არჩევნების ბედს ქალები და ახალგაზრდები ვწყვეტთ — GrlzWave და ქალები საქართველოდან
ფოტო: Grlzwave
წლევანდელი არჩევნები საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი რომაა, ეს ყველამ ვიცით. ჩვენი ქვეყანა ისტორიულ გზაჯვარედინზე დგას და რუსეთის გავლენასა და ევროპულ მომავალს შორის არჩევანის გაკეთება თითოეული ამომრჩევლის ვალია. საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ადამიანთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები მოქალაქეებს საქართველოს ისტორიული მისიის, პროევროპული მიმართულების დაცვისკენ, არჩევნებზე წასვლისა და პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირებისკენ მოუწოდებენ. ამ მცდელობებს შორის გამოირჩევა კამპანია #ქალებივირჩევთ, რომელსაც ორგანიზაციები GrlzWave და "ქალები საქართველოდან" ხელმძღვანელობენ და რომელიც პოლიტიკური გაურკვევლობის დროს ქალთა გაძლიერების მიზანს ემსახურება.
ქვეყანაში, სადაც გენდერი და პოლიტიკური ჩართულობა ხშირად ურთიერთკავშირშია, #ქალებივირჩევთ ნაბიჯის წინ გადადგმისა და ჩვენთვის უკეთესი მომავლის არჩევისკენ მოგვიწოდებს. თუმცა, ეს კამპანია მხოლოდ არჩევნებს არ ეხება — ეს თანასწორობის, სიძლიერისა და საქართველოსთვის გზის გაკვალვაში ქალების მიერ შესრულებული როლის მანიფესტაციაა. კამპანიაზე GrlzWave-ის თანადამფუძნებელს, ათინა ბრეგვაძეს ვესაუბრეთ, რომელმაც დაწვრილებით აგვიხსნა მისი მიზნები:
მოგვიყევით თქვენი ორგანიზაციის საქმიანობის, ღირებულებების, მისიის შესახებ
— ჩვენი ორგანიზაცია GrlzWave უკვე 5 წელია არსებობს. ძირითადად ქვიარ და ფემინისტურ კონტენტს ვაკეთებთ და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ვცდილობთ, თუმცა, ბოლო პერიოდია, GrlzWave-ში ძალიან აქტიურად დავიწყეთ საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი კონტენტის შექმნა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და, უფრო კონკრეტულად, არჩევნების თემატიკაზე. თუ აქამდე ძირითადად ქვიარ-ფემინისტური საკითხებით შემოვიფარგლებოდით, ქვეყანაში განვითარებულმა პროცესებმა ცხადყო, რომ ვიწროდ ამ თემებზე მუშაობა იქნებოდა არასწორი და უშედეგო ბევრი მიზეზის გამო. პირველ რიგში იმის გამო, რომ არ ვიქნებოდით გულწრფელები და სამართლიანები იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩვენს პლატფორმას გულშემატკივრობს და თვალს ადევნებს. მეორეს მხრივ, არ ვიქნებოდით მართლები საკუთარი თავთან, ღირებულებებთან და იმ იდეასთან, რის გარშემოც გავაერთიანეთ ძალები 5 წლის წინ და შევქმენით GrlzWave.
"წელს ისე, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთიანობა და აქტიურობა, რომ 26 ოქტომბერს შევძლოთ და დავაკომპლექტოთ მრავალპარტიული, მრავალფეროვანი პარლამენტი."
რატომ გადაწყვიტეთ ქალი ამომრჩევლების მობილიზება?
— ქალები ამომრჩეველთა 54% და მოსახლეობის 52% ვართ. შესაბამისად, ქალების ხელშია ამ ქვეყნის ბედიც, თუ საკმარისად ჩაერთვებიან პოლიტიკურ პროცესებში და საარჩევნოდ იაქტიურებენ. წლევანდელი არჩევნების ბედს, ჩემი აზრით, ზუსტად ქალები და ახალგაზრდები ვწყვეტთ.
როგორ დაიბადა კამპანია "ქალები ვირჩევთ"?
— #ქალებივირჩევთ GrlzWave-ის და პლატფორმის “ქალები საქართველოდან” ერთობლივი კამპანიაა. დიდი ხანია გვინდოდა, ერთად გვემუშავა და გაგვეკეთებინა კამპანია — ამაზე უკეთესი დრო კი როდის უნდა გვენახა? კამპანიის ფარგლებში ვქმნით სხვადასხვა ემოციურ, საგანმანათლებლო, საინტერესო ილუსტრაციებს, პირად ისტორიებს, ვიდეოებს, რაც საკმაოდ კარგად მუშაობს, როგორც ჩანს, დაინტერესება მაღალია ქალების მხრიდან.
თქვენი აზრით, რა სოციალური და პოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგანან ქალები, რომელთა გამოკვეთასაც მიზნად ისახავთ?
— ზოგადად, ყველა ბოლოს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ამ ქვეყანაში ქალები უფრო ღარიბები და მოწყვლადები არიან. უფრო მეტად აწუხებთ სიღარიბე, ინფლაცია, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, ექიმის კონსულტაციისა და მედიკამენტების ფასი, ხარჯების ზრდა. ქალების ხელფასი 23%-ით უფრო ნაკლებია ვიდრე კაცების, ქალების მხოლოდ 35% არის დასაქმებული და, ზოგადად, საარსებო შემწეობის მიმღებ ანუ უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ მოქალაქეებს შორის ქალები 24%-ით მეტი არიან კაცებზე.
"წლევანდელი არჩევნების ბედს, ჩემი აზრით, ზუსტად ქალები და ახალგაზრდები ვწყვეტთ."
ქალების ხელფასები ვერ სწვდება მინიმალური ოჯახური საჭიროებების დაფარვასაც კი, შესაბამისად, მეტი შიში აქვთ ემიგრაციაში წასვლის. დღეს ამ პრობლემებზე ხელისუფლებისგან კომენტარს თუ რაიმე ტიპის პოზიციას ვერ მოისმენთ, რადგან არც წინასაარჩევნოდ და არც ბოლო 12-წლიანი მმართველობის პირობებში “ქართულ ოცნებას” არ უზრუნია, არ უფიქრია და გადაუჭირა ის პრობლემები, რასაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი მთავარ, ყოველდღიურ და უმნიშვნელოვანეს გამოწვევად ასახელებს.
ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიების სისუსტეც საკმაოდ პრობლემურია. მე ვერ ვნახე წინასაარჩევნო პროგრამები, სადაც ქალებისთვის მნიშვნელოვანი საკითხებია წინ წამოწეული, სადაც ქალებს, როგორც ამომრჩევლებს, ისე ესაუბრებიან და სადაც მათ საჭიროებებზე საერთოდ რამე სახის გეგმას ადგენენ. დემოკრატიის უკუსვლა, ევროკავშირთან და აშშ-სთან შეწყვეტილი, გაყინული ურთიერთობები პირდაპირ აისახება ქალების ცხოვრების ხარისხზე, შესაბამისად, გადაწყვეტილებაც ჩვენი მისაღებია — რა გვინდა საარჩევნოდ? უკან დროში დაბრუნება თუ წინსვლა და განვითარება, რისთვისაც წლებია ვიბრძვით?
როგორ შეუძლიათ კაცებს ამ კამპანიის მხარდაჭერა და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შექმნაში მონაწილეობის მიღება?
— დაგვინახონ და მოგვისმინონ. მგონი, საწყის ეტაპზე ესეც საკმარისია.
"დემოკრატიის უკუსვლა, ევროკავშირთან და აშშ-სთან შეწყვეტილი, გაყინული ურთიერთობები პირდაპირ აისახება ქალების ცხოვრების ხარისხზე."
რატომ ფიქრობთ, რომ ეს არჩევნები საქართველოსთვის გადამწყვეტია?
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება, რუსული კანონი, ოფშორების კანონი, ცენზურის / ანტი-ლგბტქ კანონი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური თავდასხმები ამ ქვეყნის მოქალაქეებზე, აშშ-სთან გაყინული ურთიერთობები — სია ძალიან გრძელია, რის გამოც ვფიქრობ, რომ წელს ისე, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთიანობა და აქტიურობა, რომ 26 ოქტომბერს შევძლოთ და დავაკომპლექტოთ მრავალპარტიული, მრავალფეროვანი პარლამენტი.
არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა ახლა ჩვენს ერთიანობასა და გამჭრიახობაზეა დამოკიდებული. თუ ჯერ კიდევ არ მიგიღია გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორი მომავალი გსურს შენი თავისა და საქართველოსთვის, დაფიქრდი ათინას სიტყვებზე — "რა გვინდა საარჩევნოდ? უკან დროში დაბრუნება თუ წინსვლა და განვითარება, რისთვისაც წლებია ვიბრძვით?"
-
ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი მიტროპოლიტი ილარიონი პატრიარქმა კირილმა ბრაზილიაში გააწესა ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი მიტროპოლიტი ილარიონი პატრიარქმა კირილმა ბრაზილიაში გააწესა
გადახედვა
-
მარკო რუბიო: ჩვენ მკაფიოდ განვუმარტეთ [ქართულ მხარეს] რა პირობების შესრულებაა საჭირო აშშ-სთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. მარკო რუბიო: ჩვენ მკაფიოდ განვუმარტეთ [ქართულ მხარეს] რა პირობების შესრულებაა საჭირო აშშ-სთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
გადახედვა
-
"ქართულმა ოცნებამ" BBC-ის საჩივრით მესამედ მიმართა "ქართულმა ოცნებამ" BBC-ის საჩივრით მესამედ მიმართა
გადახედვა
-
ბორხესის 85 წლის წინანდელი მოთხრობა ინტერნეტის პირქუშ მომავალს მოასწავებს ბორხესის 85 წლის წინანდელი მოთხრობა ინტერნეტის პირქუშ მომავალს მოასწავებს
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე: "პროდუქტების გაიაფებას რატომ ველოდებოდით, არ ვიცი" გიორგი კაკაურიძე: "პროდუქტების გაიაფებას რატომ ველოდებოდით, არ ვიცი"
გადახედვა
-
ლუკაშენკო სომხეთს აფრთხილებს, უკრაინის ბედი არ გაიზიაროს ლუკაშენკო სომხეთს აფრთხილებს, უკრაინის ბედი არ გაიზიაროს
გადახედვა
-
ფაშინიანი: მე გავათავისუფლე სომხეთი ყარაბაღის კონფლიქტისგან ფაშინიანი: მე გავათავისუფლე სომხეთი ყარაბაღის კონფლიქტისგან
გადახედვა
-
მარია ზახაროვა: ერევნის კურსი რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებამდე მიგვიყვანს მარია ზახაროვა: ერევნის კურსი რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებამდე მიგვიყვანს
გადახედვა
-
კროსვორდი: გახსოვს ჩცდ-ის პერსონაჟების გვარები? კროსვორდი: გახსოვს ჩცდ-ის პერსონაჟების გვარები?
გადახედვა
-
კიდევ სად გვინახავს ეიფორიას მსახიობები? — ცნობილი სერიალები და ფილმები კიდევ სად გვინახავს ეიფორიას მსახიობები? — ცნობილი სერიალები და ფილმები
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
-
ჰაკერებმა Meta-ს ჩატბოტი მოატყუეს და რამდენიმე ინსტაგრამ ანგარიში გატეხეს ჰაკერებმა Meta-ს ჩატბოტი მოატყუეს და რამდენიმე ინსტაგრამ ანგარიში გატეხეს
გადახედვა
-
შეიძინე აქციები და კრიპტო აქტივები საქართველოს ბანკში — მიიღე 1,000,000 PLUS ქულა საჩუქრად შეიძინე აქციები და კრიპტო აქტივები საქართველოს ბანკში — მიიღე 1,000,000 PLUS ქულა საჩუქრად
-
"შეხვედრა იმედისმომცემი იყო" — დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ "შეხვედრა იმედისმომცემი იყო" — დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: ვართ განწყობილი, რომ რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება ეფექტიანად მოინახოს გადაწყვეტილებები მიხეილ სარჯველაძე: ვართ განწყობილი, რომ რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება ეფექტიანად მოინახოს გადაწყვეტილებები
გადახედვა
-
ახალმა პრეპარატმა პანკრეასის სიმსივნის მქონე პაციენტთა გადარჩენის პერიოდი გააორმაგა ახალმა პრეპარატმა პანკრეასის სიმსივნის მქონე პაციენტთა გადარჩენის პერიოდი გააორმაგა
გადახედვა
-
ყველა დროის 100 საუკეთესო რომანი — ნახეთ The Guardian-ის სრული სია ყველა დროის 100 საუკეთესო რომანი — ნახეთ The Guardian-ის სრული სია
გადახედვა
-
მარკო რუბიო: TRIPP-ის შეთანხმებას ნამდვილად აქვს პოტენციალი, სომხეთი რეგიონში ცენტრალურ სავაჭრო ცენტრად იქცეს მარკო რუბიო: TRIPP-ის შეთანხმებას ნამდვილად აქვს პოტენციალი, სომხეთი რეგიონში ცენტრალურ სავაჭრო ცენტრად იქცეს
გადახედვა
-
"გიორგი ეწინააღმდეგება დღევანდელი ხელისუფლების იზოლაციონისტურ პოლიტიკას" — ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის ადვოკატი "გიორგი ეწინააღმდეგება დღევანდელი ხელისუფლების იზოლაციონისტურ პოლიტიკას" — ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის ადვოკატი
გადახედვა
-
ეკა კუპატაძე: "წრფელად გავიფიქრე, ახლა რომ დ.-მ წრფელად მოინანიოს, მე ვთხოვ მოსამართლეს, რომ წლები შეუმსუბუქოს" ეკა კუპატაძე: "წრფელად გავიფიქრე, ახლა რომ დ.-მ წრფელად მოინანიოს, მე ვთხოვ მოსამართლეს, რომ წლები შეუმსუბუქოს"
გადახედვა
-
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია — რა ვიცით მედიკამენტებზე, რომლებსაც მშობლები ითხოვენ დიუშენის კუნთოვანი დისტროფია — რა ვიცით მედიკამენტებზე, რომლებსაც მშობლები ითხოვენ
გადახედვა

კომენტარები