შეტევა მოხსენების ნაცვლად? — აქცენტები პაპუაშვილის სიტყვიდან
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
რა მოხდა: დღეს, 22 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშით წარდგა.
რაზე ისაუბრა — მოკლედ:
- ოპოზიცია "რადიკალებად" მოიხსენია, პარტია ქართული ოცნებისა და მათ დაქვემდებარებაში მყოფი სატელევიზიო-პროპაგანდისტული ტელეარხების მსგავსად;
- დაუპირისპირდა სალომე ზურაბიშვილს და პრეზიდენტის შესახებ თქვა, რომ "რადიკალიზმის სამარცხვინო ფერხულში" ჩაება;
- სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა, რომ მას უკავშირდება ოპოზიციის მხრიდან დეზინფორმაციული კამპანიის "ყველაზე სამარცხვინო ფურცელი", რასაც, მისი თქმით, თან ახლდა არასამთავრობო სექტორის ნაწილისა და ზოგიერთი უცხოელი აქტორის "სამარცხვინო მხარდაჭერა";
- დაუპირისპირდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ შესახებ თქვა, რომ ქართული მართლმსაჯულებისა და ქართული სასამართლოს "სახელის შებღალვა სურთ";
- საქართველოს შესახებ განაცხადა, რომ ქვეყანას არ იცავს "არც ნატოს ბირთვული ქოლგა და არც ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის სისტემა";
- გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე თქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას აქვს "სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკა".
- პოლარიზაციის საკითხზე კი აღნიშნა, რომ საქართველოში ასეთი რამ არ ხდება: "საზოგადოება ერთიანია, პოლარიზაცია კი სინამდვილეში პოლიტიკური პარტიების ნაწილის რადიკალიზაციაში ვლინდება".
დეტალები:
"ინსტიტუტების გაძლიერება"
პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 2023 წელს საქართველოში გაძლიერდა, უფრო მეტად გამჭვირვალე და ეფექტიანი გახდა ანტიკორუფციული ბიურო, მართლმსაჯულებისა და საარჩევნო სისტემა.
პაპუაშვილი ამის თაობაზე საუბრობს იმ ფონზე, როდესაც:
- საქართველოს პარლამენტმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უგულებელყოფით, სულ ახლახან, მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში. ვენეციის კომისიამ 2023 წლის 19 დეკემბერს გამოაქვეყნა მოსაზრება, რომლის თანახმად, შემოთავაზებული ცვლილებები არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, რაც გადამწყვეტია ცესკოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის და ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის.
- ანტიკორუფციული ბიუროს გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის გაზრდის საჭიროებაზე ევროკომისიამ საქართველოს კიდევ ერთხელ მიუთითა 2023 წლის დეკემბერში და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება მოსთხოვა.
- ევროკომისიის 9 დათქმაში საუბარია მართლმსაჯულების სისტემაში არსებული გამოწვევების შესახებაც.
გაიგე მეტი — რა წერია ევროკომისიის 9 დათქმაში მართლმსაჯულების შესახებ
კანდიდატის სტატუსზე
პაპუაშვილის თქმით, 2022 წლის არჩევნების წინ, ქართული ოცნება იყო ერთადერთი პარტია, რომლის მთავარი საარჩევნო დაპირება 2024 წლისათვის საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანა იყო. "ახლა უკვე 2024 წელია და შეგვიძლია, ამაყად განვაცხადოთ, რომ არა მარტო მივმართეთ ევროკავშირს წევრობისათვის, არამედ კანდიდატის სტატუსიც მოვიპოვეთ", — თქვა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ კანდიდატის წევრობის სტატუსის მოპოვება "ქვეყნის ინტერესების დაზიანების, დემოკრატიის შესუსტების და ეკონომიკის შემცირების გარეშე შეძლეს".
- პაპუაშვილმა ისაუბრა როგორც საკუთარ, ასევე, საპარლამენტო დელეგაციის საზღვარგარეთ ვიზიტებზე "ევროკავშირში საქართველოს წევრობის საქმეში საპარლამენტო აგურის დასადებად".
- მისი შეფასებით, კანდიდატის სტატუსის მოპოვების პერიოდში "ყველამ, მტერმაც და მოყვარემაც, კარგად დაინახა, რომ ოპოზიცია დაუნანებლად იყენებდა თავის პოლიტიკურ არსენალს დეზინფორმაციის და რადიკალიზაციის სახით, რათა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების გზით, არაკანონიერი მეთოდებით ხელში ჩაეგდო ძალაუფლება".
ბრძოლა დეზინფორმაციასთან
პაპუაშვილის თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ოპოზიცია ცდილობდა ქართული ოცნებისთვის პრორუსულობა დაებრალებინა, რაც "შიდა პოლიტიკურ პროპაგანდაში" ვლინდებოდა. მისივე შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობები ემსახურებოდა პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებას, სახელმწიფო ინსტიტუტების და საგარეო პოლიტიკური მიზნების დაზიანებას: "ეს მცდელობები ვლინდებოდა შიდა პოლიტიკურ პროპაგანდაში, იღვრებოდა ოპოზიციის კუთვნილი ტელევიზიებიდან, გვესმოდა ოპოზიციასთან შეხმატკბილებული უცხოელი აქტორებისგან".
პაპუაშვილის თქმით,
- საქართველოს მძიმე გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია იყო და არის "სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკა".
- არასამთავრობო ორგანიზაციებიც მონაწილეობდნენ დეზინფორმაციის შექმნასა და გავრცელებაში და ხშირ შემთხვევაში, ორგანიზაციები ეჯიბრებიან და სჯობნიან ოპოზიციას დეზინფორმაციის გავრცელებაში: "არასამთავრობო სექტორის ნაწილი, რომელიც საზოგადოების ინტერესებს უნდა გამოხატავდეს, პრაქტიკულად, რადიკალი პოლიტიკოსების მოკავშირედ იქცა."
"სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკა"
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოს არ იცავს "არც ნატოს ბირთვული ქოლგა და არც ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის სისტემა", ამიტომ "სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკა" არის პასუხისმგებლობიანი საგარეო პოლიტიკის ერთადერთი გზა, რომ საქართველომ თავი გადაირჩინოს მასზე აღმატებულ მოწინააღმდეგესთან ისტორიულ ჭიდილში და მიაღწიოს სანუკვარ მიზანს — საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
პაპუაშვილის "3 ძირითადი გეგემა 2024 წელს"
პაპუაშვილის თქმით, 2024 წელს, ყველა პასუხისმგებლობიანი პარტიის, მოქალაქისა და საქართველოს მოკავშირე უცხოელი პარტნიორის ინტერესშია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიანად და სამართლიანად.
- პირველი გეგმა არის რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიანად და სამართლიანად. "ამისათვის ძალები უნდა გავაერთიანოთ. ქართული დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რადიკალიზმის წახალისება წარსულს ჩაბარდეს და პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალების ჯანსაღი კონკურენციის გზით, არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობა ყოველგვარი ეჭვის გარეშე იქნეს დადასტურებული."
- მეორე, 2024 წელი საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების წელი უნდა გახდეს. ამიტომ, პაპუაშვილის თქმით, ქართული ოცნების მიერ ბოლო 10 წელიწადში მიღწეული პროგრესი უნდა გაგრძელდეს: "პარლამენტმა უპრეცედენტო მოცულობის სამუშაო შეასრულა 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და სექტორული ინტეგრაციის გასაღრმავებლად. ჩვენ მზად ვართ, უფრო მეტი გავაკეთოთ", — ამბობს ის.
- მესამე, პაპუაშვილის თქმით, საქართველოს გარშემო სულ უფრო ფართოვდება ცეცხლის, აგრესიისა და ძალადობის რკალი, ამიტომ საქართველოზე ომისა და ძალადობის გავრცელება არ უნდა დავუშვათ, "უნდა განვამტკიცოთ ჩვენი დემოკრატია და კანონის უზენაესობა".
პაპუაშვილი სააკაშვილზე
პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიაში, ოპოზიციის მხრიდან, დეზინფორმაციული კამპანიის "ყველაზე სამარცხვინო ფურცელი", საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება.
- მისი თქმით, ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი მოწამლეს და სიკვდილის პირას იყო და როდესაც ამ "პრიმიტიულმა ტყუილმა" არ გაჭრა, სააკაშვილმა სასწრაფოდ დაივიწყა "ავადმყოფობის მითი" და გამოჯანმრთელებული, "პირდაპირ გადაეშვა რადიკალიზაციის მორევში".
- პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებულ დეზინფორმაციებს თან ახლდა არასამთავრობო სექტორის ნაწილის და ზოგიერთი უცხოელი აქტორის "სამარცხვინო მხარდაჭერა".
- მისივე თქმით, ტყუილები მალევე გამოაშკარავდა, თუმცა, "ბევრს, ქვეყნის შიგნით და გარეთ, მაინც დარჩა უარყოფითი განცდა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ხელისუფლება რაღაცას არასწორად აკეთებს".
პაპუაშვილი ზურაბიშვილზე
პაპუაშვილის თქმით, "რადიკალიზმის სამარცხვინო ფერხულში" ჩაება პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომელიც, მისი თქმით, პასუხისმგებელია კონსტიტუციის, ეროვნული ინტერესებისა და ინსტიტუტების დაცვაზე, ეროვნული თანხმობის მიღწევასა და ქვეყნის გაერთიანებაზე.
- პაპუაშვილმა, 6 თებერვალს, საქართველოს პარლამენტში ზურაბიშვილის მოხსენებას "პოლიტიკური ანგარიშსწორების კიდევ ერთი მცდელობა" უწოდა.
პრეზიდენტის სიტყვა და ძირითადი პოლიტიკური აქცენტები პარლამენტის ტრიბუნიდან
- პაპუაშვილმა ასევე, აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, როდესაც მთავრობის ნებართვის გარეშე, საგარეო ვიზიტებს მართავს: "ეს არის ის მაგალითი, რასაც პრეზიდენტი უნდა აძლევდეს ქვეყანას, საზოგადოებას და მომავალ თაობებს? ეს არის ის, რაც მას ევროპად მიაჩნია? ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ქვეყნის გამაერთიანებელი უნდა იყოს, ქვეყნის გამთიშველი აღმოჩნდა".
სხვა საკითხებთან ერთად, შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წინაშე მოხსენებისას ისევ რუსულ კანონს იცავს, სტრატეგიულ პარტნიორებს კი "რადიკალიზმის ალაგმვაზე" აკისრებს პასუხისმგებლობას. ამ თემაზე გაიგე მეტი აქ.
-
ტეილორ სვიფტს ახალი ალბომის სახელწოდებისთვის უჩივიან ტეილორ სვიფტს ახალი ალბომის სახელწოდებისთვის უჩივიან
გადახედვა
-
პროკურატურამ სასამართლოს არქივში ხანძრის გაჩენისთვის ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება წარუდგინა პროკურატურამ სასამართლოს არქივში ხანძრის გაჩენისთვის ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება წარუდგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში 1600-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში 1600-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა
-
ნახეთ: Euphoria-ს მესამე სეზონის ახალი ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: Euphoria-ს მესამე სეზონის ახალი ტრეილერი გამოვიდა
-
იხილეთ ახალი ოპტიკური ილუზია — რამდენი წერტილია სურათზე? იხილეთ ახალი ოპტიკური ილუზია — რამდენი წერტილია სურათზე?
გადახედვა
-
ბალანსი, ნდობა, უწყვეტი განათლება: რატომ არის ენა საუკეთესო ინვესტიცია თქვენი გუნდისთვის? ბალანსი, ნდობა, უწყვეტი განათლება: რატომ არის ენა საუკეთესო ინვესტიცია თქვენი გუნდისთვის?
-
სასტუმრო სტამბაში ქართველი მხატვრის ნამუშევარი დააზიანეს — მიმდინარეობს გამოძიება სასტუმრო სტამბაში ქართველი მხატვრის ნამუშევარი დააზიანეს — მიმდინარეობს გამოძიება
გადახედვა
-
ტერაბანკი | აგრარული უნივერსიტეტი — გაიცანით სტიპენდიანტი რატი ფეიქრიშვილი ტერაბანკი | აგრარული უნივერსიტეტი — გაიცანით სტიპენდიანტი რატი ფეიქრიშვილი
-
ჭამის დროს წყლის დალევა მონელებას აფერხებს — მითი თუ რეალობა ჭამის დროს წყლის დალევა მონელებას აფერხებს — მითი თუ რეალობა
-
საბა ბუაძე: რა თქმა უნდა, ელექტროენერგიის ფასი მოიმატებს, როდესაც ენერგეტიკული სექტორი ჩვენს ერთ-ერთი ყველაზე შავბნელი და კორუფციული სივრცეა საბა ბუაძე: რა თქმა უნდა, ელექტროენერგიის ფასი მოიმატებს, როდესაც ენერგეტიკული სექტორი ჩვენს ერთ-ერთი ყველაზე შავბნელი და კორუფციული სივრცეა
გადახედვა
-
მიხეილ ლომთაძის კომპანია ყაზახეთში ხელისგულით გადახდის სერვისს ნერგავს მიხეილ ლომთაძის კომპანია ყაზახეთში ხელისგულით გადახდის სერვისს ნერგავს
გადახედვა
-
თბილისში მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა თბილისში მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: ელექტროენერგიის გაძვირება გამოიწვევს ფასების მატებას ყველა პროდუქტზე, მათ შორის პურზე ირაკლი კუპრაძე: ელექტროენერგიის გაძვირება გამოიწვევს ფასების მატებას ყველა პროდუქტზე, მათ შორის პურზე
გადახედვა
-
ვიდეო: ფსიქოლოგის პროფესია საქართველოში — ინტერვიუ ნათია სორდიასთან ვიდეო: ფსიქოლოგის პროფესია საქართველოში — ინტერვიუ ნათია სორდიასთან
გადახედვა
-
მიყვარს და ინტიმური ურთიერთობითაც კმაყოფილი ვარ — გაიცანით AI-ზე შეყვარებული კანადელი ქალი მიყვარს და ინტიმური ურთიერთობითაც კმაყოფილი ვარ — გაიცანით AI-ზე შეყვარებული კანადელი ქალი
გადახედვა
-
სერიული მკვლელი, რომელიც საკუთარმა ნაწერმა ამხილა სერიული მკვლელი, რომელიც საკუთარმა ნაწერმა ამხილა
გადახედვა
-
ტრამპი: ირანის ნავთობის ხელში ჩაგდება ყველაზე მეტად მიზიდავს ტრამპი: ირანის ნავთობის ხელში ჩაგდება ყველაზე მეტად მიზიდავს
გადახედვა
-
სემეკი: ელექტროენერგიის ტარიფი თბილისსა და რეგიონებში 5-5 თეთრით იზრდება სემეკი: ელექტროენერგიის ტარიფი თბილისსა და რეგიონებში 5-5 თეთრით იზრდება
გადახედვა
-
იტალიაში სამწუთიანი ძარცვისას რენუარის, სეზანისა და მატისის ნახატები მოიპარეს იტალიაში სამწუთიანი ძარცვისას რენუარის, სეზანისა და მატისის ნახატები მოიპარეს
გადახედვა
-
ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი დააკავეს აქედან 7 არასრულწლოვანია ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი დააკავეს აქედან 7 არასრულწლოვანია
გადახედვა
-
რამდენ ხანს მოგვიწევს ხოლმე ლოდინი ჰარი პოტერის სერიალის ახალ სეზონებამდე რამდენ ხანს მოგვიწევს ხოლმე ლოდინი ჰარი პოტერის სერიალის ახალ სეზონებამდე
გადახედვა
კომენტარები