კვლევა: ტიკტოკი აქტიურად გამოიყენება ხელისუფლების მხარდაჭერისთვის, ოპოზიციის სამოქალაქო სექტორისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ფოტო: ფორსეტი
დამოუკიდებელი მკვლევრების გუნდმა, ორგანიზაცია ფორსეტის დეზინფორმაციასთან ინოვაციური ბრძოლის ბუთქემფის ფარგლებში, სოციალურ პლატფრომა TikTok-ზე, პოლიტიკური აქტორები შეისწავლეს. კვლევამ აჩვენა, რომ TikTok-ზე პოლიტიკური კონტენტის შექმნის კუთხით განსაკუთრებით აქტიურობენ მთავრობის მხარდამჭერი ნამდვილი და ყალბი ანგარიშები.
კვლევის მიგნებების თანახმად, მთავრობის მხარდამჭერი ანგარიშები ტიკტოკზე განსაკუთრებით 2023 წლის მარტის (საპროტესტო დემონსტრაციები რუსული კანონის წინააღმდეგ) მოვლენების შემდეგ გამოჩნდნენ და მათი აქტიურობა, განსაკუთრებით იზრდება სამთავრობო კრიზისების პარალელურად. მსგავს მომენტებში, ანგარიშები, ძირითადად ორი ტიპის კონტენტს ავრცელებდნენ: ა) რეალური ანგარიშები, უფრო ჭარბად ავრცელებენ მთავრობის მხარდამჭერ პოზიტიური კონტენტს (ვიდეოები), ბ) ყალბი ანგარიშები ოპოზიციის, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციას ეწევიან.
მაგალითად, 48 ანონიმური არხის კვლევისას აღმოჩნდა, რომ გარკვეული ანგარიშები ერთმანეთის იდენტურ ვიდეო კონტენტს დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში კოორდინირებულად ავრცელებენ.
მაგალითად: ვიდეო, რომელშიც მამუკა მდინარაძე ოპოზიციის დისკრედიტაციას ეწევა და ამბობს, რომ ის არასამთავრობო სექტორთან ერთად ქვეყნის ეროვნულ ღირსებას ლახავს, ტიკტოკის რამდენიმე ექაუნთმა (georgiandream_, gamoitseret, jurnalists, terentigldaneli1) ერთსა და იმავე დღეს, 30 ივნისს კოორდინირებულად, მსგავსი ჰეშთეგებით გაავრცელა.
ანალოგიურად, Gamoitseret, _geonews_, jurnalists, terentigldaneli1, saechvo_, Khidi_, misteraravin1, ავრცელებენ ერთსა და იმავე ათწამიანი ვიდეოს რედაქტირებულ ვერსიას, სადაც ირაკლი კობახიძე ოპოზიციის დეპუტატს, ხატია დეკანოიძეს უხეშად მიმართავს. აღსანიშნავია, რომ იდენტური ვიდეოს განთავსება შვიდივე ანგარიშმა, კოორდინირებულად 20 სექტემბერს გადაწყვიტა.
კოორდინირებულად იქცეოდნენ 18 სექტემბერს ანგარიშები: Detro97, Polit_mimebi2. ისინი ერთდროულად ავრცელებდნენ მასალას, რომელშიც მამუკა მდინარაძე იმპიჩმენტის პროცედურაზე, ხოლო ირაკლი კობახიძე მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრობს.
კოორდინირებულად თუ ცალ-ცალკე ანონიმურად მოქმედი ანგარიშები შემდეგ გზავნილებს ავრცელებენ:
- დისკრედიტაციას უწევდნენ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მაუწყებლების (მთავარი არხი, ტვ პირველი, ფორმულა) ჟურნალისტებს.
- უკონტექსტოდ ავრცელებდნენ კრიტიკული მედიასაშუალებების ჟურნალისტების ჩართვებიდან ამონარიდებს.
- ერთმანეთთან ხელოვნურად აკავშირებდნენ ნაციონალურ მოძრაობას და კრიტიკული მედიას, არასამთავრობო სექტორის, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს და ლგბტ თემს.
- ავრცელებდნენ ვოლოდიმერ ზელენსკის ძველ (გაპრეზიდენტებამდე) ვიდეოებს, სადაც ის, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილს აშარჟებს.
- ასევე, უკრაინის ომის თემაზე ავრცელებდნენ შემდეგ ნარატივს: უკრაინას სურს, რომ საქართველო ომში ჩაითრიოს და აქვე, ხშირად აქვეყნებენ 2008 წლის ომის ვიდეოებს/ფოტოებს, რომ მოსახლეობაში გააღვივონ შიში და პანიკა.
საყურადღებოა ისიც, რომ არაავთენტური გვერდები TikTok-ზე ინფორმაციის უკეთ გასავრცელებლად, ჰეშთეგებს ძალიან გეგმაზომიერად არჩევენ. ხშირად გამოიყენება ისეთი ჰეშთეგებიც, რომელიც ვიდეომასალისთვის არ არის ავთენტური, რაც იძლევა იმის საშულებას, ვიფიქროთ, რომ ანგარიშები ამ გზით ცდილობდნენ სხვა აუდიტორიაზე გასვლას. მაგალითად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაციისთვის გავრცელებული ვიდეოს აღწერაში შესაძლოა, შეგხვდეთ ჰეშთეგი "ჯენზი". ჰეშთეგებში ხშირად ვხვდებით Gen Z-ის ლექსიკის ნაწილსაც, როგორიცაა "slay", — ჰეშთეგს ირაკლი კობახიძის ვიდეოებზე. ამგვარი ჰეშთეთის გამოყენებამ უნდა მიიზიდოს შესაბამისი აუდიტორია.
ანალოგიურად, ამგავრი ჰეშთეგები ტიკტოკის ალგორითმის მუშაობის პრინციპის გათვალისწინებით, ხელს უწყობს, რომ მათი ვიდეოები მოხვდეს სხვადასხვა ტიპის აუდიტორიასთან. მაგალითად, როდესაც სხვადასხვა მედიასაშუალება კოკა-კოლასა და მაკდონალდსს ლგბტქი პროპაგანდის გავრცელებაში ადანაშაულებდა, არაავთენტური გვერდები იყენებენდნენ შემდეგ ჰეშთეგებს : #ლგბტ #LGBT #coca-cola #კოკა-კოლა #mcdonalds #გეიპროპაგანდა #ნაცები #ფორიუ #foryou.
სრული მასალა იხილეთ აქ.
მასალა მომზადებულია ფორსეტის დეზინფორმაციასთან ინოვაციური ბრძოლის ბუთქემფის ფარგლებში. მასალაში გამოქვეყნებული მოსაზრებები, შეიძლება არ გამოხატავდეს ორგანიზაციის ან მედიასაშუალების პოზიციას.
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო
გადახედვა
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
"ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი "ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი
გადახედვა
-
ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
კომენტარები