კალაძის თქმით, კობახიძის ბაიდენის მიღებაზე არ მიწვევა "რადიკალური ოპოზიციის წამახალისებელი პროვოკაციაა"
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიწვევა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებაზე მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ შემდგომ მიწვევის გაუქმებით, წაეხალისებინათ რადიკალური ოპოზიცია, — ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თელავში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ პროვოკაციას თავისი სახელი დაერქმევა, რადგან ისტორია ყოველთვის თავის ადგილს უჩენს მსგავს ფაქტებს.
"უცხო ძალების დაფინანსებით წახალისებული არასამთავრობო სექტორი და რადიკალური ოპოზიცია ბოლო რამდენიმე წელია ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყანას, გამოიწვიოს ქაოსი, არეულობა და დაძაბულობა შემოიტანოს ქვეყანაში. რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო იმატებს ზეწოლა ქვეყნის გარედანაც, რაც გამოიხატება კრიტიკულ განცხადებებში, არაფრისმთქმელ რეზოლუციებში, მთელ რიგ პროვოკაციებში, მუქარებში. აბსურდამდე მისული მათი განცხადებები და გადაწყვეტილებები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ალბათ რთულია მოიძიო დიპლომატიაში მსგავსი მაგალითი, რაც ახლახან ვიხილეთ — საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიწვევა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებაზე მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ შემდგომ მიწვევის გაუქმებით, წაეხალისებინათ რადიკალური ოპოზიცია. თუმცა დღევანდელ კოლექტიურ ნაცმოძრაობას ვერაფერი უშველის, რადიკალიზმი და ბოროტება განწირული იქნება მარცხისთვის. ამ პროვოკაციას, ვფიქრობ, თავისი სახელი აუცილებლად დაერქმევა ადრე თუ გვიან, რადგან ისტორია ყოველთვის თავის ადგილს უჩენს მსგავს ფაქტებს. ჩვენ კი ჩვენი ისტორია გვაქვს დასაწერი მეგობრებო, და ამ გამოწვევებთან საბრძოლველად ყველაზე მძლავრი იარაღი- სიმართლე გაგვაჩნია. სიმართლე კი მხოლოდ ერთია- ჩვენ არ ვებრძვით არავის, მზად ვართ მეგობრობისთვის და პარტნიორობისთვის, ვინც მეგობრად გვიგულებს. მაგრამ, პირველი და უპირველესი, ყველაზე მთავარი არის ჩვენი სამშობლო, საქართველოს და მისი მოსახლეობის ინტერესები, რომელიც ეფუძნება მშვიდობას, განვითარებას, იმ ევროპულ მომავალს, რომლის ნაწილიც საქართველო ყოველთვის იყო და არის თავისი ღირებულებებით, თავისი უნიკალური კულტურითა და ისტორიით, რითაც ამაყობს თითოეული ქართველი", — განაცხადა კახა კალაძემ.
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
-
ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს
გადახედვა
კომენტარები