ბაზისბანკში ბიზნესისთვის გადარიცხვების Visa B2B Connect პლატფორმა დაინერგა
ფოტო: ბაზისბანკი
ბაზისბანკი განაგრძობს კორპორაციული და ბიზნეს სეგმენტის მომხმარებლების მხარდაჭერას და, ამჯერად, Visa-სთან კოლაბორაციით, საერთაშორისო გადარიცხვების სწრაფ და ინოვაციურ Visa B2B Connect პლატფორმას სთავაზობს.
Visa B2B Connect შემუშავებულია სპეციალურად ფინანსური ინსტიტუტებისთვის და ბაზისბანკის ბიზნეს და კორპორაციულ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სწრაფად და უსაფრთხოდ განახორციელონ საერთაშორისო გადარიცხვები მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, შემდეგ ვალუტებში: USD, EUR, GBP, CHF.
Visa B2B Connect-ის მეშვეობით საერთაშორისო გადარიცხვები ხორციელდება საბანკო ანგარიშებს შორის. სერვისით სარგებლობა შეუძლიათ იურიდიულ და მეწარმე ფიზიკურ პირებს.
"ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერი ქვეყანაში, აქტიურ რეჟიმში აგრძელებს ინოვაციური და ალტერნატიული პროექტების დანერგვას ბანკის ბიზნეს მიმართულების გასაძლიერებლად. ამჯერად, Visa-სთან პარტნიორობით, B2B Connect პლატფორმა დავნერგეთ, რომელიც დაფუძნებულია Visa-ს რეპუტაციასა და გამოცდილებაზე. მისი საშუალებით შესაძლებლობა გვაქვს ბიზნეს სეგმენტის კლიენტებისთვის განვახორციელოთ საერთაშორისო გადარიცხვები უსაფრთხო, გამჭვირვალე და ინოვაციური გზით," — ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა.
"მოხარული ვარ, რომ Visa-ს საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერასა და საერთაშორისო ციფრული გადარიცხვების განვითარების გზაზე, ბაზისბანკი შემოუერთდა. ბაზისბანკი ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და მეამაყება, რომ Visa B2B Connect ბიზნეს მომხმარებლებისთვის დანერგა. მჯერა, რომ ეს პლატფორმა გაზრდის უსაფრთხო და სწრაფ საერთაშორისო გადარიცხვებს და ხელს შეუწყობს ბიზნესების განვითარებას. Visa B2B Connect არის უსაფრთხო და გამჭვირვალე პლატფორმა, რომელიც უპრეცედენტოდ ამარტივებს და ხელმისაწვდომს ხდის საერთაშორისო B2B გადახდებს, რაც ქართულ ბიზნესებს უცხოური ბაზრების უკეთ ათვისებაში დაეხმარება და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას შეუწყობს ხელს," — Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიის რეგიონში, დიანა კიღურაძე.
ასევე, Visa და ბაზისბანკს შორის ურთიერთპარტნიორობაზე კომენტარი გააკეთა Visa B2B Connect-ის CEMEA-ს ხელმძღვანელმა ვიშალ ვირმანმა: "მოხარული ვართ, რომ ბაზისბანკთან თანამშრომლობით ვაფართოებთ Visa B2B Connect-ის ქსელს საქართველოში და მხარს ვუჭერთ ბაზისბანკის ბიზნეს სეგმენტის მომხმარებლებს. ბაზისბანკის გაწევრიანება Visa B2B Connect სისტემაში არის წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის საერთაშორისო გადარიცხვების ეკოსისტემის განვითარების გზაზე. აღნიშნული თანამშრომლობა მხარს უჭერს ციფრულ ტრანსფორმაციას და ზრდის ეფექტურობას ფინანსურ ინსტიტუტებსა და მათ კორპორაციულ კლიენტებს შორის."
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები