფებს საქართველოში
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო კვლევას აქვეყნებს, რომელშიც ფეისბუქ ჯგუფ დაიტოვეზე და ქართული ოცნების მხრიდან მასზე თავდასხმის შემთხვევებზე საუბრობს. ორგანიზაციის წერს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ 255 000-წევრიანი ფეისბუქ ჯგუფი დაანონსებული აქციების გარდა, გაწევრიანებული ადამიანებისთვის მიმდინარე მოვლენებისა და სხვადასხვა საკითხების ოპერატიული ინფორმაციის მიღების წყაროა, დაიტოვე და მისი აქტივისტები ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე არიან.
"2024 წლის 4 დეკემბერს, დაიტოვეს ერთ-ერთი ლიდერის ილია ღლონტს სახლში კრიმინალური პოლიცია შევიდა. ილიას მათ წარუდგინეს იმავე დღით დათარიღებული გამომძიებლის დადგენილება "გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის წარმოების შესახებ" და აცნობეს მას, რომ მის სახლში უნდა ჩატარებულიყო ჩხრეკა. იმავე დღით დათარიღებული ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჩხრეკის შედეგად, ილიას სახლიდან ამოღებულ იქნა ერთი ლეპტოპ კომპიუტერი და ერთი მობილური ტელეფონი. რაიმე სხვა საგანი ან დოკუმენტი ამოღებული არ ყოფილა. ჩხრეკის ოქმის თანახმად, ილია ღლონტი საქმეში ფიგურირებს, როგორც "მოწმე".
არსებული ინფორმაციით, ანალოგიურად, ჩხრეკა ჩატარდა დაიტოვეს კიდევ ერთი ლიდერის ნენსი ვოლანდის სახლშიც." — ვკითხულობთ კვლევაში.
TI წერს, რომ ილია ღლონტის სახლში გამომძიებლის დადგენილებით, არსებობდა "დასაბუთებული ვარაუდი", რომ მასთან ინახება "საქმისათვის მნიშვნელოვანი ნივთი ან ნივთიერება", რის გამოც გაჩნდა ჩხრეკის "გადაუდებელი აუცილებლობა", თუმცა, ორგანიზაციის თქმით, დადგენილებაში "დასაბუთებულ ვარაუდზე" მითითებული არ არის.
"აღნიშნული დადგენილების თანახმად, ილიასთვის უცნობ რომელიღაც სისხლის სამართლის საქმეზე (საქმის ნომერი დადგენილებაში მითითებულია), რომელზეც თურმე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის ("ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა") პირველი და მე-2 ნაწილებისა და 239-ე მუხლის ("ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდება“) შესაბამისად, გამომძიებელს თურმე დაუდგენია, რომ არსებობს "დასაბუთებული ვარაუდი", რომ ილია ღლონტთან ინახება "საქმისათვის მნიშვნელოვანი ნივთი ან ნივთიერება“, რის გამოც თურმე არსებობს "გადაუდებელი აუცილებლობა" ჩხრეკის ჩატარების თაობაზე. რაში მდგომარეობს ეს "დასაბუთებული ვარაუდი", ამის თაობაზე გამომძიებლის დადგენილებაში მითითებული არ არის.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილები მოითხოვს, რომ ჩხრეკა და ამოღება ჩატარდეს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს "დასაბუთებული ვარაუდი", რომ გარკვეულ ადგილზე, გარკვეულ პირთან ინახება "საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი". იმავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, ჩხრეკასთან და ამოღებასთან დაკავშირებით "დასაბუთებული ვარაუდი“ არის "ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა", რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რომ მოცემულ ადგილზე, მოცემულ პირთან ინახება საქმისათვის მნიშვნელოვანი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი.
მოცემულ შემთხვევაში გამომძიებელს არ შეუწუხებია თავი, მიეთითებინა, თუ რომელი ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობის საფუძველზე დაასკვნა მან, რომ ილია ღლონტთან ინახება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ობიექტები ან, კონკრეტულად, რომელი ობიექტების აღმოსაჩენად იყო მისული ილია ღლონტთან ჩხრეკის ჩასატარებლად. ამ თვალსაზრისით, ჩხრეკის წარმოების შესახებ გამომძიებლის დადგენილება უფრო აკრძალულ ადგილას ალალბედზე თევზაობას ჰგავდა, რადგან გამომძიებელს არც ჩხრეკის ჩატარების საფუძველი ჰქონდა და არც ის იცოდა, რას ეძებდა". — წერია კვლევაში.
ორგანიზაცია საუბრობს გადაუდებელი აუცილებლობის საკითხზეც. კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადამიანის პირადი სივრცე და კომუნიკაცია ხელშეუხებელია, არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ან სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა. TI-ის თქმით, ღლონტის სახლში ჩხრეკა იყო უკანონო, რადგან არ არსებობდა მისი სასამართლოს განჩინების გარეშე ჩატარების გადაუდებელი აუცილებლობა.
"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილით, "საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ტარდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით. მოსამართლე შუამდგომლობისა და მისი განხილვისათვის საჭირო ინფორმაციის შესვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს შუამდგომლობას".
იმავე მუხლის მე-5 ნაწილით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედება შეიძლება ჩატარდეს სასამართლოს განჩინების გარეშეც, თუ არსებობს "გადაუდებელი აუცილებლობა", როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან როცა დაყოვნება შეუძლებელს გახდის აღნიშნული მონაცემების მოპოვებას და სხვ. ასეთ შემთხვევაში, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ პროკურორმა უნდა აცნობოს მოსამართლეს საგამოძიებო მოქმედების დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში და უნდა გადასცეს მას სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლებიც ასაბუთებს საგამოძიებო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობას. მოსამართლე მასალების შესვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა ზეპირი მოსმენის გარეშე, ან მხარეთა თანდასწრებით წყვეტს შუამდგომლობას. შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე ამოწმებს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას.
მოცემულ შემთხვევაში, გამომძიებელმა თავის დადგენილებაში მხოლოდ მიუთითა კანონის ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ გარემოებებზე, რომ თურმე დაყოვნებას შეეძლო გამოეწვია გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება და მას შესაძლოა შეუძლებელი გაეხადა აღნიშნული მონაცემების მოპოვება.
გადაუდებელი აუცილებლობის არსებობის დასასაბუთებლად საკმარისი არ არის მხოლოდ კანონის ნორმების ციტირება და კანონით გათვალისწინებულ გარემოებებზე მითითება. ამისათვის ასევე აუცილებელია კონკრეტულ ფაქტებსა ან ინფორმაციაზე მითითებაც, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს გადაუდებელი აუცილებლობის რეალურად არსებობაში დაარწმუნებდა. ასეთ ფაქტებსა ან ინფორმაციაზე გამომძიებელს თავის დადგენილებაში არ მიუთითებია". — წერს ორგანიზაცია.
TI ღლონტის წინააღმდეგ ქართული ოცნების მიერ ზეწოლის განხორციელების მიზნით ასევე საგადასახადო იძულების მექანიზმების გამოყენებაზეც საუბრობს. ორგანიზაციის თქმით, ახალი წლის წინა დღეებში სამეწარმეო საზოგადოებებმა, რომლებშიც ილია ღლონტს წილზე საკუთრების უფლება აქვს, შემოსავლების სამსახურიდან ერთი და იმავე შინაარსის წერილები მიიღეს, რომლებითაც აღნიშნული სამსახური ადრესატებისგან ეკონომიკური საქმიანობის შესახებ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენას ითხოვს და ატყობინებს, რომ წარმოუდგენლობის შემთხვევაში მათ 400 ლარის, ხოლო განმეორებით შემთხვევაზე 1000 ლარის ჯარიმა დაერიცხებათ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო დასკვნით შეფასებაში წერს, რომ ქართულმა ოცნებამ აქტივისტთა ჯგუფების დევნა განსაკუთრებით "რუსული კანონის" პირველად დაინიცირების შემდეგ დაიწყო და მათი თქმით, ცხადი გახდა, რომ საპროტესტო აქციების ორგანიზებაში ჩართული ჯგუფების მხოლოდ ძალადობრივი გზებით გაჩერება ქართული ოცნებისთვის მიუღწეველი ამოცანა აღმოჩნდა.
"ამიტომაც, მასობრივი დარბევების პარალელურად, დე ფაქტო ხელისუფლებამ მოქალაქეთა და სტუდენტური საინიციატივო ჯგუფების ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი მექანიზმებით კონტროლის მეთოდსაც მიმართა. თუმცა, ამას კონსოლიდირებული რეპრესიული სახელმწიფო მანქანა სჭირდება. სწორედ ამისათვის მიეცა, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, რეგულარული ხასიათი ე.წ. სამართალდამცავ და მართლმსაჯულების სისტემებში ხელისუფლებისადმი ლოიალური კადრების მუდმივ წახალისება დაწინაურებას ჯილდოებით, პრემიებითა და ბონუსებით.
გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე შეკრებილი საბიუჯეტო სახსრები ისევ გადასახადის გადამხდელთა წინააღმდეგ რეპრესიებისათვის იხარჯება. რეპრესიული ზომების "საინფორმაციო" მხარდაჭერას პრორუსული რეჟიმის პროპაგანდისტული მედია და სოციალურ პლატფორმებზე ტროლ-ბოტების ჯარი უზრუნველყოფს. მათი მიზანი სამოქალაქო აქტივისტების მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირებაა.
ჯგუფის "დაიტოვე" საქმე მკაფიო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია მიტაცებულ სახელმწიფოში მმართველ პარტიას, საკუთარი უკანონო მიზნების მისაღწევად, სამართალდამცავი, ფინანსური და პროპაგანდისტული ინსტიტუტების მობილიზება და გამოყენება საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ". — წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო.
-
აზერბაიჯანში ISIS-ისთან დაკავშირებული 3 პირი დააკავეს, რომლებიც ერთ-ერთ საელჩოზე ტერაქტს გეგმავდნენ აზერბაიჯანში ISIS-ისთან დაკავშირებული 3 პირი დააკავეს, რომლებიც ერთ-ერთ საელჩოზე ტერაქტს გეგმავდნენ
გადახედვა
-
კანიე ვესტმა ანტისემიტური ქმედებები ბიპოლარული აშლილობით ახსნა და მოიბოდიშა კანიე ვესტმა ანტისემიტური ქმედებები ბიპოლარული აშლილობით ახსნა და მოიბოდიშა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა ლიდერატორზე რეგისტრაცია გრძელდება საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა ლიდერატორზე რეგისტრაცია გრძელდება
-
ოკუპირებული აფხაზეთიდან ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ბრიტანეთის მოქალაქე გააძევეს ოკუპირებული აფხაზეთიდან ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ბრიტანეთის მოქალაქე გააძევეს
გადახედვა
-
პარიზის მაღალი მოდის კვირეული: ვარსკვლავების ლუქები პარიზის მაღალი მოდის კვირეული: ვარსკვლავების ლუქები
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: კოკა-კოლას საახალწლო გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ ნახეთ ვიდეო: კოკა-კოლას საახალწლო გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
31 იანვრამდე პორშე ცენტრი თბილისის შოურუმში ახალი Cayenne Electric ექსკლუზიურად იქნება წარმოდგენილი 31 იანვრამდე პორშე ცენტრი თბილისის შოურუმში ახალი Cayenne Electric ექსკლუზიურად იქნება წარმოდგენილი
-
თიბისი ბარათის მრავალნაირი შეთავაზება პარტნიორ ობიექტებში — დაიბრუნე 30% Extra-ზე თიბისი ბარათის მრავალნაირი შეთავაზება პარტნიორ ობიექტებში — დაიბრუნე 30% Extra-ზე
-
ჰოლივუდის ნიშანზე ლიფების უნებართვოდ ჩამოკიდების გამო, სიდნი სვინი მორიგ სკანდალშია ჰოლივუდის ნიშანზე ლიფების უნებართვოდ ჩამოკიდების გამო, სიდნი სვინი მორიგ სკანდალშია
გადახედვა
-
მეცნიერებმა "მაგარი ტიპობის" ექვსი თვისება განსაზღვრეს მეცნიერებმა "მაგარი ტიპობის" ექვსი თვისება განსაზღვრეს
გადახედვა
-
გიორგი კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა 2027 წლის 1-ელ იანვრამდე გაუხანგრძლივდა გიორგი კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა 2027 წლის 1-ელ იანვრამდე გაუხანგრძლივდა
გადახედვა
-
თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით ხსნის თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით ხსნის
-
მერია: ორ მისამართზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება მერია: ორ მისამართზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა
-
Volvo-ს უნიკალური არტინსტალაცია გუდაურში — ვოლვო ქარ საქართველოსა და Nikakoi-ს კოლაბორაცია მდგრადი მომავლისთვის Volvo-ს უნიკალური არტინსტალაცია გუდაურში — ვოლვო ქარ საქართველოსა და Nikakoi-ს კოლაბორაცია მდგრადი მომავლისთვის
-
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ილია ღუდუშაური დააკავეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ილია ღუდუშაური დააკავეს
გადახედვა
-
"ჩვენი ბავშვების ტვინები არ იყიდება" — საფრანგეთი 15 წლის ასაკამდე სოცმედიას კრძალავს "ჩვენი ბავშვების ტვინები არ იყიდება" — საფრანგეთი 15 წლის ასაკამდე სოცმედიას კრძალავს
გადახედვა
-
ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გიორგი ვაშაძეს 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა და პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაევალა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გიორგი ვაშაძეს 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა და პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაევალა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: დებატები დღეს არაა მიზანშეწონილი. გამოუშვან სინდისის პატიმრები, პოლიტიკური პატიმრები, ეს ყველაფერია ჯერ შესაცვლელი, რომ ვინმემ დაიჯეროს, რომ შეიძლება ამ რეჟიმთან დიალოგი სალომე ზურაბიშვილი: დებატები დღეს არაა მიზანშეწონილი. გამოუშვან სინდისის პატიმრები, პოლიტიკური პატიმრები, ეს ყველაფერია ჯერ შესაცვლელი, რომ ვინმემ დაიჯეროს, რომ შეიძლება ამ რეჟიმთან დიალოგი
გადახედვა
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხაილო ბროდოვიჩი საქართველოში უკრაინის ელჩად დანიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხაილო ბროდოვიჩი საქართველოში უკრაინის ელჩად დანიშნა
გადახედვა
-
ინდოეთში ნიპას ვირუსი ვრცელდება: სიმპტომები, რისკები და გადადების გზები ინდოეთში ნიპას ვირუსი ვრცელდება: სიმპტომები, რისკები და გადადების გზები
გადახედვა
-
რატომ უნდა ნახონ GOT-ის ფანებმა "შვიდი სამეფოს რაინდი" რატომ უნდა ნახონ GOT-ის ფანებმა "შვიდი სამეფოს რაინდი"
გადახედვა
კომენტარები