ზურაბ ერისთავი

31 May. 2024, 10:46

ყოველ დილით ვიღვიძებ დამძიმებული გულით. არ მჯერა, რომ ეს ჩემს თავს ხდება. როგორ მოხდა ისე, რომ ჩემმა ქვეყანამ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ასე რადიკალურად შეიცვალა კურსი, მტრად გამოაცხადა ყველა ჩვენი პარტნიორი?!

საფიქრალი გაგვიხდა GWP, რომელიც ადრე წლის მომწოდებელი ცუდი კომპანია გვეგონა და თურმე "გლობალური ომის პარტია" ყოფილა.

პორტის გასაღები ამერიკელ და ევროპელ ინვესტორებს კი არა, ჩინელებს მისცა.

ტელევიზიაში ყოველდღიურად ვხვდებით სახეებს, რომლებიც უტიფრად გვიმტკიცებენ, რომ ევროპაში შევდივართ, მხოლოდ არა შოლცისა და მაკრონის ევროპაში, არამედ ადენაუერისა და დე გოლის ევროპაში.

იქნებ ეს არ იყოს ვინმესთვის დიდად მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ბოლო თვის განმავლობაში, მრავალი თვის ნალოლიავები, ორი დიდი ევროპული გარიგება ჩაგვივარდა, იმ კომენტარით რომ "თქვენ ევროპისკენ აღარ მიდიხართო". აქედან ერთ-ერთი მათგანი დამატებით 300 სამუშაო ადგილს ქმნიდა.

არა უშავს, ზუსტად ვიცი, რომ ამაზე რთული დროც გვქონია. ერთიანად, მხნედ და შემართებით ამასაც დავძლევთ და იქეთ წავალთ საითაც ჩვენ გვინდა, მით უმეტეს რომ ევრო-ამერიკულმა ზურგის ქარმა, როგორც იქნა დაუბერა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
  2. რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
  3. ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
  4. მამუკა ფიფია: ძალიან მალე მოსკოვიდან გაჟღერდება განცხადება "გეორგიევსკთან" დაკავშირებით
  5. პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

How I Met Your Mother-ის მსახიობებთან ახლო ურთიერთობა აღარ მაქვს — ჯოშ რედნორი

როგორც ჩანს, How I Met Your Mother-ის მსახიობები ისეთი ახლო მეგობრები აღარ არიან, როგორც ეს ეკრანზე ჩანს. ჯოშ რედნორმა,…