13 ბიზნესასოციაციის ერთობლივი განცხადება: კატეგორიულად არ ვეთანხმებით, "ქართული ოცნების' ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას
"ქართული ოცნების" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, ბიზნესასოციაციები ეხმაურებიან. 13 ბიზნესასოციაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი ქართული ოცნების გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან.
13 ბიზნესასოციაციის ერთობლივი განცხადება:
კატეგორიულად არ ვეთანხმებით, "ქართული ოცნების' ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადთან დაკავშირებული მოლაპარაკებები 2028 წლამდე.
ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება ქმნის დიდ რისკს, რომ საქართველომ ხელიდან გაუშვას ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის ფანჯარა, რაც რეგიონში ბოლოდროინდელი გეოპოლიტიკური ცვლილებები შედეგად წარმოიშვა.
გუშინდელი გადაწყვეტილება ძირს უთხრის მთელი საზოგადოების მიერ ათწეულების მანძილზე გაწეულ სამუშაოს და წარმოადგენს ბოლო თვეების მანძილზე ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესების პროცესის კულმინაციას.
ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება გამოიწვევს საქართველოს კიდევ უფრო მეტ იზოლაციას დასავლელი პარტნიორებისაგან. ეს პარტნიორობა კი არის უმნიშვნელოვანესი ქვეყნის ეკონომიკის, დემოკრატიისა და უსაფრთხოებისათვის.
ჩვენ, როგორც ბიზნეს ასოციაცია, კარგად ვაცნობიერებთ იმ ეკონომიკურ გავლენას, რაც ამ ცვლილებას შესაძლოა ჰქონდეს. მოკლევადიან პერიოდში, ამ პოლიტიკას ექნება მნიშვნელოვანი ნეგატიური ეკონომიკური გავლენა და შესაძლოა, გამოიხატოს საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტაში, რაც უარყოფითად აისახება ოჯახების უდიდეს რაოდენობაზე.
უფრო გრძელვადიან პერიოდში, ზეგავლენა კიდევ უფრო ხელშესახები იქნება. თითოეულ კანდიდატ ქვეყანაში, ევროკავშირში გაწევრიანების შედეგად, დაფიქსირდა მნიშვნელოვანი ზრდა როგორც ინვესტიციების, ისე ვაჭრობის კუთხით. ამან უმნიშვნელოვანესი შედეგები აჩვენა, მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესების და შვილებისა და შვილიშვილების თაობისთვის შესაძლებლობების ზრდის კუთხით.
ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმით, საქართველო რისკავს ხელიდან გაუშვას თავისი მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესების შესაძლებლობა.
ევროპულ ოჯახში მართებული დაბრუნება მრავალი თაობის მოქალაქის ისტორიული არჩევანია, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით. ამ გზის უარყოფა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის სურვილს.
ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი, რომელიც მიგვაჩნია ქვეყნის მდგრადი განვითარების, კეთილდღეობისა და გრძელვადიანი სტაბილურობის გარანტად", - წერია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭო, ICC Georgia, EBA Georgia, საქართველოს მწარმოებელთა ასოციაცია, გადასახადის გადამხდელთა კავშირი, სასტუმროების და რესტორნების ფედერაცია, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი, გერმანული ბიზნეს ასოციაცია, აშშ-ის სავაჭრო პალატა, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, რესტორატორთა ასოციაცია და ICDC.
არსებული ინფორმაციით, მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, არ შეუფასებია საქართველოს ბიზნესასოციაციას (BAG)
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები