Volvo EX90-ის მძღოლის მდგომარეობის გაგების სისტემა 2024 წლის საუკეთესო გამოგონებად აღიარეს
ფოტო: თეგეტა
ჟურნალმა TIME-მა საუკეთესო გამოგონებების ყოველწლიური სია გამოაქვეყნა, რომელიც სხვადასხვა დარგში ისეთ მნიშვნელოვან ინოვაციურ გამოგონებებს აერთიანებს, რომლებსაც შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს ადამიანის ცხოვრება. 2024 წლის სიაში ნომინაცია „ავტომობილში“ Volvo EX90 SUV-ში მძღოლის მდგომარეობის გაგების სისტემამ გაიმარჯვა.
მძღოლის მდგომარეობის გაგების სისტემა EX90-ში ნოვატორული, უსაფრთხოების სრულიად ახალი ფუნქციაა, რომელიც სენსორული ანალიზის ტექნოლოგიით რეალურ დროში ადგენს - გაუარესდა თუ არა მძღოლის მდგომარეობა, არის თუ არა მძღოლი დაღლილი, ან გაეფანტა თუ არა მას ყურადღება. ეს კეთდება იმ მიზნით, რომ ავტომანქანამ საჭიროებისამებრ აღმოუჩინოს მას შესაბამისი დახმარება.
ზოგიერთ შემთხვევაში EX90 მძღოლს თავიდან მსუბუქი ბიძგით გააფრთხილებს, რასაც მოჰყვება უფრო აქტიური შეტყობინებები, თუ საწყის ბიძგს არ ექნება სასურველი შედეგი. გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში - მაგალითად, თუ მძღოლს ჩაეძინა, EX90-ს შეუძლია უსაფრთხოდ გააჩეროს მანქანა და ავარიული შუქების საშუალებით გააფრთხილოს გზით სხვა მოსარგებლეები.
მძღოლების მდგომარეობის გაგების სისტემა Volvo-ს ახალი, სრულად ელექტრული EX90-ის სტანდარტული კომპლექტაციის ნაწილია.
ფოტო: თეგეტა
ჯიმ როუენი, Volvo Cars-ის აღმასრულებელი დირექტორი: "Volvo Cars-ისთვის ეს აღიარება ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. VolVo-ს მთელი ისტორიის განმავლობაში EX90 ყველაზე უსაფრთხო ავტომობილია. თითოეული ჩვენი მოდელი შემუშავებულია Volvo-ს მოწინავე უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად, თუმცა ჩვენ მუდმივად ვაგრძელებთ უსაფრთხოების ტექნოლოგიების გაუმჯობესებაზე მუშაობას.
მძღოლის მდგომარეობის გაგების სისტემა EX90-ში ჩვენი ერთ-ერთი უახლესი გამოგონებაა უსაფრთხოების სფეროში, რაც პირდაპირი შედეგია იმ ცოდნისა, რომელიც რეალურ პირობებში 50 წელზე მეტი ხნის კვლევის შედეგად შევიძინეთ. ჩვენი ცოდნა და გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთობენ მძღოლები საკუთარ ავტომანქანებთან, გვეხმარება, აღმოფხვრათ ის დაბრკოლებები, რომლებიც ხელს გვიშლის ჩვენი საბოლოო მიზნის - ნულოვანი შეჯახების მიღწევაში. ამ გზაზე EX90 Volvo Cars-ის უსაფრთხოების ახალი ეპოქაა. ჩვენი მთლიანად ელექტრული ლეგენდარული SUV შექმნილია იმისათვის, რომ დაიცვას ადამიანები და მათი სიცოცხლე, ხოლო მათი ყოველდღიური მოგზაურობა უფრო ადვილი და სასიამოვნო გახადოს. დროთა განმავლობაში ის კიდევ უფრო გაუმჯობესდება და დაიხვეწება, რადგან რეალურ დროში მიღებული მონაცემები ამის საშუალებას იძლევა".
„ვოლვო ქარსი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ავტომობილების მწარმოებელი ბრენდია. მას არაერთი მნიშვნელოვანი გამოგონება უკავშირდება, მათ შორის უსაფრთხოების სამწერტილოვანი ღვედი, რომელიც ვოლვოს ინჟინერმა 1959 წელს შექმნა და მისი პატენტი მსოფლიოს უსასყიდლოდ გადასცა, რამაც დღემდე მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინა. ამის შემდეგ იყო მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულების ბავშვის სავარძელი, რომლის სწორად დამონტაჟების შემთხვევაშიც მცირეწლოვანი ავარიისას ბევრად უფრო დაცულია.
შვედურ ბრენდს საქართველოში თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო წარმოადგენს. კომპანია 2019 წლიდან პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია და მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები