კომპანია Lionsgate კინოწარმოებაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვას იწყებს
ფოტო: Adobe Stock
ცნობილი კინოკომპანია Lionsgate საკუთარ საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგიის დანერგვას იწყებს. ის პირველი ჰოლივუდური სტუდიაა, რომელმაც ტექკომპანია Runway-სთან ხელშეკრულება გააფორმა და ნება დართო, მისი წარმოებული ფილმები ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელის გასაწვრთნელად გამოიყენონ. Lionsgate-ის პორტფოლიოში კი 20 ათასზე მეტი დასახელების ფილმს შეხვდებით, მათ შორის, ისეთ ცნობილ ფრენჩაიზებს, როგორიც შიმშილის თამაშებია.
Runway, რომელიც "ხელოვნებისა და შემოქმედებითობის ახალ ერას" გვპირდება, კინოკომპანიისთვის შექმნის ინოვაციურ AI მოდელს. ეს მოდელი Lionsgate-ისთვის დააგენერირებს "კინემატოგრაფიულ ვიდეოს", რომელსაც რეჟისორები და შემოქმედებითი გუნდები საკუთარი ნამუშევრის "დასახვეწად" გამოიყენებენ. სტუდიის ვიცე-მდივანი მაიკლ ბერნსი ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი მათ მილიონობით დოლარის დაზოგვაში დაეხმარება. ბევრ მძაფრსიუჟეტიან ფილმს ვიღებთ და უამრავი რამის აფეთქება გვიწევს, ამ საქმეს კი Runway გადაიბარებსო, ამატებს ბერნსი. მისი თქმით, რამდენიმე რეჟისორი სიახლით უკვე მოხარულია.
ნიუ-იორკში დაფუძნებული Runway-ის ინვესტორებს შორის ისეთ ცნობილ ტექგიგანტებს აღმოაჩენთ, როგორებიცაა გუგლი და Nvidia. კომპანიის დირექტორი კრისტობალ ვალენსუელა ამბობს, რომ ისინი "ხელოვანებსა და სტუდიებს საუკეთესო და ძლიერი ინსტრუმენტებით ამარაგებენ სამუშაო პროცესის დასახვეწად და ეკრანზე ამბების ახლებურად გასაცოცხლებლად". ხელოვნების ისტორია ტექნოლოგიების ისტორიაცაა, საუკეთესო ამბები კი ჯერ ისევ მოსაყოლიაო, ამატებს ვალენსუელა.
ფოტო: Analytics Insight
თუმცა, ზოგიერთი ხელოვანი ვალენსუელას ალბათ არ დაეთანხმებოდა. ბოლო პერიოდში ხელოვნური ინტელექტის შემოქმედებით ინდუსტრიასთან დაკავშირებამ ცხარე კამათი გამოიწვია. მაგალითად, წლის დასაწყისში იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული კონკურსის, აკუტაგავას პრემიის, გამარჯვებულმა განაცხადა, რომ წიგნი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დაწერა, რასაც ინტერნეტში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ბერლინელმა ფოტოგრაფმა ბორის ელდაგსენმა შარშან Sony-ის ფოტოკონკურსში ხელოვნური ინტელექტის გენერირებული სურათით გაიმარჯვა, მაგრამ პრიზზე უარი თქვა. ელდაგსენის თქმით, ამ ქმედებით მას საკითხზე დისკუსიის გამოწვევა სურდა.
ხელოვნური ინტელექტის მიერ ხელოვნების სფეროსთვის საფრთხის შექმნის პოტენციალით შეშფოთებულები არიან ცნობილი მწერლებიც. რამდენიმე მათგანმა, მათ შორის, ჯორჯ რ.რ. მარტინმა და ჯოდი პიკომ, გასულ წელს ერთობლივი დავაც წამოიწყო ChatGPT-ის შემქმნელი კომპანიის, OpenAI-ის, წინააღმდეგ. მწერლების თქმით, კომპანია ენის მასშტაბური მოდელების შესაქმნელად უნებართვოდ იყენებს საავტორო მასალებს. ამასთან, 10 ათასზე მეტმა მწერალმა, მათ შორის ჯეიმზ პეტერსონმა და მარგარეტ ეტვუდმა, ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიას მოუწოდებს, სისტემების გასაწვრთნელად მათი ტექსტების გამოყენებამდე ნებართვა აიღონ და სათანადო კომპენსაციაც გადაუხადონ.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები