საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, უკრაინაში დაბრუნების გეგმას 16 აგვისტოს, 19:30 საათზე ფეისბუქ ლაივის მეშვეობით გაასაჯაროვებს.

26 ივლისს ამერიკაში ვიზიტისას პოროშენკომ სააკაშვილს ორი წლით წინ მიცემული მოქალაქეობა ჩამოართვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ანულირებულია მისი პასპორტიც. მიუხედავად ამისა, შემდეგ სააკაშვილი პოლონეთსა და ლიტვაში ჩავიდა.