საქართველოს ICT სექტორი ევროპული კურსის მხარდასაჭერად განცხადებას ავრცელებს
ფოტო: ICT
საქართველოს ინფორმაციული კომუნიკაციების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს. მათი განმარტებით, ქვეყანაში ძალადობრივი ფაქტები მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ევროპულ კურსს ეწინააღმდეგება და საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს უპირისპირდება. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ დაპატიმრებული მოქალაქეები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ და დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარდეს არჩევნები.
განცხადების თანახმად, ისინი კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევენ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ ერთადერთი კანდიდატის არჩევას, რომლის პროცესშიც ალტერნატიული კანდიდატი საერთოდ არ არსებობდა.
"ჩვენ, საქართველოს ICT სექტორის წარმომადგენლები, მკაფიოდ ვაფიქსირებთ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ. ბოლოდროინდელი ძალადობრივი ქმედებები მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, ასევე განცხადებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ კურსს, მიუღებელია ჩვენთვის. ეს ქმედებები უპირისპირდება საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს, ქართველი ხალხის ნებას და ქვეყნის კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ცალსახად ასახავს საქართველოს მიზანს — გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი.
ამასთან, კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია არალეგიტიმური პარლამენტის კოლეგიის მიერ პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატის არჩევა, რომლის პროცესშიც ალტერნატიული კანდიდატი საერთოდ არ არსებობდა. ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს, ქართველი ხალხის ნებას და კიდევ უფრო აღრმავებს ქვეყნის ინსტიტუციურ კრიზისს", — ნათქვამია განცხადებაში.
ICT სექტორის წარმომადგენლების თქმით, ევროპასთან კავშირის გაწყვეტა ტექნოლოგიურ პროცესსა და ეკონომიკას აფერხებს.
"ევროპასთან კავშირების გაწყვეტა აზიანებს არა მხოლოდ ტექნოლოგიურ პროგრესს, არამედ მთლიანად ეკონომიკას, აფერხებს ინვესტიციებს და საქართველოს განვითარების შესაძლებლობებს. ამ ვითარებაში, საქართველოს ევროპული კურსის შესუსტება წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს როგორც ჩვენი ქვეყნის ტექნოლოგიური სექტორის, ასევე მთლიანად საზოგადოების პროგრესისთვის.
ჩვენ, საქართველოს ICT სექტორის წარმომადგენლები, კატეგორიულად ვგმობთ ძალადობას და მშვიდობიანი მომიტინგეების უფლებების შელახვას. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას:
დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ ბოლო პერიოდში დაპატიმრებულები — ადამიანები, რომლებიც ქმნიან საქართველოს პროგრესულ მომავალს;
დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარდეს ახალი არჩევნები;
ევროპული მომავალი საქართველოსთვის თავისუფლების და პროგრესის გზაა, და ჩვენი სექტორი ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ კურსს საფრთხე არ შეექმნას.
მოვუწოდებთ საქართველოს ICT სექტორის ყველა წარმომადგენელს, შეუერთდნენ ამ მიმართვას ხელმოწერით და მხარი დაუჭირონ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ, პროგრესულ განვითარებას", — წერია განცხადებაში.
განცხადებაზე ხელმოწერა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია აღნიშნულ ლინკზე.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები