ლამარა აბჟანდაძე

15 Apr. 2024, 15:40

ჩემო მეგობრებო, სტუდენტებო, კულტურის მუშაკებო, სამოქალაქო აქტივისტებო, საქართველოს მოქალაქეებო: მე, თითქმის საუკუნეს მიღწეული ქალი, 94 წლის ლამარა აბჟანდაძე, სულით და გულით თქვენ გვერდით ვდგავარ. განსაკუთრებით მახარებს ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის (რადგან მე ეს უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული და ძალიან ვამაყობ ამით) სტუდენტების სლოგანი — "არა რუსულ კანონს". ბევრი რამ გადავიტანეთ ჩვენ, მაშინდელმა სტუდენტებმა. არ გვინდა, ახლა სტუდენტებს და მთელ საქართველოს მოსახლეობას იგივე უბედურება დაგვატყდეს თავს ამ რუსული კანონით. მაშინ ხომ ათასობით სტუდენტი გახდა მსხვერპლი რუსული იმპერიული კანონებისა.

ძალიან მინდა, ჩემი ეს სათქმელი მივიდეს დემონსტრანტებამდე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: გამოიცანი კუნძული ფორმით
  2. მოისმინეთ სიმღერა, რომლითაც საქართველო საბავშვო ევროვიზია 2026-ზე წარდგება
  3. ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ?
  4. 10 ფოტო, რომლებიც აჩვენებს, რამდენად საშიში იყო ქალობა გასულ საუკუნეში
  5. კიმ კარდაშიანი 2016 წლის ძარცვის საქმეზე კომპენსაციად €1-ს მიიღებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"[აჭარაში] 2027 წელს კიდევ 10 ახალი სკოლის მშენებლობასა და 50-ის რეაბილიტაციას ვგეგმავთ" — ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო…