დეკანოზი თამაზ ლომიძე

12 Apr. 2024, 16:56

უნდა ამოვძირკვოთ ეს ტყუილიც და დავიმახსოვროთ ყველამ: პოლიტიკა არის აბსოლუტურად ყველას საქმე, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და მას თავის სამშობლოდ თვლის;

ქვეყნის პოლიტიკა მსახიობის საქმეც არის, სპორტსმენის საქმეც, ტაქსის მძღოლისაც, მითუმეტეს მასწავლებლისაც, სტუდენტისაც და ყველა სხვა პროფესიის მოქალაქისაც.

მღვდლის საქმეც არის ქვეყნის პოლიტიკა, რადგან მღვდელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს. ამ ქვეყნის ჰაერს ხომ ყველა ვსუნთქავთ, მიუხედავად ჩვენი პროფესიისა?! ასევეა ამ ქვეყნის პოლიტიკაც.

მზაკვარმა მტერმა დაგვაჯერა ესეც, რომ თურმე ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს პოლიტიკა არ გვეხება, მაშინ როცა თავად ყველას და ყველაფერს, თვით ეკლესიასაც კი, პოლიტიკური მიზნისთვის იყენებს.

ქართველი მღვდლის საქმეც არის პოლიტიკა და ეს ყოველთვის ასე იყო. გაიხსენეთ პატრიარქი ამბროსი ხელაია, როგორ იბრძოდა საქართველოს პროგრესული მომავლისთვის ევროპული ქვეყნების ოჯახში და როგორ მიმართავდა ცივილიზებულ სამყაროს დახმარებისთვის.

ასე რომ, ყველამ ამოვიგდოთ თავიდან, რომ პოლიტიკა ვინმეს საქმე არ არის. პოლიტიკა არის ყველა ჩვენგანის საქმე, რადგან დღეს პოლიტიკაში ჩვენი მონაწილეობა განსაზღვრავს იმას, თუ სად ვიცხოვრებთ ხვალ.

უდიდესი პატივისცემა ყველა მოქალაქეს, მსახიობსაც, სპორტსმენსაც, სტუდენტს და მღვდელსაც, ვისაც არ ეშინია ხმამაღლა დაუჭიროს მხარი ქვეყნის წინსვლას ევროპული ცივილიზაციისკენ. სხვის გაშლილ სუფრასთან წამოჯდომა არაა ღირსეული საქმე. მონაწილეობა უნდა მიიღო იმ სუფრის გაშლაში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს

ბოლო წლებში ხელოვნურ ინტელექტზე საუბარი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ჯერ გვიკვირდა, რომ მანქანას გამართული ტექსტის დაწერა…