სამუდამო პატიმრობამისჯილი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას ოჯახი დახმარებას ითხოვს
ფოტო: რადიო თავისუფლება
მოკლედ: რუსეთში უვადო პატიმრობა მისჯილი ქართველი მებრძოლის, 22 წლის მამუკა გაწერელიას ოჯახი უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
- გაწერელიას დედამ, დალი ჩხეიძემ რადიო თავისუფლებასთან ისაუბრა.
ამ თემაზე: რუსეთმა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა 22 წლის ქართველ მებრძოლს, რომელიც მარიუპოლში იბრძოდა
დეტალები: დალი ჩხეიძის თქმით, ოჯახს არ ჰყავს ადვოკატი და არც დამხმარე პირი, ვინც რუსეთის სამართალდამცველ უწყებებთან დააკავშირებს და შვილის გათავისუფლებაში დაეხმარება.
- "ვთხოვ, განსაკუთრებით, უკრაინას. უკრაინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ გამოიყვანოს ჩემი შვილი. მან სიცოცხლე შესწირა უკრაინას და ის უნდა გამოიყვანონ ციხიდან“, — ამბობს გაწერელიას დედა.
დალი ჩხეიძის თქმით, შვილს 20 თებერვალს ესაუბრა ტელეფონით. დედა-შვილს მხოლოდ 2 წუთით მისცეს საუბრის უფლება.
- "მისცეს ზარის უფლება და დამელაპარაკა. არ ინერვიულოთ, კარგად ვარო მაგრამ ეს იყო ალბათ, ნათქვამი ზეწოლის ქვეშ, თორემ სურათებშიც ნახავთ, რომ კარგად არ აქვს საქმე. ძალიან შეცვლილია, გამხდარია, თვალები აქვს ჩაშავებული, წარბები არ აქვს... 2 წუთით ვესაუბრე, მეტი არა. ისიც რუსულად გვალაპარაკეს, რომ მათაც გაეგოთ ჩვენ რას ვლაპარაკობდით. ამ ზარს არ ველოდი, მაგრამ ეტყობა ჩვენ, რომ რუსეთში სახალხო დამცველთან დარეკილი გვქონდა და იქ დააფიქსირეს ჩვენი ნომერი და ამიტომ გადმორეკეს“, — თქვა ჩხეიძემ.
მისი თქმით, უკრაინისგან მიიღეს პასუხი, რომ რადგან მათი მოქალაქე არ არის, დახმარება არ შეუძლიათ. დალი ჩხეიძე ამბობს, რომ 2 თვის წინ დახმარებისთვის საქართველოს ხელისუფლებასაც მიმართეს, მათგან საპასუხო ზარი კი 4 დღის წინ მიიღეს — უთხრეს, რომ "საკითხზე მუშაობა დაწყებულია".
რა ვიცით გაწერელიას შესახებ: ამერიკის ხმის ინფორმაციით, გაწერელია აზოვსტალის დაცვაში მონაწილეობდა.
- ის აფხაზეთიდან დევნილია.
- მამუკა გაწერელია ტყვედ 2022 წლის 20 მაისს ჩავარდა, როცა მარიუპოლში, მტრის ალყაში მოქცეული, უკრაინის არმიის ქვედანაყოფები პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებას დაემორჩილნენ და აზოვსტალი დატოვეს.
- "2022 წლის დასაწყისში გაწყვიტა კონტრაქტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და მარტში წავიდა მოხალისედ უკრაინაში. საკუთარი სურვილით. სწამდა რომ ეს იყო ბრძოლა საქართველოსთვის. შემდეგ, როცა მარიუპოლში ვითარება გართულდა, ასევე საკუთარი ინიციატივით შეუერთდა აზოვსტალის დამცველებს. 8 დეკემბერს, ტყვეობაში 22 წლის გახდა", — უთხრა მამუკა გაწერელიას დედამ ამერიკის ხმას.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები