როგორი იყო ჩვენთვის ნაცნობი ხილი და ბოსტნეული კულტივაციამდე
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ გარდა ცხოველებისა, თავის დროზე, ადამიანებს სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის მოშინაურება მოუწია.
დიახ, ამ სიტყვის გამოყენება თავისუფლად შეგვიძლია, რადგან სანამ ჩვენ ამ მცენარეების ხელოვნურად მოყვანასა და შემდეგ მოსავლის მიღებას დავიწყებდით, მათი პირვანდელი სახე დღევანდელისაგან რადიკალურად განსხვავებული იყო. ამიტომ სანამ საზამთროს წვნიან, გემრიელ ნაჭერსა თუ სიმინდის ტაროს შეექცევით, ცუდი არ იქნება იცოდეთ თუ როგორ გამოიყურებოდნენ თქვენი საყვარელი პროდუქტების წინაპრები.
ისიც უნდა ითქვას, რომ გარემოზე ადამიანის საქმიანობით გამოწვეული ზემოქმედების ხანგრძლივი პროცესი ჯერ არ დასრულებულა და მას შემდეგ, რაც უფრო გამძლე და რთულ გარემო პირობებში უკეთ ადაპტირებული, გენმოდიფიცირებული საკვები მივიღეთ, ბოსტნეულიცა და ხილიც განაგრძობენ ტრანსფორმირებას.
მეტი თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგენთ კარგად ნაცნობი ბოსტნეულისა და ხილის ველურ წარმომადგენლებს.
საზამთრო
ნახატზე, რომელსაც ახლა ხედავთ და რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნის, დაახლოებით 1645-1672 წლებით თარიღდება, გამოსახულია საზამთრო, რომელიც საერთოდ არ ჰგავს ხილს, რასაც ახლა მივირთმევთ. ძველებურ საზამთროში მასა ექვს სამკუთხედად იყო გადანაწილებული.
ბანანი
პირველი ბანანები ადამიანებმა დაახლოებით 7 000 წლის წინ გამოიყვანეს ახლანდელი პაპუა ახალი გვინეის ტერიტორიაზე. ველური ბანანის ნაყოფი განსხვავებული იყო როგორც ფორმით, ასევე მისი შიგთავსითაც. ფოტოზე მოცემულმა მოუშინაურებელმა ბანანმა კი, შესაძლოა, ტრიპოფობები ძალიან შეაშინოს.
ბადრიჯანი
ისტორიის განმავლობაში ბადრიჯანი ფერით და ფორმით მრავალფეროვანი იყო: იპოვიდით თეთრ, მოლურჯო და მოყვითალო სახეობებს. ბადრიჯანი პირველად ჩინეთის ტერიტორიაზე მოიყვანეს. პრიმიტიულ ვერსიაში ამ ბოსტნეულს ზედა, მწვანე ნაწილზე ეკლები ჰქონდა. თანამედროვე ბადრიჯანი ზომაში ბევრად დიდია და უმეტესად - ერთი ფერის.
სტაფილო
ადამიანმა სტაფილოს კულტივაცია მეათე საუკუნიდან დაიწყო, თუმცა მისი პირვანდელი სახე ბევრად უფრო "ჩამოუყალიბებელი" იყო. სტაფილო მცირე აზიიდან მოდის. თავდაპირველად ეს ბოსტნეული თეთრი ან მელნისფერი იყო. დროთა განმავლობაში იისფერი პიგმენტი გაქრა, სტაფილო კი მოყვითალო გახდა.
ფერმერებმა ამ თხელი, თეთრი ფესვებიდან, რომელთაც მძაფრი გემო ჰქონდათ შედარებით მოზრდილი, ნარინჯისფერი ბოსტნეული გამოიყვანეს.
სიმინდი
თანამდროვე სიმინდი შერჩევითი კულტივაციის მონაპოვარია. დღეს სიმინდი 1 000-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე 9 000 წლის წინ და ბევრად ადვილად მოსაყვანია. მისი შემადგენლობის 6,6% შაქარია (მის წინაპარში კი შაქრის შემადგენლობა მხოლოდ 1,9% იყო). ცვლილებების დამსახურებით, თუ ადრე სიმინდი მხოლოდ ერთ ქვეყანაში მოდიოდა, ახლა მისი გაზრდა 69 ქვეყანაშია შესაძლებელი.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა





კომენტარები