კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
მოკლედ: რუსული მედიასაშუალების, აგენტსტვოს ინფორმაციით, დღეს, ორშაბათს, 22 აპრილს, თბილისში კონფერენცია სახელწოდებით "რუსეთი და მსოფლიო: დიალოგები – 2024. მიზიდულობის ძალები" იმართება.
- მედიასაშუალების ცნობით, ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორია კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც შეიქმნა რუსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (კგბ), რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურისა და უშიშროების ფედერალური სამსახურის (ეფ-ეს-ბე) წარმომადგენლების მიერ.
დეტალები: რუსეთის კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ექსპერტები რუსეთიდან და საქართველოდან მსჯელობენ თემაზე "ტრადიციული ღირებულებები, როგორც ქვეყნებისა და ხალხების დაახლოების ფაქტორი".
- აგენტსტვოს ცნობით, კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ კრასნოდარის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ვალენტინა კომლევა, პოლიტიკური სტრატეგი ევგენი მინჩენკო, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი ალექსანდრე იაკოვლევი და მსოფლიო სამხედრო ეკონომიკის და სტრატეგიის წამყვანი ექსპერტი ევგენია გორიუშინა.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან ორი ქართული ორგანიზაცია — ევრაზიის ინსტიტუტი და ფონდი SIKHA, მათთან ერთად რუსული — კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტი.
კონფერენციის მისამართი არ სახელდება. კომლევამ აგენტსტვოს დაუდასტურა, რომ კონფერენცია ორშაბათს თბილისში მართლაც გაიმართებოდა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.
რა ვიცით კომუნიკაციების განვითარების ეროვნულ კვლევით ინსტიტუტზე: აგენტსტვოს ინფორმაციით, ეს ორგანიზაცია რუსეთში 2020 წლიდან არსებობს.
მის თანადამფუძნებლებს შორის იყო გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი გრიბინი და საგარეო დაზვერვის აკადემიის ყოფილი ხელმძღვანელი.
მეორე თანადამფუძნებელი არის მეწარმე ირინა ზავესნიცკაია, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, რეგისტრირებულია იმავე მისამართზე, სადაც ინსტიტუტის დირექტორი ვლადისლავ გასუმიანოვი.
- გასუმიანოვის ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, იგი მსახურობდა კგბ-ში, საგარეო დაზვერვასა და ეფ-ეს-ბეში, 1982 წლიდან 2001 წლამდე.
- ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოში შედიან საბჭოთა და რუსეთის სადაზვერვო სამსახურების სხვა ყოფილი თანამშრომლები.
თბილისის გარდა, კონფერენცია გაიმართება მინსკში, დუშანბეში, ცხინვალსა და ბიშკეკში. მთავარი სხდომა კი 23 მაისს, მოსკოვშია დაგეგმილი.
- გასულ წლებში ანალოგიურ კონფერენციებში მონაწილეობდნენ კრემლისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
ინფორმაცია ორგანიზატორებზე: აგენტსტვო წერს, რომ ევრაზიის ინსტიტუტი და ფონდი SIKHA პოზიციონირებენ როგორც კვლევით ინსტიტუტები.
- ფონდ SIKHA-ს დამფუძნებელი არჩილ სიხარულიძე ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და მხარს უჭერს ვლადიმირ პუტინის ინიციატივებს.
- ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე დახმარებას უგზავნის რუს სამხედროებს უკრაინის ფრონტზე და ემხრობა რუსეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობას.
აგენტსტვომ მათთან დაკავშირება ვერ შეძლო.
ფონდ თავისუფალი რუსეთის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ეგორ კუროპტევმა აგენტსტვოს განუცხადა, რომ არ ახსოვს შემთხვევები, როდესაც რუსული სტრუქტურები, ბოლო წლებში, საქართველოში მსგავსი კონფერენციების ორგანიზატორები ყოფილიყვნენ.
ბოლო ხაზი: კონფერენცია, რომელზეც "ტრადიციული ღირებულებების" შესახებ მსჯელობენ, იმართება იმ ფონზე, როდესაც საქართველოში რუსულ კანონებს განიხილავენ.
- ეს არის კანონი უცხოური გავლენების შესახებ და ლგბტქ+ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული საკონსტიტუციო ცვლილებები.
-
"დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია" — ეკონომიკის მინისტრის მოადგილე "დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია" — ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
გადახედვა
-
18 სექტემბრიდან Bolt მგზავრობის ტარიფებს ყველა კატეგორიაში 12%-ით ზრდის 18 სექტემბრიდან Bolt მგზავრობის ტარიფებს ყველა კატეგორიაში 12%-ით ზრდის
გადახედვა
-
რუსეთში სახელმწიფო დუმის დეპუტატების არჩევნები დაიწყო რუსეთში სახელმწიფო დუმის დეპუტატების არჩევნები დაიწყო
გადახედვა
-
მაია ჩხაიძე: ბაგა-ბაღებში გასტროენტერიტის მიზეზის დასადგენად ნიმუშებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი გამოიკვლევს მაია ჩხაიძე: ბაგა-ბაღებში გასტროენტერიტის მიზეზის დასადგენად ნიმუშებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი გამოიკვლევს
გადახედვა
-
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო
გადახედვა
-
რატომ არის თქვენი ავტომობილის VIN კოდის შემოწმება მნიშვნელოვანი თქვენი უსაფრთხოებისთვის რატომ არის თქვენი ავტომობილის VIN კოდის შემოწმება მნიშვნელოვანი თქვენი უსაფრთხოებისთვის
-
თბილისში 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელი და 1 აღმზრდელი მოიწამლა — მიმდინარეობს გამოძიება თბილისში 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელი და 1 აღმზრდელი მოიწამლა — მიმდინარეობს გამოძიება
გადახედვა
-
მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის ახალ დროებით რწმუნებულს კორტნი ოსტრიანს შეხვდა — რა პროექტებზე ისაუბრეს? მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის ახალ დროებით რწმუნებულს კორტნი ოსტრიანს შეხვდა — რა პროექტებზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი დმანისში 2 მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა — გამოცხადდა კარანტინი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
კომენტარები