ბაკურ ხიჯაკაძე: მარნეულის მუნიციპალიტეტის უბნებში აბსოლუტურად ამორფულად ტარდებოდა საარჩევნო პროცესი
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში არსებულ დარღვევებზე NEWS.On.ge-სთან მარნეულის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის დამკვირვებელმა ბაკურ ხიჯაკაძემ ისაუბრა.
როგორც ხიჯაკაძე აცხადებს, არჩევნები არ ჩატარებულა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმებით, ადგილი ჰქონდა ჩხუბს, დაშინებას და ადგილზე გაურკვეველი ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ამასთან, მან დასძინა, რომ უბანზე ატეხილი ჩხუბის შედეგად უბანზე კომისიის დაახლოებით 10 წევრიდან, 3-4 კაცი რჩებოდა, რომელთა მხრიდანაც უბნის გაკონტროლება სათანადოდ ვერ ხერხდებოდა.
"საარჩევნო უბნებზე არჩევნები არა თუ გაყალბდა, შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არ ჩატარებულა იმ ფორმით, რა ფორმით ჩატარებასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს და უნდა ტარდებოდეს, ანუ აქ საუბარი არ არის უბრალოდ ხარვეზებზე, არამედ მთლიანად ფორმა იყო არასათანადო ამ პროცესისთვის. რაც საარჩევნო უბანზე არაერთი ჩხუბი მოხდა. მათ შორის იყო გაურკვეველი ორგანიზაციებიდან მოსულ წარმომადგენლებსა დამკვირვებლებს შორის, ასევე საარჩევნო უბნის კომისიის წევრებს შორის ჩხუბი, ასევე — კომისიის წევრების მიერ საარჩევნო უბნის მიტოვების ფაქტები, რომლის დროსაც კომისიის 10 წევრიდან 3-4 რჩებოდა ადგილზე, რომლებიც საარჩევნო პროცესს სათანადოდ არ და ვერ უძღვებოდნენ", — ამბობს ხიჯაკაძე.
მარნეულის უბნის დამკვირვებლის თქმით, პასპორტებში ჩაკრული იყო სხვა გაურკვეველი პირის საიდენტიფიკაციო ნომრები, რომელიც სარეგისტრაციოსთან განსხვავებულ მონაცემებს აჩვენებდა.
"ხაზგასასმელია პასპორტების თემაც. პასპორტით მოსულ ამომრჩეველს პასპორტში ჰქონდა ჩამაგრებული რაღაც განსხვავებული საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც განსხვავებულ შედეგს იძლეოდა რეგისტრაციასთან და ეს ფაქტი აუცილებლად გადასამოწმებელი და შესასწავლია.
მარნეულის მუნიციპალიტეტის უბნებში აბსოლუტურად ამორფულად ტარდებოდა საარჩევნო პროცესი", — ჰყვება დამკვირვებელი.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა დამკვირვებელთა და მედიის წარმომადგენელთა უსაფრთხოების დარღვევის პრობლემებზეც.
"უბნებზე მიუკერძოებელ დამკვირვებლებს დაცულობის შეგრძნება არ ჰქონდათ. ადგილი ჰქონდა დამკვირვებლებზე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. საინტერესოა ის, რომ დარღვევებზე კომისიის წევრებს, როგორც წესი, რეაგირება არ ჰქონდათ, ანუ თუ დამკვირვებელი მიუთითებდა, სრულიად ნიჰილისტური დამოკიდებულება ჰქონდათ ამ ყველაფერზე, ვიდრე დააფიქსირებდნენ, რომ დამკვირვებელი ან იღებს, ან ცდილობს გადაიღოს დარღვევა. ამ შემთხვევაში იწყებოდა უკვე მუქარა, ზეწოლა, ფიზიკური შეურაცხყოფაც.
ის, რომ არჩევნები შესაძლებელია გაყალბდეს, ჩვენ რეალობაში ეს აბსოლუტურად მოსალოდნელია და პასუხისმგებლობა მეორე მხარისაც, მე მგონი, აუცილებლად დასასმელია", — ამბობს ხიჯაკაძე NEWS.On.ge-სთან.
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს 2100 წლისთვის შეიძლება ხმელეთის 40%-ზე მეტი "მშრალ ზონად" იქცეს
გადახედვა
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები