2008 წლის ომის გმირების ოჯახის წევრები განცხადებას ავრცელებენ
2008 წლის აგვისტოს ომის გმირების ოჯახის წევრების განცხადებით, ქვეყნის ათწლეულების ბრძოლა ევროპული მომავლისთვის ჩიხშია შესული. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეუძლებელია ამ გამეტებული ცემა-ტყეპის ყურება, ბეწვის ხიდზე სიარული, მოლოდინი, თუ როდის დატრიალდება უბედურება. შეუძლებელია მუნდირის, ღირსების შემლახავი ქცევების ნახვა, რადგან ეს ანადგურებს ინსტიტუციებს. განცხადებას გიორგი ანწუხელიძის ცოლი, მაკა ჩიკვილაძე ავრცელებს.
"ჩვენ, 2008 წლის ომის გმირების ოჯახის წევრები თავს მოვალედ მივიჩნევთ დავაფიქსიროთ საკუთარი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე სამწუხარო პროცესებზე.
ფაქტია, რომ ათწლეულების ბრძოლა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ჩიხშია შესული. ფაქტია, რომ ქვეყანაში ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან, კარგავენ ერთმანეთს, აყენებენ შეურაცხყოფას...ეს არ არის ჯანსაღი გარემო. ფაქტია, რომ მომავალი თაობა, ახალგაზრდები, მათი მშობლებიც, ამაზე ძალიან ვწუხვართ, არის პროტესტი.
თითოეულ მოქალაქეს, არა მხოლოდ უფლება, მოვალეობაც აქვს, იზრუნოს თავის ქვეყნის სწორ განვითარებაზე, გააპროტესტოს ყველაფერი, რაც ქვეყნის ცივილიზაციურ მომავალს დაბრკოლებას უქმნის.
მათ ამაში ვერავინ და ვერაფერმა უნდა შეუშალოს ხელი. კონსტიტუცია და მისგან მონიჭებული უფლება-მოვალეობა, ყველაფერზე მაღლა დგას, რადგან მისი დაცვაა სწორედ სახელმწიფოს არსებობის ქვაკუთხედი.
პასუხისმგებლობაა ისიც, რომ როცა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი სწორად არ, თუ ვერ წარიმართა, ადამიანებს მიეცეთ საშუალება თავად განსაზღვრონ სწორი გზა, მოუსმინო მათ მოთხოვნებს. არავის აქვს უფლება დაბრკოლებად იქცეს ქვეყნის განვითარების იმ გზაზე, რასაც ამ ქვეყნის მოქალაქეები ფიზიკურადაც კი ეწირებოდნენ. ვინ როგორ და რანაირადაც არ უნდა აღიქვამდეს პროტესტის მონაწილე ახალგაზრდებს, ისინი ჩვენი შვილები არიან.
მომავალი მათია და უფლება აქვთ ჰქონდეთ თავის შეხედულებები, სურვილები. და თუ ვინმე მათ იმ აგრესიით უპასუხებს, რასაც ვხედავთ, აღარავის ექნება უფლება უსაყვედუროს შემხვედრ აგრესიაზე. შეუძლებელია ამ გამეტებული ცემა-ტყეპის ყურება, ბეწვის ხიდზე სიარული, მოლოდინი, თუ როდის დატრიალდება უბედურება. შეუძლებელია მუნდირის, ღირსების შემლახავი ქცევების ნახვა, რადგან ეს ანადგურებს ინსტიტუციებს.
ვერავინ გაამართლებს ამ სურათს სოციალურ ქსელებში გავრცელებული უცხოური ვიდეოებითა და ფაშისტური, თუ ტერორისტული ორგანიზაციების დემონსტრაციათა დაშლის მაგალითებით.
ბოდიში, ეს ქვეყანა პატარაა და ყველას გვყავს იქ საკუთარი, მეგობრის, მეზობლის თუ ნაცნობის შვილი. ვიცით რაც აწუხებთ. საქართველოს მომავალი ევროპაა და მონდომების შემთხვევაში, ბუნდოვანი და ფაქტებს მოკლებული დაპირებების მიღმა, ეს მომავალი არაა ეფემერული.
საქართველოს ჰყავს ერთი მტერი – რუსეთი. ცივილიზაციური სამყაროსგან იზოლაციაში, ის გადაგვყლაპავს.
ნუ აღმოვჩნდებით ჩვენი ქმედებებით ამ მტრის მოკავშირე. ამაზე მან უნდა იფიქროს, ვისაც მეტი მოვალეობა აქვს, ზოგჯერ ინდივიდუალურადაც. ჩვენ, როგორც შეგვიძლია ისე ვცდილობთ დავიცვათ ის იდეა, რასაც ჩვენი ოჯახის წევრები შეეწირნენ. ბოდიში არავისთან გვაქვს მოსახდელი!!! არც ის გვსურს, რომელიმე ქართველის შთამომავლობას მართლა ჰქონდეს საშვილიშვილო ბოდიში მოსახდელი თავის თანამემამულეებთან. ვემსახურებით საქართველოს! ღმერთი ფარავდეს ჩვენ ქვეყანას!", — წერს მაკა ჩიკვილაძე.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები