რა შედეგი მოაქვს უწყვეტ პროტესტს? — 5 ისტორიული ფაქტი
ფოტო: ChileToday
ისტორიაში ბევრჯერ დამტკიცებულა, რომ ურყევი მონდომებითა და კოლექტიური გამძლეობით განპირობებულ უწყვეტ პროტესტს შედეგი აუცილებლად მოჰყვება, იქნება ეს მჩაგვრელი რეჟიმის დემონტაჟი თუ, ფუნდამენტური უფლებების დაცვა. დღეს, როდესაც ყველანი საქართველოში სამართლიანობისთვის ბრძოლის მოწმენი და მონაწილენი ვართ, მგონი ღირს იმ მომენტების გადახედვა, როდესაც ხალხმა ერთად დგომით გაიმარჯვა.
მოდი, ცოტათი გავმხნევდეთ და გავიხსენოთ 5 ისტორიული მოვლენა, რომლებიც ადასტურებენ, რომ უწყვეტ პროტესტსა და მოქალაქეთა მძლავრ სულისკვეთებას შეუძლია რეალური ცვლილებები მოიტანოს.
1. სამხრეთ კორეის "ივნისის ბრძოლა" (1987 წელი)
ფოტო: The Korea Herald
1987 წელს სამხრეთ კორეაში მასობრივი დემონსტრაციები მოეწყო, რომელშიც სტუდენტები, პროფკავშირების წარმომადგენლები და უბრალო მოქალაქეები იყვნენ ჩართულნი. ისინი საჯარო მოედნებზე იკრიბებოდნენ და დემოკრატიული რეფორმების მოთხოვნით მსვლელობებს, "სანთლის შუქი", მართავდნენ. მომიტინგეები მოითხოვდნენ სამხედრო დიქტატურის დასრულებასა და თავისუფალი არჩევნების გამართვას. არაძალადობრივი დემონსტრაციები მათი სტრატეგიის მთავარი ნაწილი იყო. საბოლოოდ მთავრობა მოთხოვნებს დათანხმდა და პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა, რაც ათწლეულების ავტორიტარული მმართველობის დასასრულს ნიშნავდა.
2. ტუნისის "არაბული გაზაფხული" (2010-2011 წლები)
ფოტო: National Public Radio
2010 წელს ტუნისში მუჰამედ ბუაზიზისმა პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა, რაც ხალხის უწყვეტ პროტესტში გადაიზარდა. მოქალაქეები ყოველდღიურად ქუჩის დემონსტრაციებსა და გაფიცვებს აწყობდნენ. აღსანიშნავია, რომ სოციალურმა მედიამ პროტესტის მონაწილეების კომუნიკაცია გაამარტივა. საბოლოოდ ინფორმაციის სწრაფმა გავრცელებამ პროცესში გადამწყვეტი როლი ითამაშა და შედეგად, პრეზიდენტი ზინე ელ აბიდინ ბენ ალი ქვეყნიდან გაიქცა. ეს მისი 23 წლიანი მმართველობის დასასრული იყო. ცნობისთვის, მოვლენამ საპროტესტო ტალღა სახელწოდებით: "არაბული გაზაფხული", სხვა არაბულ ქვეყნებშიც გააჩინა.
3. ბერლინის "ორშაბათის დემონსტრაციები" (1989 წელი)
ფოტო: wikipedia
1989 წელს აღმოსავლეთ გერმანიაში, ლაიფციგში, ყოველკვირეული დემონსტრაციები დაიწყო და მალევე მთელ ქვეყანას მოედო. მომიტინგეები მშვიდობიან მსვლელობებს აწყობდნენ და დიდი რეპრესიის მიუხედავად საჯარო სივრცეში იკრიბებოდნენ. მათი მთავარი სლოგანი იყო "Wir sind das Volk" ანუ "ჩვენც ადამიანები ვართ". საბოლოოდ უტეხმა პროტესტმა დემოკრატიული რეფორმების მოთხოვნით შედეგი გამოიღო. აღმოსავლეთ გერმანიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ მოქალაქეებს საზღვრის თავისუფლად გადაკვეთა შეეძლოთ, რამაც ბერლინის კედლის სიმბოლური დაცემა და საბოლოოდ გერმანიის გაერთიანება გამოიწვია.
4. სუფრაჟისტების მოძრაობა (მე-19 საუკუნის ბოლოს — მე-20 საუკუნე)
ფოტო: history
მე-19 საუკუნის ბოლოს ქალთა ბურჟუაზიული მოძრაობა შეიქმნა. მოძრაობის წევრები ქალებისათვის ხმის მიცემის უფლებას მოითხოვდნენ. სუფრაჟისტები პროტესტის ნიშნად უწყვეტად მართავდნენ მიტინგებს, აწყობდნენ მარშებს, საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩაშლას ცდილობდნენ და შიმშილობდნენ კიდევაც. ინფორმაციის გასავრცელებლად კი — გაზეთებსა და ბროშურებს ბეჭდავდნენ. შედეგად დიდ ბრიტანეთში ქალებმა 1918 წელს შეზღუდული ხმის მიცემის უფლება, ხოლო მოგვიანებით, 1928 წელს, სრული საარჩევნო უფლება მიიღეს.
5. პროტესტი ჩილეში ახალი კონსტიტუციისთვის (2019–2020 წლები)
ფოტო: CNN
2019-2020 წლებში ჩილელებმა მასიური საპროტესტო აქციები მოაწყვეს. ისინი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მსვლელობებსა და მხატვრულ წარმოდგენებს მართავდნენ. მათი ლოზუნგი იყო "Chile Despertó" ანუ "ჩილემ გაიღვიძა". მომიტინგეები მოითხოვდნენ პატივისცემას, თანასწორობასა და სისტემურ ცვლილებებს. უწყვეტი პროტესტის შედეგად მთავრობა რეფერენდუმის ჩატარებას დათანხმდა. 2020 წელს ჩილელებმა ხმათა უმრავლესობით ახალი კონსტიტუციის პროექტი აირჩიეს, რითაც დიქტატურული რეჟიმის შეცვლა დაიწყო.
-
"ამერიკელებმა მსოფლიოს აჩვენეს, რომ არასდროს დავიხევთ უკან, არასდროს გავტყდებით" - 11 სექტემბრის ტერაქტიდან 25 წელი გავიდა "ამერიკელებმა მსოფლიოს აჩვენეს, რომ არასდროს დავიხევთ უკან, არასდროს გავტყდებით" - 11 სექტემბრის ტერაქტიდან 25 წელი გავიდა
გადახედვა
-
12 სექტემბერს კრწანისის ტყე-პარკის შესასვლელთან საპროტესტო აქცია გაიმართება 12 სექტემბერს კრწანისის ტყე-პარკის შესასვლელთან საპროტესტო აქცია გაიმართება
გადახედვა
-
"ფარცხალაძე თავის პასუხს მიიღებს იქ, სადაც საჭიროა" — "ქართული ლეგიონის" მეთაური ოთარ ფარცხალაძეს პასუხობს "ფარცხალაძე თავის პასუხს მიიღებს იქ, სადაც საჭიროა" — "ქართული ლეგიონის" მეთაური ოთარ ფარცხალაძეს პასუხობს
გადახედვა
-
უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, სარატოვის ნავთობქარხანასა და ელ-კომერციის კომპანია Ozon-ის ჰაბზე იერიში მიიტანეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთში, სარატოვის ნავთობქარხანასა და ელ-კომერციის კომპანია Ozon-ის ჰაბზე იერიში მიიტანეს
გადახედვა
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს რუსეთის 26 მსხვილი აეროპორტი თვითმფრინავების საწვავით შევსებას ზღუდავს
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა

კომენტარები