გიორგი სიორიძე

გიორგი სიორიძე

21 Dec. 2024, 12:53

ეუთოს რეკომენდაციებით, მომავალი არჩევნები არ უნდა ჩატარდეს არც ამ კანონმდებლობით და არც ამ მიკერძოებული ცესკოს მიერ.

ეუთო/ოდირის დასკვნა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს უმძიმესად აფასებს. ეს ორგანიზაცია არჩევნების პოლიტიკური ლეგიტიმაციის შეფასებას არ ახდენს. თუმცა არასოდეს ყოფილა ის თავის შეფასებებში ასეთი ნეგატიური, არასოდეს ასეთი მკაცრი - რეკომენდაციებში. შესაბამისად, დასკვნა ჩვენ უნდა გამოვიტანოთ-არჩევნები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს და ეუთოს უწინდელ რეკომენდაციებს.

ოდირის შეფასებით, საარჩევნო ადმინისტრაცია არის მიკერძოებული, რომელშიც დომინირებს მმართველი პარტია და ეს ეხება როგორც ცესკოს, ასევე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს. გადაწყვეტილების მიღების პროცესში პარტიების მიერ დანიშნული წევრები მთლიანად იყვნენ გამოთიშულნი.

საარჩევნო ტექნოლოგიები მთლიანად იყო ხელისუფლების მიერ მართული პირების ხელში და მასთან დაკავშირებულ პროცესებში არ მონაწილეობდნენ ჩართული მხარეები (როგორც პარტიები, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციები).

ოდირის რეკომენდაციებში ასახულია, პრაქტიკულად, ყველა ის პრობლემა, რაზეც ამდენ ხანს ვსაუბრობდით, მათ შორის: უმეტესობა უბნებში შეუძლებელი იყო სრულფასოვანი დაკვირვება, ბიულეტენებზე სპეციალური მარკერის გამონაჟონით გამოწვეული შედეგები, რამაც დაარღვია ფარულობის პრინციპი და სხვა. 

ფაქტია, რომ ახალი არჩევნები არ უნდა ჩატარდეს არც ამ კანონმდებლობით და არც ამ წესითა და შემადგენლობით დაკომპლექტებული ცესკოს მიერ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  2. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  3. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  4. თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ
  5. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა

თიბისის მობაილბანკში ორთვიანი გემიფიკაციის კამპანია — "საგანძურის მარათონი" წარმატებით დასრულდა. თამაშმა ნახევარ…