დენიელ ფრიდი

2 Sep. 2024, 14:59

„არ მესმის და ვერავინ ამიხსნა, როგორ დაეხმარება "უცხოური აგენტების" კანონი საქართველოს სუვერენიტეტსა და ძლიერებას. საქართველოს სუვერენიტეტი დამოკიდებულია ქვეყნის ცოცხალ დემოკრატიაზე, ქართველი ხალხის სიძლიერე უნარჩუნებს ქვეყანას დამოუკიდებლობას. რუსეთს აქვს სურვილი აწარმოოს ომები, რათა აღადგინოს იმპერია. რატომ არის საქართველოს ინტერესში პოლიტიკურ პარტიებზე თავდასხმა და მათი კანონგარეშე გამოცხადება?! ეს არის ის, რაც არ მესმის და არ ყოფილა ახსნილი. ქართულმა ოცნებამ არჩევნები მოიგო თავისუფლად და სამართლიანად, მათ დაამარცხეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და არ დასჭირვებიათ "უცხოური აგენტების" კანონი ან რომელიმე პარტიის უკანონოდ გამოცხადება გასამარჯვებლად. თუ სამართლიანად მოიგებენ - კარგი, მაგრამ თუ ვერ გაიმარჯვებენ, „უცხოური აგენტების“ კანონი უბრალოდ ჰგავს მოტყუების გზას. არ მგონია, რომ ქართველი ხალხი ამას მიიღებს. საქართველოს ძლიერება ეფუძნება საქართველოს დემოკრატიას და ამერიკელებს ძალიან არ უნდათ იფიქრონ საქართველოზე, რომ ის კარგავს დემოკრატიას და ხდება კიდევ ერთი ავტოკრატიული ქვეყანა, რომელიც საბოლოოდ რუსეთის მმართველობას ექვემდებარება".

ამის შესახებ ყოფილმა ამერიკელმა დიპლომატმა, ატლანტიკური საბჭოს უფროსმა მკვლევარმა დენიელ ფრიდმა თბილისი რუმსში განაცხადა, სადაც მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით გარდამტეხი წელი მასპინძლობენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქეთევან ხუროძე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცა

პარლამენტის საპროცედურო საკთხთა კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ ქეთევან ხუროძის დამტკიცების შესახებ…