ქვიზი: შეძლებ წინასაარჩევნო დეზინფორმაციასთან ბრძოლას?
ფოტო: abcnews.go.com
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
მედიაში, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, აქტიურად ვრცელდება ყალბი ამბები, რაც შეიძლება გავლენას ახდენდეს შენს გადაწყვეტილებებზე. იმისთვის, რომ დეზინფორმაციის მსხვერპლი არ გახდე, მისი ამოცნობა უნდა ისწავლო.
ეს ქვიზი დაგეხმარება, შეამოწმო რამდენად ხარ მზად წინასაარჩევნო დეზინფორმაციასთან საბრძოლველად.
ქვიზი: შეძლებ წინასაარჩევნო დეზინფორმაციასთან ბრძოლას?
ტესტის დაწყება1 / 8 მოდი, მარტივით დავიწყოთ: რა არ უნდა გააკეთო სოციალური ქსელით ინფორმაციის მიღებისას, განსაკუთრებით, წინაასაარჩევნოდ?
Freepik
- მხოლოდ სათაურები წავიკითხო.
- უნდა დავაკვირდე იმას, თუ ვინ გამოაქვეყნა ინფორმაცია — სანდო წყარომ თუ ტროლმა ან არასანდო მედია საშუალებამ.
- უნდა გადავამოწმო სულ მცირე 2 სანდო წყაროს დახმარებით.
- მივმართო ფაქტების გადამმოწმებელ ონლაინ მედიებს, რომლებიც ინფორმაციის სისწორეს დამიდასტურებენ.
2 / 8 შენი აზრით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ადამიანების ხმის გაყალბებაც შესაძლებელია?
Freepik
3 / 8 ახლა წარმოიდგინე, რომ წინასაარჩევნოდ სოციალური ქსელის სქროლვისას პოლიტიკოსის ვიდეოს გადააწყდი, სადაც კადრები რეალური ჩანს, თუმცა პოლიტიკოსის ხმასთან მიმსგავსებული აუდიოჩანაწერი დისკრედიტაციული და საეჭვო შინაარსისაა. ჩამოთვლილთაგან რომელ მახასიათებელს უნდა დაუკვირდე, რათა ამოიცნო ის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ხომ არ შექმნეს?
Freepik
- აუდიოჩანაწერში საუბრის უცვლელი,უემოციო ტონი შეინიშნება.
- საუბრის შინაარსობრივი მხარე ლოგიკურად არ ემთხვევა ემოციურ გადმოცემას.
- უკანა ფონზე შესამჩნევია სტატიკური ხმაური, არაბუნებრივი ტკაცუნის ხმები და მოულოდნელი პაუზები.
- ყველა პასუხი სწორია.
4 / 8 თუ მედიაში მოახლოებულ ელექტრონულ არჩევნებზე ინფორმაციას გადააწყდი, რას გააკეთებ მის გადასამოწმებლად?
Medium.com
- ერთი და იმავე შინაარსის ინფორმაციას ორ ან მეტ, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ, ოფიციალურ და სანდო წყაროსთან მოვიძიებ. ეს შეიძლება იყოს ცესკო, აუდიტის კომპანიები, სანდო მედიასაშუალებები ან არჩევნების თემატიკაზე სპეციალიზებული ორგანიზაციები.
- ინფორმაციის სანდოობაში დასარწმუნებლად საკმარისია, იგი მხოლოდ ერთგან ამოვიკითხო.
- ელექტრონული არჩევნების შესახებ დეზინფორმაცია არ ვრცელდება, ამიტომ გადამოწმების საჭიროებაც არ არსებობს.
5 / 8 წინასაარჩევნოდ დეზინფორმაციისთვის სანდოობის მისანიჭებლად მავნე აქტორები სანდო და ავტორიტეტული მედიების ვიზუალს იყენებენ (იხ. ფოტო) და პოლიტიკოსების შესახებ ყალბ ამბებს ან ფოტოებს ავრცელებენ. ჩამოთვლილთაგან რომელი ხერხი უნდა გამოიყენო მსგავსი მტკიცებების გადასამოწმებლად?
Factcheck.ge
- უნდა შევამოწმო იმ პარტიების სოციალური ქსელები, რომლებსაც ეს პოლიტიკოსები წარმოადგენენ.
- თუ პოლიტიკოსების ის განცხადებები, რომლებიც ეჭვს აღძრავს, გადაცემების ვიზუალთან ერთად ვრცელდება, უნდა გადავამოწმო ის ეთერები, საიდანაც პოლიტიკოსის განცხადების ვიდეო ან ფოტოა ამოღებული.
- პოლიტიკოსის განცხადება უნდა ჩავწერო საძიებო სისტემაში და ვნახო ერთსა და იმავე ინფორმაციას სხვადასხვა სანდო მედია საშუალებებიც თუ ავრცელებენ.
- ყველა პასუხი სწორია.
6 / 8 შენი აზრით, ჩამოთვლილთაგან რომელი კითხვები დაგეხმარება დეზინფორმაციის ამოცნობაში?
Theconversation.com
- ვინ ავრცელებს ინფორმაციას?
- ინფორმაციის დასადასტურებლად რა მტკიცებულებებია მოცემული?
- რას ამბობენ სხვა წყაროები?
- ყველა ზემოთ ჩამოთვლილი.
7 / 8 წარმოიდგინე, რომ ფეისბუქზე პოლიტიკოსის შესახებ ინფორმაციას გადააწყდი, მისი გამავრცელებელს კი არ უდევს ფოტოები, ძალიან ცოტა მეგობარი ჰყავს. გარდა ამისა, სოციალურ ქსელში ძირითადად შეურაცხმყოფელ კომენტარებს ტოვებს ან საკამათო, კონფლიქტურ ინფორმაციას აზიარებს. შენი აზრით, ვინ იმალება ამ პროფილის უკან?
Esafety.gov.au
8 / 8 ხელოვნური ინტელექტი ყალბი ფოტოების შესაქმნელად წინასაარჩევნოდაც შეიძლება გამოიყენონ. იმისთვის, რომ არ მოტყუვდე, ჩამოთვლილთაგან რა მახასიათებლებით უნდა ამოიცნო AI-ს მიერ შექმნილი ფოტოები?
Freepik
- უნდა გამოვიყენო AI-ს ამომცნობი პროგრამები, რომლებიც მეტყვიან, ხელოვნური პროგრამითაა შექმნილი თუ არა კონკრეტული ფოტო.
- ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ფოტოს შექმნა შეუძლებელია.
- ფოტოს შეიძლება ჰქონდეს ე.წ. watermark, რაც იმის მანიშნებელია, რომ ის რომელიმე პროგრამითაა შექმნილი; ადამიანების ხელის მტევნები და თითები არაბუნებრივად გამოიყურება, სახის ნაკვთები ზედმეტად ერთგვაროვანია და ზოგჯერ ნახატსაც კი ჰგავს. ფოტოზე ასახული მოვლენა ან ნათქვამი სხვადასხვა სანდო წყაროებში არ მოიძებნება.
- ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტოების ამოცნობა შეუძლებელია.
ერთი წუთით...
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
კომენტარები